asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ შემოირიგა შაჰმა ნაწყენი მეფე
მან ლორე ირანის სახანოდ აქცია
როგორ შემოირიგა შაჰმა ნაწყენი მეფე

2011-09-27 13:30:50



გიორგი X, სვიმონ I-ის ძე, ქართლის მეფე 1600-1606 წლებში გახლდათ. გიორგი ჯერ კიდევ ბატონიშვილობის დროს ოსმალთა წინააღმდეგ ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა თავისი სახელოვანი მამის გვერდით. როდესაც სვიმონი ნახიდურთან ოსმალებს შეება, მაშინNგიორგი გორს იცავდა. მამის დატყვევების ამბავი მხოლოდ მეორე დღეს შეიტყო და მტერს დაედევნა, მაგრამ უკვე გვიან იყო. 1600 წელს გიორგი მეფედ ეკურთხა სიონის ტაძარში. ტახტზე ასვლის დღიდან გიორგი მეფემ დაიწყო ზრუნვა დატყვევებული მამის გამოსახსნელად. გიორგის მოციქულებს სულთანმა უზომო გამოსასყიდი მოსთხოვა. გიორგის მეცადინეობით ქართლში შეუკრებიათ დიდძალი ქონება, მათ შორის საკუთრივ სვიმონისა და გიორგის ქონება, აგრეთვე “რაოდენიცა ქართველთA დარბაისელთა ჰქონდათ, ანუ საყდრისა და მონასტრისა იყო” და გაგზავნეს სტამბოლში. სანამ ქართლში გამოსასყიდი განძეულობა შეიკრიბებოდა და სტამბოლამდე ჩაიტანდნენ (ვახუშტის ცნობით, ეს ქონება ჩაუტანია გიორგის ძეს, დავითს), სვიმონი გარდაიცვალა. ჩატანილი ქონებაც ოსმალებმა დაიტოვეს. გიორგი განაგრძობდა ოსმალებთან ბრძოლას. 1601 წელს ოსმალებს მან ლორე გამოსტაცა. ლორეს შემოერთებას ქართლისათვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ იყო, რომ ამ პროვინციის საქართველოს ფარგლებში დასაბრუნებლად ალექსანდრე დიდიდან მოყოლებული, ყველა ქართველი მეფე იბრძოდა. 1603 წელს შაჰ-აბასმა ოსმალეთთან ახალი ომი წამოიწყო. ერევნის ციხის ალყის დროს მან ქართლ-კახეთის მეფეები გიორგი და ალექსანდრე II იხმო. ორივე მეფე ჯარით გამოცხადდა მბრძანებელთან. შაჰის ჯარები ციხეს სამი მხრიდან უტევდნენ, მეოთხე მხარეს კი შაჰმა ქართველები ჩააყენა. “რაჟამს ბრძანა ყაენმან იერიში, მაშინ უმეტესად ყოველთა მოიჭირვეს და გარდავიდდენ გალავნებში და იომეს დიდად, და, სანამდი ყიზილბაშნი შევიდოდეს, ქართველთა აიღეს სიმაგრენი, უჩუენეს ძალი და მოჭირვება ყაენსა და აღიღეს ციხე”. ერევნის ციხის აღების შემდეგ შაჰმა გიორგის, იმ მოტივით, რომ ერთად ებრძოდნენ საერთო მტერს, ლორეს პროვინცია და დებედას ხეობა გამოსთხოვა. გიორგის წყენა ვერ დაუმალავს: “ველოდი ჯილდოდ შენგან სხუასაცა ქალაქსა სამსახურისათვის მამისა ჩუენისა და ჩემისა, და არა მიხუმასა საზღვართა ჩემთასა”. ცბიერმა შაჰმა ნაწყენი ქვეშევრდომის “გულის მოსაგებად” სიუხვე გამოიჩინა: უბოძა გიორგის ხალათი, ძვირფასეულობა, ირანში რამდენიმე სოფელი და 300 თუმანი ჯამაგირი. შაჰმა ლორე ირანის სახანოდ აქცია, დებედას ხეობაში კი ბორჩალუს თურქმანული ტომები ჩამოასახლა. ლორეს დაკარგვა ქართლის სამეფოს დიდი მარცხი იყო. შაჰმა ქართლს “ალაყაფი მოარღვია და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ერთის დაკვრით დაბლა დასცა” (ბერძენიშვილი). 1604 წელს გიორგი მეფე ქართლში დაბრუნდა და თბილისის ციხესა და ახალშენში მდგარი ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო. 1605 წელს გიორგიმ რუსეთში ელჩების გაგზავნაც განიზრახა, მაგრამ ეს ელჩობა ვერ შედგა, წარგზავნილები არაგვის ხეობიდანვე გამობრუნდნენ უკან. 1605 წელს კახეთის უფლისწულმა კონსტანტინემ შაჰის დავალებით საკუთარი მამა და ძმა დახოცა და კახეთის ტახტი დაიჭირა. კახეთში მრისხანე აჯანყება დაიწყო მამისმკვლელი მეფის წინააღმდეგ. აჯანყებას ქეთევან დედოფალი ჩაუდგა სათავეში. აჯანყებულ კახელებს გიორგი მეფემაც მიაშველა ლაშქარი. 1606 წელს მეჯვრისხევს მყოფი გიორგი მეფე მოულოდნელად გარდაიცვალა. ქართლის ტახტზე მისი ძე, ლუარსაბ II ავიდა, რომელსაც შაჰმა მეფობა თბილისში ყოფნისას დაუმტკიცა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online