
ლოკე, იგივე ლოკი, სკანდინავიურ მითოლოგიაში ცეცხლის ღმერთია. იგი გიგანტების, ფარგაუტისა და ლაუფეის შვილია. მიუხედავად მისი იოტუნორი წარმოშობისა, ასებმა მაინც დართეს ნება, რომ მას ასგარდში ეცხოვრა თავისი არაჩვეულებრივი გონებისა და ეშმაკობის გამო. ლეგენდის მიხედვით, ლოკეს აქვს ძალა, რომლითაც მას შეუძლია, ნებისმიერი ცხოველის ფორმა მიიღოს და შეიცვალოს სქესიც კი. ნახევარი წლის მანძილზე იგი ცხენად ევლინებოდა სამყაროს. ცხენად ყოფნის პერიოდში მან გააჩინა რვაფეხიანი ულაყი სლეიპნირი, რომელიც ოდინის ერთადერთ ეტალონად იქცა. ლოკეს სამი შვილი - ალი, ვალი და ნარვი - სიგინმა გაუჩინა. მას აგრეთვე სამი შვილი ანგრბოდამ აჩუქა. ესენი არიან ყველაზე შიშისმომგვრელი ქმნილებანი სკანდინავიურ პანთეონში: იორმუნგანდი - ზღვის დიდი გველი; ფენრირი - მგელი-გიგანტი; ჰელი - გარდაცვლილთა სამეფოს ქალღმერთი. მან ბევრი ბოროტება გაუკეთა სხვა ასებს, მაგრამ მათ იგი მაინც სჭირდებოდათ თავისი მრავალი შესაძლებლობის გამო. მის გამო დაიღუპა ღმერთი ბალდარი, რაც სხვა ღმერთების მრისხანების მიზეზი გახდა. ლოკეს ღალატით განრისხებულმა სხვა ღმერთებმა შეიპყრეს იგი, მიწისქვეშეთში, კლდეზე მიაბეს და თავზე შხამიანი გველი დაადეს, რომელიც მის სახეზე შხამს აწვეთებდა. მაგრამ ლოკეს ერთგული ცოლი, სიგინი, გველის შხამს თასს აფარებს, რათა ლოკემ ტკივილი არ განიცადოს. როცა თასი ივსება და სიგინი მის დაცლას ცდილობს, შხამის წვეთები მაინც ეცემა ლოკეს სახეზე და ის ჯოჯოხეთურ ტკივილს განიცდის. გადმოცემით, სწორედ ამ დროს ხდება დედამიწაზე მიწისძვრა.

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა












ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 






































































































