asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რატომ დაარღვია პირობა ვამეყ დადიანმა
ოდიშის მთავარი სვანეთში მოკლეს
რატომ დაარღვია პირობა ვამეყ დადიანმა

2011-10-30 18:34:44



ვამეყ III დადიანი ოდიშის მთავარი გახლდათ 1658-1660/1662 წლებში. ლევან II დადიანის სიკვდილის (1658) შემდეგ ალექსანდრე III იმერთა მეფის დახმარებით ხელში ჩაიგდო ოდიშის სამთავრო ტახტი და დადიანის ტიტული. 1658 მან ბანძასთან დაამარცხა თავისი მეტოქე ლიპარიტ III დადიანი. 1660 წელს ვამეყ III იმერეთის სამეფოში გაჩაღებულ შინაომში ჩაერია, დიდებულთა დახმარებით დაიპყრო სამეფოს დიდი ნაწილი და მეფის ტიტულიც მიიღო. მის წინააღმდეგ გაილაშქრა ქართლის მეფე ვახტანგ V-მ, მაგრამ საქმე მორიგებით დამთავრდა: ვახტანგ V-ს იმერეთის სამეფოს ზემო მხარე დარჩა, დანარჩენი ნაწილი - ვამეყ III დადიანს. ამ უკანასკნელს თავისი ასული ქართლის მეფის ძის არჩილისათვის უნდა მიეთხოვებინა. ამის შედეგად იმერეთის სამეფო არჩილის ხელში გადავიდოდა. ვამეყ III დადიანს კი იმერეთი თავისთვის უნდოდა. მან პირობა დაარღვია და თავისი ასული სხვას მიათხოვა. ამას მოჰყვა ვახტანგ V-ის მეორე ლაშქრობა. ვამეყ III დადიანს იმერეთისა და ოდიშის დიდებულთა დიდი ნაწილი გადაუდგა. მან ჯერ ოდიშს მიაშურა, მაგრამ, როცა ოდიშის ციხესიმაგრეებიც ვახტანგ V-ის ლაშქარმა დაიპყრო, სვანეთში გაიქცა. მისი ოჯახი ქართლის ლაშქარმა ჩაიგდო ხელთ. ვახტანგ V-მ ოდიშში ლევან II დადიანის ძმისწული შამადავლე დასვა მთავრად. ვამეყ III დადიანი სვანეთში ღალატით მოკლეს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online