
1865 წელს თბილისში ამქართა აჯანყება მოხდა. ეს იყო თბილისის ამქრების, წვრილი ხელოსნებისა და ვაჭრების გამოსვლა ახალი, დამატებითი გადასახადების წინააღმდეგ.
მღელვარების საბაბი გახდა ქალაქის თავის შერმაზან ვართანოვის განკარგულება გადასახადების აკრეფის შესახებ. ამქრებმა ჯერ მშვიდობიანი მოლაპარაკება სცადეს - მეფისნაცვალს განცხადება წარუდგინეს და გადასახადებისაგან გათავისუფლება სთხოვეს, მაგრამ ამით ვერაფერს გახდნენ. მაშინ 27 ივნისს დილიდან დაიხურა ყველა დუქანი, ათი ათასამდე კაცმა - ხელოსნებმა, მეეტლეებმა, თულუხჩებმა, მეფორნეებმა, შავმა მუშებმა, მემწვანილეებმა და, საერთოდ, ქალაქის ღარიბმა მოსახლეობამ თავი მოიყარა ერევნის (ახლანდელი თავისუფლების) მოედანზე და იერიში მიიტანა საპოლიციო სამმართველოზე.
უსტაბაშებმა (ამქართა წინამძღოლებმა) ხალხს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდეს. მეფისნაცვლის მოვალეობის აღმასრულებელმა გრიგოლ ორბელიანმა და სამოქალაქო გუბერნატორმა ნიკოლოზ ჭავჭავაძემ სცადეს ხალხის დაშოშმინება, მაგრამ - უშედეგოდ. ხალხმა აიკლო ქალაქის თავის ბინა, მოკლა გადასახადების ამკრები მელიქოვი. აჯანყებულთა წინააღმდეგ მთავრობამ ჯარი გამოიყვანა და მღელვარება ჩაახშო. რამდენიმე კაცი მოკლეს და დაჭრეს. 80 კაცი სასამართლოს გადასცეს, მათგან 10-ს ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს, 32-ს - სხვადასხვა ვადით პატიმრობა.
ამქართა აჯანყება ამქრული წარმოების მსხვილ კაპიტალთან უკანასკნელი შებრძოლება იყო.

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა












ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 






















































































