asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რატომ უდებდნენ ბერძნები მიცვალებულს ენის ქვეშ მონეტას
ვის უჭირავს სულეთის გასაღები
რატომ უდებდნენ ბერძნები მიცვალებულს ენის ქვეშ მონეტას

2011-08-13 14:47:59



ჰადესი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ქთონური ღვთაება, ქვესკნელის მბრძანებელი, მცენარის ძირთა და წიაღის სიმდიდრეთა უხილავი მეუფეა. იგი კრონოსისა და რეას ძე (ჰესიოდე, თეოგონია), ზევსისა და პოსეიდონის ძმა გახლავთ. ტიტანების დამხობის შემდეგ ძმებმა ძალაუფლება გაიყვეს და ქვესკნელი ჰადესს ერგო. მიცვალებულთა სულების სამეფოს განაგებდა თავის ცოლთან ჰერსეფონესთან ერთად. ჰადესის წმინდა მცენარეებია კვიპაროსი და ნარგიზი. ჰადესს მსხვერპლად შავ ცხვარს სწირავდნენ. მას გამოსახავდნენ ზევსისა და პოსეიდონის მსგავსად, ოღონდ პირქუში სახისას, შუბლზე თმებჩამოყრილს და განიერ სამოსში, ხელში სულეთის გასაღებით და გვერდით ცერბერის გამოსახულებით. მეორე მნიშვნელობით ჰადესი ქვესკნელის, მიცვალებულთა სამყოფელის სახელია. მას ჰყავდა სამთავიანი ძაღლი, რომელსაც გველის კუდი ჰქონდა და კარიბჭეს იცავდა, რომ სულები არ გაქცეულიყვნენ. ჰადესის სამეფოში იყო მდინარე, მლეთე, რომელზეც ნავით ადამიანი და სულები გადაჰყავდა, რისთვისაც გასამრჯელოს ითხოვდა და ამიტომ ბერძნები მიცვალებულებს ენის ქვეშ მონეტას უდებდნენ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მონეტა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online