asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მშობიარეთა მფარველს ბროწეული უყვარს
ის ჭირვეული და მზაკვარია
მშობიარეთა მფარველს ბროწეული უყვარს

2011-08-20 15:11:03



ჰერა ძველ ბერძნულ მითოლოგიაში კრონოსისა და რეას უფროსი ასული, ზევსის და და ცოლი; უზენაესი ქალღმერთი, ქორწინებისა და მშობიარობის მფარველი, არესის, ჰეფესტოსის, ჰებეს და ელითიას დედა გახლავთ. ჰომეროსთან ეჭვიანი, ჭირვეული, ბუზღუნა და მზაკვარია. დაუნდობლად სდევნის ზევსის რჩეულებს და შვილებს, განსაკუთრებით მტრობს ჰერაკლეს, რისთვისაც იგი ზევსმა დასაჯა კიდეც: შებოჭა ოქროს ჯაჭვებით და ფეხზე მძიმე გრდემლი დაჰკიდა. ჰერას საშველად მისული ღმერთები განრისხებულმა ზევსმა მიწაზე დაანარცხა. ჰერას თაყვანს სცემდნენ მიკენში, კორინთში, სპარტაში, განსაკუთრებით არგოსში, სადაც მისი მთავარი ტაძარი იდგა. ამ ტაძარში იყო აღმართული პოლიკლიტესეული ჰერას განთქმული, გიგანტური, ოქროსა და სპილოს ძვლის ქანდაკება: ტახტზე იჯდა გვირგვინოსანი ჰერა, ცალ ხელში ბროწეული ეჭირა, მეორეში - გუგულის გამოსახულებიანი კვერთხი. ჰერას ატრიბუტებია ბროწეული (ქორწინებისა და სიყვარულის სიმბოლო), ფარშევანგი, ყვავი და გუგული - გაზაფხულის მაცნე (ზევსისა და ჰერას ქორწინების დრო). რომაულ მითოლოგიაში ჰერას შეესატყვისება იუნონა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბროწეული
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online