asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რატომ გაჩეხეს ზეთისხილის ხეები?
პლატონის აკადემია
რატომ გაჩეხეს ზეთისხილის ხეები?

2011-10-28 13:12:27



პლატონის აკადემია პლატონის მიერ დაფუძნებული ფილოსოფიის სკოლა გახლდათ, რომელიც ათენში დაახლოებით ძვ.წ. 385 წელს დაარსდა. სანამ აკადემია სკოლა გახდებოდა, ის ძველი ათენის კედლებს გარეთ არსებული ზეთისხილის ბაღი იყო - წმინდა ადგილი ათენელთათვის. ამ ადგილის არქაული სახელი იყო ჰეკადემია, რომელიც კლასიკურ ხანაში აკადემიად გარდაიქმნა დაახლოებით ძვ.წ. მე-6 საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ეპიკურ ათენელ გმირს, ლეგენდარულ აკადემოსს დაუკავშირდა. აკადემიის ბაღი ქალღმერთ ათენასა და სხვა უკვდავთათვის მიძღვნილი წმინდა ადგილი იყო. ის ასევე გახლდათ ადგილი ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული რელიგიური კულტისა, რომელსაც გმირ-ღმერთებს - დიოსკურელებს უკავშირებენ. დიოსკურთან ასოციაციის გამო სპარტანელები „აკადემიის ბაღს" ატიკაზე შემოსევების დროს ხელუხლებელს ტოვებდნენ, განსხვავებით რომაელი სულასგან, რომელმაც ძვ.წ. 86 წელს წმინდა ზეთისხილის ხეები ნაღმსატყორცნების ასაგებად ერთიანად გაჩეხა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online