
აია კოლხეთის უძველესი სახელია. არგონავტების მითში ქვეყანას, სადაც არგონავტებმა ლაშქრობა ჩაატარეს, ეწოდება აია. მეცნიერთა აზრით, „არგონავტების მითის პირველი სახე უნდა შექმნილიყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სახელი „კოლხიდა" არ არსებობდა და ამ მხარეს რაღაც სხვა ერქვა (შეიძლება გაია, აია: მიწა ქვეყანა), ხოლო საბერძნეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ იყვნენ დამკვიდრებული ბერძნები და მას „პელაზგია" ეწოდებოდა ადგილობრივ მკვიდრთა პელაზგების მიხედვით. ჰომეროსის „ოდისეა" წარმოადგენს უძველეს ბერძნულ წყაროს, სადაც მოხსენიებულია კოლხეთის პირვანდელი სახელწოდება „აია" და რომელშიც აირეკლა ჰომეროსამდელი წარმოდგენა ბერძნებისა კოლხეთზე. ჰომეროსმა არ იცის სახელი კოლხეთი, მაგრამ მის მაგივრად ახსენებს „აიას". „ოდისეაში" გეოგრაფიული სახელი „აია" მოხსენიებულია სამ ადგილას . „ოდისეას" მიხედვით, „აიაიე" მდებარეობს აღმოსავლეთით, იქ, სადაც მზის ღმერთი ჰელიოსი აღმოსვლას იწყებს. ანტიკური ხანის მწერლები ჰელიოსის სასახლეს აიეტის ქვეყანაში ათავსებენ. ასე მაგალითად, ბერძენი პოეტი-ელეგიკოსი მიმნერმე თავის კრებულში „ნანო" აღნიშნავს, რომ ჰელიოსის სხივები აიეტის ქალაქში (ანუ აიაში), ოქროს დარბაზში ძევს. ოდისეაში მოხსენიებულია აგრეთვე კირკეს კუნძული აიაიე (ე.ი. აიასთვის განკუთვნილი): “აიაიეს მივაღწიეთ, სად კირკე მკვიდრობს, მძლავრი ქალღმერთი, კაცური ხმით მოლაპარაკე. იგი და იყო ავის მზრახველ აიეტ მეფის” (ჰომეროსი, სიმღერა X, 135-137;). ანტიკური ტრადიციის მიხედვით, კირკე აიას მეფის აიეტის დაა. მეცნიერთა აზრით, კირკეს კუნძულის სახელწოდება „აიაიე” აიას კუთვნილს, მის ნაწილს აღნიშნავს და მისი მდებარეობა იქვე, აიეტის ქვეყანაში ივარაუდება (რ. გორდეზიანი). „ოდისეაში” მოხსენიებული „აია” რომ ბერძენ მწერლებს ჩვეულებრივ კოლხეთის ტერიტორიაზე არსებულ ქვეყნად მიაჩნდათ, ამას ადასტურებს ევსტათი თესალონიკელი (XII ს.). „ილიადისა” და „ოდისეას” კომენტარებში იგი აღნიშნავს, რომ ჰომეროსი „კოლხიკეს” ნაცვლად აიას ხმარობს, როგორც ადგილის აღმნიშვნელ სახელწოდებას. აიას კოლხეთთან აიგივებს და ქვეყნის უძველეს სახელად მოიხსენიებს ჰეროდოტე. აღსანიშნავია, რომ იგი თავის „ისტორიაში” სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილს მისი ძველი და ახალი სახელებით იხსენიებს, მაგ., პითო-დელფო, რომელშიც „პითო” წარმოადგენს „დელფოს” პირვანდელ სახელს. ასევე, აია-კოლხიდაში „აია” ნიშნავს „კოლხიდის” უძველეს სახელს. ჰეროდოტეს მსგავსად, აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკაში” „აია” „კოლხეთის” სინონიმია და არა ქალაქი. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ „არგონავტების” სქოლიასტები „აიას” ქალაქად მოიხსენიებენ. ანტიკური და ბიზანტიური ხანის ზოგიერთი მწერალი „აიას” ქალაქად მიიჩნევს, რამაც ხელი შეუწყო შეცდომის დამკვიდრებას ლიტერატურაში. ძვ. წ. VIII საუკუნის ეპიკოსი პოეტი ევმელოს კორინთელი „კორინთიკაში” წერს: „აია კოლხეთის ქალაქია”. ძველი ბერძენი მწერალი ლიკოფრონი (ძვ. წ. IV-III სს.) აიეტს “აიასა და კორინთოს მრისხანე გამგებელს” უწოდებს. ამ ცნობით, აია კორინთოს დარი, ე.ი. ორივე ქალაქია. სქოლიასტებიც ასე განმარტავენ: აია კოლხიდის ქალაქია. სტეფანე ბიზანტიელი (VI ს.) „ეთნიკაში” წერს: „აია კოლხთა ქალაქია, აიეტის მიერ დაფუძნებული, ზღვისგან მოშორებული სამასი სტადიონით; მას ჩამოუდის ორი მდინარე: ჰიპსოსი და კვიანეოსი, რომლებიც [ქალაქს] ნახევარკუნძულად ჰქმნიან“.

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა












ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 























