
იბერიის მეფე დაახლოებით 265-285 წლებში რევი I მართალი გახლდათ. იგი იყო ძე სასანიდი უფლისწულის, ჰორმიზდისა, რომელიც 272 წელს ირანის შაჰიც გახდა - ჰორმიზდ I და დისწული იბერიის მეფის ამაზასპისა. სინამდვილეში მას ჰორმიზდაკი ერქვა. 265 წლისთვის ამაზასპი გადაუდგა ირანელებს. მათ ეგრისის ერისთავებისა და სომხების დახმარებით გუთისხევთან ბრძოლაში დაამარცხეს ამაზასპი, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა და იბერიის ტახტზე დასვეს ჰორმიზდაკი. ამდენად, ჰორმიზდაკი ირანული პოლიტიკის გამტარებელი იყო და იბერიაც ირანის ვასალი გახდა. თუმცა, რევ მართალის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იგი იყო სამართლიანი და გულმოწყალე მმართველი, სხვადასხვა რელიგიათა შემწყნარებელი. სწორედ ამიტომ ქართველმა ხალხმა მას უწოდა მართალი. მის დროს, დაახლოებით 275 წელს, იბერიაში ქრისტიანობის ერთ-ერთი განშტოება - მანიქეველობა - იქადაგა ვინმე მარ-ამომ. რევ მართალს ცოლად ჰყავდა ბერძენი ქალი, სახელად სეფელია. მისგან დარჩა ერთადერთი ძე, მირიანი, რომელმაც შემდეგ საქართველოში ქრისტიანობა შემოიღო.

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა












ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 


































