asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კოჭლი მჭედლის შურისძიება
უმამოდ შობილი
კოჭლი მჭედლის შურისძიება

2011-09-22 12:08:44



ჰეფესტოსი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაებაა. ის იყო ზევსისა და ჰერას ძე. ზოგი ვერსიით (ჰესიოდე) უმამოდ შობილა ჰერასგან. ერთი ვერსიით ჰეფესტოსი დაბადებულა კოჭლი და ულამაზო, რისთვისაც ჰერას ოლიმპიდან გადმოუგდია, მაგრამ ქალღმერთ თეტიდას აუტაცებია და 9 წლამდე აღუზრდია. შურისძიების მიზნით ჰეფესტოსს ჰერასთვის გაუგზავნია თავისი გამოჭედილი ოქროს ტახტი, რომელზეც დაბრძანებული ჰერა ვეღარ ადგებოდა, მაგრამ დიონისეს შეურიგებია დედასთან. მეორე ვერსიით, ოლიმპზე დაბრუნების შემდეგ ჰეფესტოსს განრისხებული ზევსისაგან დაუცავს ჰერა, რის გამოც ზევს ჰეფესტოსი ციდან გადმოუგდია, იგი კუნძულ ლემნოსზე დავარდნილა და სამუდამოდ დაკოჭლებულა. ამ ვულკანურ კუნძულზე ჰეფესტოსმა სამჭედლო გამართა და თავისივე შექმნილი ორი მონა ქალის (შეეძლოთ მოძრაობა და ლაპარაკი) დახმარებით ულამაზეს ნივთებს ჭედავდა. ჰომეროსთან მისი სამჭედლო ოლიმპზეა, თავისთვის და ღმერთებისათვის აგებს სპილენძის სასახლეებს. ღმერთებისა და გმირებისათვის ჭედავს იშვიათი სილამაზისა და გამძლეობის იარაღს. აქილევსისა და დიომედესათვის აბჯარი გამოუჭედავს, ზევსისათვის - კვერთხი. ჰეფესტოსს მონაწილეობა მიუღია პრომეთეს მიჯაჭვაში (ესქილეს "მიჯაჭვული პრომეთე"). გვიანდელი ტრადიციით, ჰეფესტოსის სამჭედლო ეტნას მთაზეა და ციკლოპები ეხმარებიან ჭედვაში. "ილიადაში" ჰეფესტოსის ცოლად ქარიტა იხსენიება, "ოდისეაში" - აფროდიტე, ხოლო ჰესიოდესთან - აგლაია. ჰეფესტოსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები - ჰეფესტეია ან ქალკეია - ძირითადად ათენსა და კუნძულ ლესბოსზე იმართებოდა. რომაულ მითოლოგიაში ჰეფესტოსს შეესატყვისებოდა ვულკანუსი. ჰეფესტოსს გამოსახავდნენ ძლიერი, წვეროსანი, ოდნავ კოჭლი მამაკაცის სახით. (დ. ველასკესის (პრადო, 1630), პიეტრო და კორტონას (ბარმერინის სასახლე, რომი, 1633) და სხვათა ნამუშევრები).

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online