
პაჩაკუტი კუსკოს სამეფოს მეცხრე საპა ინკა 1438-1472 გახლდათ. კუსკოს სამეფო მან გარდაქმნა უზარმაზარ ინკების იმპერიად – ტაუანტინსუიუდ. ამჟამად ბევრი არქეოლოგი დარწმუნებულია, რომ ინკების დიდებული ქალაქი, მაჩუ-პიქჩუ, სწორედ პაჩაკუტის მმართველობისას აშენდა. კეჩუას ენაზე pachakutiq ითარგმნება, როგორც "ის, ვინც მსოფლიო შეცვალა". მართლაც, მისი მმართველობისას კუსკო პატარა სოფლიდან გადაიზარდა დიდ იმპერიაში და უკან ჩამოიტოვა ჩიმუს კულტურა, რომელიც შემდეგ დაიპყრო და საბოლოოდ სამხრეთ ამერიკის ყველა იმდროინდელი ცივილიზაცია ინკების იმპერიაში მოაქცია. მამამისის სიკვდილის შემდეგ პაჩაკუტი გახდა ინკების იმპერიის ერთპიროვნული მმართველი. ტახტზე ასვლისთანავე მან ენერგიული სამხედრო კამპანიები წამოიწყო და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პატარა კუსკო გარდაქმნა მრავალეროვან იმპერიად. მისი დაპყრობები, რომლებსაც ის ახორციელებდა თავის ვაჟთან, ტახტის მემკვიდრე ტუპაკ იუპანკისთან ერთად, იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ხანდახან პაჩაკუტის "ანდების ნაპოლეონად" მოიხსენიებენ. 1471 წელს, როდესაც პაჩაკუტი გარდაიცვალა, იმპერია გადაჭიმული იყო სამხრეთ ჩილედან ჩრდილოეთ ეკვადორამდე, მოიცავდა რა თანამედროვე პერუს, ბოლივიისა და ნაწილობრივ არგენტინის ტერიტორიებს. პაჩაკუტიმ გაატარა არაერთი რეფორმა, მათ შორის - ადმინისტრაციული. იმპერია დაყო ოთხ პროვინციად (სუიუ), რომელსაც მართავდა აპო. მანვე დაამშვენა და გაალამაზა ქალაქი კუსკო. იგი აქცია იმპერიის ცენტრად. დღეისათვის პაჩაკუტი თანამედროვე პერუს გმირად მიიჩნევა. 2000 წელს, პერუს პრეზიდენტად არჩეულ მეტისს, ალეხანდრო ტოლედოს, ინდიელმა მოსახლეობამ მეტსახელად პაჩაკუტი შეარქვა.
|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა












ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 



