asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ იქცა ლაზიკა ბიზანტიის ვასალად
ეგრისის დიდი ომი
როგორ იქცა ლაზიკა ბიზანტიის ვასალად

2011-10-27 14:12:36



ეგრისის დიდი ომი, ასევე ლაზური ომი, ქართულ ისტორიოგრაფიაში მოხსენიებულია, როგორც ომი ბიზანტიასა და სასანიდთა იმპერიას შორის ლაზიკის (ეგრისი) რეგიონზე გავლენის მოსაპოვებლად. ეგრისის დიდი ომი 20 წელს გაგრძელდა (542-562) და ბიზანტიელთა გამარჯვებით დასრულდა. ლაზური ომი დეტალურად აქვს აღწერილი პროკოფიუს კესარელსა და აგათიას სქოლასტიკუსს. ლაზიკა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა, კავკასიის მთებზე მნიშვნელოვან გასასვლელებს აკონტროლებდა, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ორივე იმპერიისთვის. ბიზანტიელთათვის ეს იყო ბარიერი სპარსელთა მიერ იბერიის გავლით შავ ზღვაზე გასვლისთვის ხელის შესაშლელად. სპარსელი სასანიდები დათანხმდნენ ეგრისის ბიზანტიის გავლენის სფეროში დარჩენას 532 წელს დადებული სამუდამო მშვიდობის ხელშეკრულებით. თუმცა ბიზანტიელთა მცდელობას, საკუთარი ადმინისტრაცია დაენიშნათ რეგიონში, ლაზების აჯანყება მოჰყვა 541 წელს. ლაზების მეფე გუბაზის თხოვნის პასუხად სპარსეთის მეფე ხოსროს I ლაზიკაში შემოდის და იღებს ბიზანტიელთა მთავარ საყრდენს შავ ზღვაზე - პეტრას, ქვეყნის საკუთარ პროტექტორატად აღიარებით. თუმცა შაჰის მცდელობამ, ქვეყანა სპარსეთის პირდაპირ დაქვემდებარებაში მოეყვანა ზოროასტრიზმზე მოქცევით, ქრისტიანი ლაზების უკმაყოფილება გამოიწვია და მეფე გუბაზი ისევ აჯანყდა 548 წელს, ამჟამად სპარსელების წინააღმდეგ. გუბაზ II-მ დახმარება იმპერატორ იუსტინიანე I-ს სთხოვა და ასევე ალანები და საბირები შემოიყვანა ალიანსში. იუსტინიანემ 7000 რომაელი და 1000 ზანი გამოგზავნა გუბაზის დასახმარებლად და პეტრას ციხესიმაგრის გასამაგრებლად. სპარსთა გამაგრებამ მირმიროს მეთაურობით დაამარცხა ბიზანტიელთა მცირერიცხოვანი ძალა, რომელიც იმერის გადასასვლელს იცავდა და პეტრას ალყა შემოარტყა. მირმიროსმა ციხის დასაცავად 3000 მეომარი დატოვა, თავად კი სომხეთისკენ გაემართა. ლაზიკის დასარბევად დარჩენილი 5000 ჯარისკაცი დაგისთუსმა (საბირთა მეთაურმა) გაანადგურა ფაზისთან ბრძოლაში 550 წელს. სპარსთა მომდევნო შემოტევაც წარუმატებელი აღმოჩნდა - მათი მეთაური ფაროქანი მდინარე ცხენისწყალთან ბრძოლაში მოკლეს. ბიზანტიელთა ახალმა მეთაურმა ბესასმა ჩააცხრო აბაზგების პროსპარსული აჯანყება, აიღო პეტრა და მირმიროსი არქეოპოლისთან დაამარცხა 551 წელს. თუმცა ამ უკანასკნელმა მოახერხა ქუთაისისა და უქიმერიონის ციხის აღება, გადაუჭრა რა ამით ბიზანტიელებს მნიშვნელოვანი გზები უღელტეხილებისკენ. 553 წლის ზაფხულში ის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას აღწევს თელეფისთან და ბიზანტიელებს აიძულებს უკან, ნესოსკენ დახევას. მირმიროს გარდაცვალების შემდეგ სპარსელთა სამხედრო მეთაურად 554 წელს ნახორაგანი დაინიშნა. მან ასევე წარმატებულად დაამარცხა ბიზანტიელები ონოგურისთან და განდევნა ისინი არქეოპოლისიდან. ამ დამარცხებამ დიდი უთანხმოება გამოიწვია ლაზ და ბიზანტიელ გენერლებს შორის. მეფე გუბაზმა იმპერატორ იუსტინიანეს შესჩივლა ბესას, მარტინსა და რუსტიკუსზე. ბესა იმპერატორმა გაიწვია, თუმცა რუსტიკუსმა და მისმა ძმამ გუბაზის მოკვლა მოახერხეს. ლაზებმა იმპერატორს მეფედ წათე, გუბაზის უმცროსი ძმა, დაანიშნინეს, ხოლო სენატორი ათანასე მკვლელობის საქმეს იძიებდა. რუსტიკუსი და იოანე დაიჭირეს, გაასამართლეს და სახალხოდ თავი მოჰკვეთეს. 555 წელს მოკავშირეებმა დაიბრუნეს არქეოპოლისი და სპარსელების თავდასხმა ფაზისზე წარმატებით მოიგერიეს. მომდევნო წლებში ბიზანტიელებმა მთიელი ტომების - მისიმიანელებისა და აფსილების აჯანყება ჩაახშვეს და საბოლოოდ განდევნეს სპარსელები ქვეყნიდან. ომი ბიზანტიისა და სპარსეთის იმპერიებს შორის 557 წლის ზავით დასრულდა. 562 წელს დადებული ორმოცდაათწლიანი მშვიდობის ხელშეკრულებით ხოსროს I-მა ყოველწლიური გადასახადის სანაცვლოდ ცნო ლაზიკა, როგორც ბიზანტიის ვასალი ქვეყანა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online