
მეჰმედ ფაშა I XVII საუკუნის პირველ ნახევარში ქართული წარმომავლობის დიდვეზირი გახლდათ ოსმალეთის სულთნის კარზე. ოსმალეთის იმპერიაში მაღალი სახელმწიფოებრივი თანამდებობის დასაკავებლად მნიშვნელობა არ ჰქონდა პერსონის წარმომავლობას. მაღალი რანგის მოხელედ ინიშნებოდა საკუთარი ნიჭისა და უნარის მიხედვით და არა გვარის სიძველით. ყოფილი სამხედრო ტყვე და სტამბოლის ბაზარზე ნაყიდი ქრისტიანი, რომელსაც მაჰმადის სჯულს აღიარებინებდნენ, შეიძლებოდა გამხდარიყო ვეზირი, იანიჩარ-აღა, კაიმაკამი, შეიხ ულ-ისლამიც კი და ა.შ. ამის შედეგია, რომ მაღალ პორტას ქართული წარმომავლობის 10-ზე მეტი დიდვეზირი ჰყავდა. მათ მუსლიმურ სახელს, როგორც წესი, უძღვის ფესვების მიმანიშნებელი ნისბა _ „გურჯი”. XVII ს-ის პირველ ნახევარში სულთნის კარს ემსახურებოდა ქართული წარმომავლობის მაღალი თანამდებობის ორი პირი გურჯი-მეჰმედის სახელით. ერზერუმში დგას გურჯი მეჰმედ ფაშას მეჩეთი, რომელიც მას აუგია ჰიჯრით 1058 წელს (1648 წ.). ენციკლოპედიაში ისინი ფიქსირებულნი არიან გურჯი მეჰმედ ფაშა I და გურჯი მეჰმედ ფაშა II-ის სახით. გურჯი მეჰმედ ფაშა I - ოსმალეთის დიდვეზირი, მოქნილი დიპლომატიური ნიჭისა და ალღოს მქონე, „არაჩვეულებრივი ჭკუისა და მტკიცე ნების ადამიანი”, მაღალ სახელმწიფოებრივ თანამდებობაზე ოთხი სულთნის აჰმედ I (1603-1617), მუსტაფა I (1617-18), ოსმან II (1617-1622) და მურად IV (1633-40) გვერდით იღვწოდა ოსმალეთის იმპერიის გავრცობისა და გაძლიერებისათვის. გურჯი მეჰმედ ფაშას აღზევება 1604 წლიდან დაიწყო. იგი დაინიშნა სასახლის ხასოდაბაშად (მსახურთუხუცესი). თანამდებობამ იგი სულთნის უახლოეს პირად აქცია. იმავე წელს სულთნის მესამე ვეზირად დაინიშნა, სულ მალე სასახლის კაიმაკამი და მეორე ვეზირი გახდა, რაც დიდვეზირის მოადგილეობას ნიშნავდა. 1622 წელს კი სრული დიდვეზირია. წლების მანძილზე სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობამ მას ქვეყნის მართვის ცოდნა და გამოცდილება შესძინა. იგი შორმსმჭვრეტელი პოლიტიკოსის უნარით წყვეტდა ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებს. მოშლილი ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციების აღსადგენად გადამჭრელი ზომები მიიღო. უპირველესად შეკრიბა მაღალი თანამდებობის პირები და ულემები, მკაცრად განსაჯა ისინი. დაადგინა სულთან ოსმან II-ის მკვლელობის სიმართლე, რასაც ბრალად სდებდნენ მუსტაფა I-ს. სასულთნოს მძიმე ეკონომიკური ვითარების გამოსასწორებლად ფულის კურსიც განამტკიცა. გურჯი მეჰმედ ფაშას სახელს უკავშირდება დონისა და ზაპოროჟიელი კაზაკების თავდასხმების შეჩერება შავ ზღვაში სავაჭრო გემებსა და ოსმალეთის ზღვისპირა ქალაქებზე. მან ორჯერ იხსნა სტამბოლი კაზაკთა რბევისაგან. მისი სრული დიდვეზირობის დროს გახშირდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნების ელჩების სტუმრობა სტამბოლში _ ირანიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან და ა.შ. შეხვედრებს საოცარი დიპლომატიური ხერხებით წარმართავდა და ხელშეკრულებებსაც ოსმალეთის სასარგებლოდ დებდა. პოლონელი ელჩი ზბარჟევსკი წერდა: „საერთო აზრით, იგი არის არაჩვეულებრივი ნიჭის კაცი”. გურჯი მეჰმედ ფაშას ქვეყნისათვის თავდადებამ, სულთნისადმი ერთგულებამ, დიდმა ავტორიტეტმა და სახელმა სხვა დიდმოხელეთა შორის მოშურნეები გაუჩინა. მათი შეგონებით სულთანმა, ბაღდადზე ლაშქრობაში მონაწილეობის არმიღების მიზეზით, სიკვდილით დასაჯა (ჩამოახრჩო) 1626 წელს. ნაიმას მიხედვით იგი დასაფლავებულია ეიუბში, თავის მიერვე აგებულ თურბეში (მავზოლეუმი). სხვა წყაროებით კი იგი გადაასახლეს კუნძულ როდოსზე. მაგრამ 11 წლის მურად IV-ის ტახტზე ასვლისთანავე, სტამბოლში დააბრუნეს და მეორე ვეზირად დანიშნეს. ქვეყანას იგი ვალიდე სულთან ქორემისთან ერთად მართავდა. გურჯი მეჰმედ ფაშა დიდვეზირად დარჩა 1626 წლის 13 ივლისამდე, ანუ გარდაცვალებამდე. ამ მონაცემებს ეყრდნობიან თურქი ისტორიკოსი დანიშმენდი და ქართველი თურქოლოგი მიხეილ სვანიძე.

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა












ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 































































