
დემეტრა ბერძნულ მითოლოგიაში ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველ ღვთაებად არის მიჩნეული. მოგვიანებით მას კანონმდებლობის, ოჯახისა და ქორწინების მფარველის სტატუსიც მიენიჭა. დემეტრა კრონოსისა და რეას მეორე ქალიშვილი გახლავთ. დემეტრას მითში აისახა ძველისძველი წარმოდგენა დედამიწაზე მცენარეულობის პერიოდული კვდომისა და აყვავების შესახებ. დემეტრასა და ზევსის ასული პერსეფონე ზევსისავე ნებართვით მოიტაცა ქვესკნელის ღვთაება ჰადესმა. განრისხებულმა დემეტრამ დედამიწას ნაყოფიერება დაუკარგა. ქვეყანაზე შიმშილმა დაისადგურა და ადამიანები ღმერთებს მსხვერპლს აღარ სწირავდნენ. ზევსმა პერსეფონეს უბრძანა, წელიწადის ორი მესამედი დედამიწაზე - დედასთან გაეტარებინა, დანარჩენი კი - მიცვალებულთა სამეფოში. დემეტრას საკულტო ცენტრი იყო ელევსინი, სადაც იმართებოდა ელევსინის მისტერიები - დემეტრასა და პერსეფონესადმი მიძღვნილი აგრარული დღესასწაულები. დემეტრას კულტი გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთსა და სიცილიაში. ძველი რომაელები დემეტრას კულტს თავიანთ ღვთაება ცერერას კულტთან აიგივებდნენ.

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა












ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 






















































































