asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მართლა არსებობდა თუ არა მეფე არტური?
რეჟისორების შთაგონების წყარო
მართლა არსებობდა თუ არა მეფე არტური?

2011-10-30 15:55:42



მეფე არტური ლეგენდარული ბრიტანელი წინამძღოლი გახლავთ, რომელიც, შუა საუკუნეების ისტორიების მიხედვით, ადრეულ მეექვსე საუკუნეში ბრიტანეთის საქსონელი დამპყრობლებისგან დაცვას უძღვებოდა. არტურის ისტორიების ძირითადი ნაწილი ფოლკლორისა და ლიტერატურის შექმნილია, ხოლო მისი არსებობის რეალობა ისტორიკოსებისათვის დღესაც დავის საგანია. სხვადასხვა ისტორიული წყაროდან მხოლოდ მწირი მასალის მოძიებაა შესაძლებელი. ლეგენდები არტურის შესახებ სხვადასხვა ტექსტში სხვადასხვანაირადაა აღწერილი, ერთიანი კანონიკური ვარიანტი არ არსებობს. თუმცა უმეტესი ფაქტები აღებულია ისტორიის გოლფრიდისეული ვარიანტიდან. გოლფრიდი აღწერს არტურს, როგორც ბრიტანეთის მეფეს, რომელმაც დაამარცხა საქსონი დამპყრობლები და შექმნა იმპერია, რომელიც მოიცავდა ბრიტანეთს, ირლანდიას, ისლანდიას, ნორვეგიასა და გალებს, ასევე ცნობებს არტურის მამის, პერგამონის, ჯადოქარ მერლინის, ესკალიბურის მახვილის, არტურის დაბადების შესახებ ტინტაგელში, მის გადამწყვეტ ბრძოლას მორდერერთან კამლანში და მის დასასრულს ავალონში. მეთორმეტე საუკუნის ფრანგმა მწერალმა კრეტიენ დე ტრუამ ლანსელოტისა და გრაალის თასის ისტორია მიუმატა. ამ ფრანგულ ისტორიაში ხშირად მთავარ მოქმედ პირად არა მეფე არტური, არამედ მრგვალი მაგიდის რაინდები იქცევიან ხოლმე. არტურის ლეგენდები იქმნებოდა შუა საუკუნეებში, თუმცა აღორძინება განიცადა მეცხრამეტე საუკუნეში, ხოლო ოცდამეერთე საუკუნეში უამრავი რეჟისორის შთაგონების წყაროდ იქცა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online