
გრიგოლ რობაქიძის პირადი ცხოვრების შესახებ ქართველ მკითხველს ბევრი რამ აინტერესებს. ცნობები კი ძალზე მწირია. 1996 წელს მწერლის დისშვილმა როსტომ ლომინაშვილმა გამოსცა კრებული „გრიგოლ რობაქიძე, ჩემთვის სიმართლე ყველაფერია...", რომელშიც დაიბეჭდა აკადემიკოს გიორგი ჯიბლაძის წერილი „სიტყვის ოსტატი და მოაზროვნე". ერთგან იგი წერს: „გრიგოლ რობაქიძის სახელი მე უფრო ადრე გავიგონე, ვიდრე მის რომელიმე ნაწარმოებს წავიკითხავდი. ჩვენი ოჯახის ერთი ნაცნობი ქალის შესახებ ამბობდნენ, რომ ის უყვარდა პოეტ გრიგოლ რობაქიძეს, მაგრამ ცოლად ვერ შეირთო, მატერიალური ხელმოკლეობის გამო, რასაც მძიმედ განიცდისო. ის ქალი - ი.მ. დედაჩემის ახლო მეგობარი იყო, შემდეგ ჩვენი ნათლიაც გახდა. გარდაცვალებამდე მის ოჯახთან ურთიერთობა გვქონდა (მის სახლში ვცხოვრობდით) და სულ მესმოდა, რომ გრიგოლ რობაქიძე ცნობილი მწერალია, გამოჩენილი პოეტი, უცხოეთში სწავლამიღებული, ქუთაისის ხშირი სტუმარი". ვინ არის ი.მ. რომელიც უყვარდა გრიგოლ რობაქიძეს? აზნაურის, ილია სამსონის ძე მაჭავარიანის შეძლებულ ოჯახში ექვსი შვილი გაიზარდა: მიხეილი, ვლადიმერი, ვარლამი, დავითი, ბარბალე, იულია (ნათლობის სახელი - ლუდმილა). იულია დაიბადა 1885 წელს, დაბა პატარა ხონში, დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელი; იცოდა ევროპული ენები, უკრავდა ფორტეპიანოზე, შესანიშნავად მღეროდა. სოფელ ჩხარში, შოთაძეების ოჯახში გაიცნო გრიგოლ რობაქიძე, რომელიც იმთავითვე მოიხიბლა ქალიშვილის გარეგნობით და განათლებით. ახალგაზრდების დაქორწინების კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ იულიას მშობლები: ილია მაჭავარიანი და მარიამ (ცუცია) მესხი: „ტიტეს შვილს ქალს არ მივათხოვებთო". იულია გრიგოლს მშობლებისაგან მალულად ხვდებოდა... იულიასა და გრიგოლის რომანი ქუთაისში გახმაურდა. მშობლებმა ქალიშვილს გრიგოლთან შეხვედრები აუკრძალეს; რომ ვერაფერს გახდნენ, მამიდის - მართა მაჭავარიანი-ჩხეიძის ოჯახში, სოფელ ვარძიაში მოტყუებით ჩაიყვანეს და რამდენიმე თვის განმავლობაში შინაპატიმრობაში ჰყავდათ. ბიძებმა გრიგოლს წერილი მისწერეს, იულიამ თავი მოიკლაო..."

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა












ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 







































































