asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ დასახლდნენ მცხეთაში ავაზაკ ბარაბას შთამომავლები
მშვიდობიანი ორმეფობა ქართლში
როგორ დასახლდნენ მცხეთაში ავაზაკ ბარაბას შთამომავლები

2011-10-19 13:01:13



ქართამი და ბარტომი ქართლის (იბერიის) მეფეთა წყვილი გახლდათ ორმეფობის დროს, დაახლოებით ძვ. წ. II საუკუნის 60-იან წლებში. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით, მე-12, ხოლო „მეფეთა ცხოვრების" მიხედვით – მე-11 მეფენი. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ლაკონური ცნობის თანახმად, ქართამის სამეფო რეზიდენცია იყო არმაზში, ბარტომისა კი – მცხეთაში. მათ დროს მოსულან ებრაელები მცხეთაში და დამკვიდრებულან: „და მეფობდა ქარძამ არმაზს და მცხეთას – ბრატმან. და ამათთა ჟამთა ჰურიანი მოვიდეს მცხეთას და დასხდეს“. "მეფეთა ცხოვრების" თანახმად, ქართამი და ბარტომი ადერკის ძენი ყოფილან, რომელთაც სიკვდილის წინ საემფო ორად გაუყო, ქართამი დამჯდარა არმაზში, ხოლო ბარტომი – მცხეთაში: „ხოლო ამას ადერკის ესხნეს ორნი ძენი, რომელთა ერქუა სახელად ერთსა ბარტომ და მეორესა ქართამ. და ამათ განუყო ყოველი ქუეყანა თჳსი: მისცა ქალაქი მცხეთა და ქუეყანა მტკუარსა შიდა ქართლი, მუხნარით კერძი ქალაქი და ყოველი ქართლი მტკუარსა ჩრდილოეთი, ჰერეთითგან ვიდრე თავადმდე ქართლისა და ეგრისისა - ესე ყოველი მისცა ბარტომს ძესა თჳსსა, ხოლო არმაზით კერძი ქალაქი, მტკუარსა სამხრით ქართლი, ხუნანითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, და კლარჯეთი ყოველი მისცა ქართამს ძესა თჳსსა. და მოკუდა ადერკი“. ამ მეფეთა დროს მოსულან ქართლში ვესპასიანეს მიერ იერუსალიმიდან დევნილი ებრაელები და დასახლებულან მცხეთაში. მათ შორის ყოფილან ავაზაკ ბარაბას შთამომავალნი, რომელიც იესო ქრისტეს ჯვარცმისას გაათავისუფლეს ებრაელებმა მაცხოვრის ნაცვლად. ქართამისა და ბარტომის მეფობა მშვიდობიანი ყოფილა. მათ ჰყოლიათ ძეები: ბარტომს – კაოსი, ხოლო ქართამს – ფარსმანი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მცხეთა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online