| ქალი და მამაკაცი |

თეოდოს III დასავლეთ საქართველოს, აფხაზთა სამეფოს მეფე გახლდათ დაახლოებით 975-978 წლებში. იგი იყო ძე გიორგი II-ისა. თეოდოსი ბავშვობიდანვე ბიზანტიაში იზრდებოდა. ლეონ III-ის გარდაცვალების (967) შემდეგ მესხეთის, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მსხვილ ფეოდალთა ჯგუფმა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების წინააღმდეგი იყო, თეოდოსი დაუპირისპირა ძმას - ახალგამეფებულ დემეტრე III-ს. ტახტისათვის ბრძოლაში თეოდოსი დამარცხდა. დემეტრე III-ის ბრძანებით იგი დააბრმავეს, ამიტომ წყაროებში მოიხსენიება, როგორც „თვალდამწვარი", „მწეხარე". თეოდოსი უძეოდ გარდაცვლილი დემეტრე III-ის შემდეგ გამეფდა. ბრმა მეფის მმართველობას ფეოდალური ანარქიის გაძლიერება მოჰყვა. ქართლში, რომელიც ამ დროს აფხაზთა მეფის გავლენის ქვეშ იყო, კახელებმა ილაშქრეს და უფლისციხეს მიადგნენ. ქართლის დიდებულის, ივანე მარუშისძის რჩევით დავით III-მ დაიკავა ქართლი და 975 წელს იქ მისი შვილობილი, ბაგრატ III გაამეფა, 978 წელს კი, იმავე ივანე მარუშისძის ინიციატივით ბაგრატ III დასავლეთ საქართველოში გადავიდა და საკუთარი ბიძის, თეოდოს III-ის ადგილი დაიკავა. გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ, ბაგრატ III-მ ტახტიდან გადაყენებული თეოდოს III 978 წელს ტაოში დავით III კურაპალატთან გაგზავნა. ამის შემდეგ ის წყაროებში აღარ იხსენიება.

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა











ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 






































































































