asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რატომ დაარბიეს ოსმალებმა ოდიშის სამთავრო
ოტია დადიანი
რატომ დაარბიეს ოსმალებმა ოდიშის სამთავრო

2011-10-26 14:57:02



ოტია დადიანი ოდიშის მთავარი 1728-1758 წლებში გახლდათ. იგი იყო ბეჟან I დადიანის ძე. 1730 წელს ოტია დადიანი ფაქტობრივად აუჯანყდა ოსმალებს და მონაწილეობა არ მიიღო მათ ლაშქრობაში, რომელიც აფხაზეთსა და აზოვის ციხეს შორის მცხოვრები მთიელი ტომების დამორჩილებას ისახავდა მიზნად. ამის გამო ოსმალებმა ოდიშის სამთავრო დაარბიეს და ილორის წმიდა გიორგის ეკლესია დაწვეს. თურქთა ამ ლაშქრობაში იმერეთის მეფე ალექსანდრე V მონაწილეობდა. შურის საძიებლად ოტია დადიანი დაუკავშირდა იმერეთის ფეოდალთა ერთ ჯგუფს და მამუკა ბატონიშვილის ტახტზე აყვანას შეეცადა. ჩიხორთან ბრძოლაში 1732 წელს ოტია დადიანი დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. იგი იძულებული გახდა, საჭილაო იმერეთის მეფისათვის გადაეცა. ამის შემდეგ ოტია დადიანი ერთხანს განაგრძობდა ალექსანდრე V-ის წინააღმდეგ ბრძოლას. მან იმერეთის ფეოდალებთან ერთად 1740 წელს ააოხრა იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი ციხესიმაგრე ვარციხეში. შემდეგ ოტია დადიანმა მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარა ალექსანდრე V-სა და მის მემკვიდრე სოლომონ I-თან. ამ უკანასკნელს მეორე ცოლად ოტია დადიანმა თავისი ასული მარიამი მიათხოვა. 1757 წელს ოტია დადიანმა სოლომონ I-ს გაუგზავნა მაშველი ლაშქარი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ხრესილის ბრძოლაში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online