
ამაზასპი იბერიის მეფე დაახლოებით 230-265 წლებში გახლდათ. იგი ფარსმან IV-ის ძე იყო. მისი მეფობის დასაწყისში გაძლიერებულმა ლაზიკის სამეფომ (დას. საქართველო) იბერიას წაართვა კლარჯეთი და ოძრხე. 243 წელს ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ ალან-ოსები. ამაზასპმა და სომხეთის მეფე ხოსროვ II-მ ერთიანი ძალებით მუხრანთან მომხდარ ბრძოლაში დაამარცხეს ისინი და კავკასიონს იქით გადარეკეს. ამ პერიოდში სულ უფრო და უფრო ძლიერდება სასანიდური სპარსეთი - 253 წელს შაჰმა შაბურ I-მა დაიპყრო სომხეთი და იქ თავისი ძე გაამეფა, სულ მალე კი ამაზასპი იძულებული ხდება, აღიაროს შაჰის უზენაესობა და რომთან კავშირზე ხელი აიღოს. ამავე პერიოდში მან თავისი და მიათხოვა სომხეთის მეფეს, ირანის ტახტის მემკვიდრე ჰორმიზდ-არდაშირს. ასეთი სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელებულა. 265 წელს ამაზასპი გადაუდგა ირანელებს. მათ ეგრისის ერისთავებისა და სომხების დახმარებით გუთისხევთან ბრძოლაში დაამარცხეს ამაზასპი, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა და იბერიის ტახტზე დასვეს სასანიდი ჰორმიზდაკი, თვით ამაზასპის დისწული, ძე ჰორმიზდ-არდაშირისა და შვილიშვილი შაჰ შაბურ I-სა. როგორც ვიუწყებოდით, ჰორმიზდაკი ქართველებისთვის რევ მართალის სახელით არის ცნობილი.

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა












ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 






















































































