| ქალი და მამაკაცი |

ვახუშტი ბატონიშვილი, ბაგრატიონი, გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი გახლდათ. იგი ავტორია სამეცნიერო თხზულებისა „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. მიუხედავად იმისა, რომ ვახუშტის მთავარ შრომას 2010 წლისათვის 265 წელი შეუსრულდა, თხზულება მაინც ინარჩუნებს თავის მეცნიერულ ღირებულებას. ოჯახთან ერთად ექსპატრიაციის გამო თავისი თხზულება ვახუშტიმ 1745 წელს რუსეთში დაასრულა. იუნესკოს ეგიდით 1997 წელს საზეიმოდ აღინიშნა ვახუშტის დაბადების 300 წლისთავი. ამ თარიღთან დაკავშირებით გამოიცა მისი თხზულება და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული „საქართველოს ატლასი“, რომელიც მსოფლიო კულტურის საგანძურში შევიდა. ვახუშტი ბატონიშვილი დაიბადა 1696 წელს თბილისში. იგი ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის შვილი იყო. ფრანგ მოგზაურ შარლ პეისონელის ცნობით, მისი დედა ყმა გლეხის ქალი ყოფილა. ვახუშტი იმთავითვე გაანათლეს გამოჩენილმა ქართველმა მოღვაწეებმა: სულხან-საბა ორბელიანმა და ძმებმა გიორგი და იესე გარსევანიშვილებმა (გარსევანოვებმა). ვახუშტის აღზრდაში მონაწილეობა მიიღეს ასევე თბილისში მყოფმა კათოლიკე ფრანგმა მისიონერებმა. მაგრამ მაინც ვახუშტის უშუალო აღმზრდელად დეკანოზი იესე გარსევანიშვილი მიიჩნევა. 1717 წლიდან 1724 წლამდე ვახუშტი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მან ორჯერ მიიღო მონაწილეობა ქსნის ერისთავთა წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. თავისი დროისთვის ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს ერთ-ერთ უგანათლებულეს ადამიანად ითვლებოდა. ქართულის გარდა, ფლობდა ბერძნულ, ლათინურ, ფრანგულ, თურქულ, რუსულ და სომხურ ენებს. 1717 წელს ვახუშტი ბატონიშვილი დაქორწინდა მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეზე. 1722 წელს, ვახტანგ VI-ის განჯაში ყოფნის დროს, ქართლის სამეფოს გამგებლად იყო დატოვებული. 1724 წელს ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში, მოსკოვში დაბინავდა და სახელმწიფო ჯამაგირი დაენიშნა. სწორედ მოსკოვში დაწერა მან თავისი უმთავრესი ნაშრომი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, რომელშიც მოთხრობილია საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XVIII საუკუნის შუა ხანებამდე.

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა











ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 






















































































