asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ერისმთავარი, რომელიც არაბთა რისხვას ვერ გადაურჩა
დაბეზღების მსხვერპლი არისტოკრატი
ერისმთავარი, რომელიც არაბთა რისხვას ვერ გადაურჩა

2011-08-17 11:53:03



ნერსე II ქართლის ერისმთავარი, ადარნასე კურაპალატის ძე, VIII საუკუნის II ნახევრის (781 წლამდე) მოღვაწე გახლდათ. VIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში დამძიმდა არაბთა ბატონობა. არაბები განსაკუთრებით მტრობდნენ და დევნიდნენ ერისმთავართა სახლის წარმომადგენლებს, რათა ხალხი უწინამძღოლოდ დარჩენილიყო. ნერსე ერისმთავარი ქართლის უმაღლეს არისტოკრატიას ეკუთვნოდა. იგი ფარნავაზიან-ხოსროიანთა ქართლის უძველესი სამეფო დინასტიის წარმომადგენელი იყო. მის კარზე იზრდებოდა გრიგოლი, მომავალი გრიგოლ ხანძთელი, რომელიც ნერსეს ცოლის ძმისწული ყოფილა. არაბთა დევნას ვერც ნერსე ერისმთავარი გადაურჩა. ანტიარაბული საქმიანობისათვის 772-773 წლებში ხალიფა მანსურმა იგი ბაღდადში გაიწვია და საპყრობილეში ჩასვა. სამი წლის შემდეგ ნერსე ახალმა ხალიფამ მაჰდიმ (775-785 წწ.) გაათავისუფლა და იმავე პატივით ქართლში გამოისტუმრა. ნერსე არც ახალ ხალიფას დაემორჩილა, როგორც იოანე საბანისძე, „აბოს წამების” ავტორი, აღნიშნავს: „კუალად იყო განრისხებაÁ ხელმწიფეთა მათ სარკინოზთაÁ ნერსÁ ერისთავსა ზედა”. ამჯერად ნერსემ ვეღარ შეძლო თავის მართლება და იძულებით სამასკაციანი ამალით ხაზარეთში გადავიდა, სადაც მას სამხედრო დახმარების იმედი ჰქონდა, მაგრამ ხაზარებისაგან რეალური დახმარება ვერ მიიღო. ისინი მას მხოლოდ საზრდოთი და სამოსელით დაეხმარნენ. აღნიშნულმა ვითარებამ ნერსე ერისმთავარი აიძულა, ხაზარეთიდან თავისი ოჯახითა და მხლებლებით გადასულიყო დასავლეთ საქართველოში, რომელსაც მაშინ „აფხაზეთი” ეწოდებოდა აქ ძველი აფხაზთა სამთავროს მმართველი დინასტიის გაბატონების გამო. აქ ყოფნის დროს ნერსემ შეიტყო, რომ არაბებს ქართლის ერისმთავრის თანამდებობაზე დაუნიშნავთ მისი დისწული სტეფანოზი. მან ამირას მოციქულები მიუგზავნა და მისთვის და მისი ხალხისათვის ქართლში უშიშრად დაბრუნების გარანტია სთხოვა. ნერსე არაბებისათვის უკვე საშიში აღარ იყო, ამიტომ ქართლში დააბრუნეს. ჯერ კიდევ ბაღდადში ყოფნისას ნერსეს დაახლოებია არაბი ყმაწვილი, აბო, რომელიც მას ქართლშიც გამოჰყოლია მსახურად. თბილისში აბო გაეცნო ქრისტიანულ სარწმუნოებას და ქრისტიანებსაც დაუახლოვდა. იგი ხაზარეთში გაჰყვა ნერსეს და ქრისტიანობაც მიიღო. თბილისში დაბრუნებული აბო მისმა თანამემამულეებმა თავისი რჯულის უარყოფისა და გაქრისტიანებისათვის ამირასთან დააბეზღეს. ეს ამბავი იოანე საბანისძის თხზულებაშია აღწერილი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online