
ბასილ ჭყონდიდელი სახელმწიფო მოხელე გახლდათ დავით ულუს დროს. მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული დავით ულუ 1262 წელს დასავლეთ საქართველოში აფარებდა თავს. ერთ წელიწადში ულუ მონღოლთა ყაენმა შემოირიგა, მაგრამ თითქმის იმავდროულად სიბაზე დაიბარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მუშაობას მწიგნობართუხუცესი და ვაზირთა უპირველესი ბასილი ჭყონდიდელ-უჯარმელი ხელმძღვანელობდა. დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ იმდროინდელი მმართველობის შესახებ ჟამთააღმწერელი იტყვის: “დიადი ეწყინა სეფეთა ქვეყანათა”, ანუ სამეფო მამული დიდად დაზარალდაო. მემატიანის ეს სიტყვები იმ დროისათვის საეკლესიო წრეებში გაბატონებულ განწყობილებას გამოხატავს, რომლის ნამდვილ მიზეზს ფარდას ხდის 1263 წლის საეკლესიო კრების შინაარსი. მონღოლთა ბატონობა ქვეყანას მძიმე ტვირთი დააწვა. ხალხი ვერ აუდიოდა მონღოლურ გადასახადებს და სამხედრო ბეგარას. გადასახადების გადასახდელად მამულის პატრონები მიწას მონღოლთა ორტაღებთან (ბანკირებთან) აგირავებდნენ, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, გამოხსნას ვერ ახერხებდნენ და კარგავდნენ. ამავე დროს, დაგირავებული მიწა დაუმუშავებული რჩებოდა, ქვეყანა შიმშილობის ზღვარზე იდგა. მიწის დაკარგვას ბევრი ისევ გაყიდვას ამჯობინებდა, მაგრამ, რადგან ფულის მასა ქვეყნიდან გაედინებოდა, მიწებზე ფასი დაეცა. “ოქროი ძვირად იყვის და მიწაი იეფად”, - იუწყება ერთი იმდროინდელი დოკუმენტი. ფეოდალურ საზოგადოებას ხელიდან ეცლებოდა თავისი სიმდიდრის ძირითადი წყარო, მიწა. ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდა ეკლესია, საეკლესიო მიწები თავისუფალი იყო გადასახადებისაგან, რადგან მონღოლები დაპყრობილ ქვეყნებში შემწყნარებლობას იჩენდნენ რელიგიის მსახურთადმი. ასეთი ეკონომიკური განსაცდელის ჟამს ქვეყნის მმართველი ძალა ვალდებული იყო, გამოსავალზე ეფიქრა. შერყეული ეკონომიკური მდგომარეობის შესამსუბუქებლად ვაზირთა უპირველესს, ბასილი უჯარმელ-ჭყონდიდელს, გადაუწყვეტია ქვეყნის ერთადერთი რეზერვის, საეკლესიო მიწების ამოქმედება. ეს იყო მეტად გაბედული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის გეგმა, რომელიც წინასწარ იყო განწირული უმკაცრესი შეფასებისათვის. ბასილი ჭყონდიდელ-უჯარმელმა მთავრობას ეკლესიისათვის სახელმწიფოს მიერ შეწირული მიწები გამოსწირა და უმიწოდ დარჩენილ აზნაურობას დაურიგა. მთავრობის ამ ღონისძიებას მოჰყვა ეკლესიის პროტესტი, რომელიც 1263 წელს გამართულმა საეკლესიო კრებამ გამოხატა. შეშფოთებული საეკლესიო პირები მიწების ჩამორთმევას ყველა დადგენილი წესის ხელყოფად მიიჩნევდნენ და ხელისუფლებისაგან დადგენილების შეჩერებას მოითხოვდნენ. ეკლესია შეჩვენებით, უზიარებლობით, გვირგვინის უკურთხევლობით ემუქრებოდა ყველა იმას, ვინც საეკლესიო მიწას დაეპატრონებოდა. ეკლესიისაგან შეჩვენება მძიმე სასჯელი იყო, რასაც, ჩვეულებრივ, მეფისაგან შერისხვაც უნდა მოჰყოლოდა, რაც შერისხულს მოლაშქრეობას უკრძალავდა. სამეფო ხელისუფლება დათმობაზე არ წავიდა. ეკლესიამაც აღარ შეასრულა თავისი მუქარა, მაგრამ თავისი რისხვა გეგმის ავტორზე გადაიტანა. ივანე ჯავახიშვილის აზრით, ამ ამბებთან უნდა იყოს დაკავშირებული ბასილი ჭყონდიდელის მიმართ წაყენებული ბრალდებები, რომელიც გვიანდელ მატიანეს შემორჩა. მას დაუყარეს ხმები, რომ მეფის მამულების შემოსავლებს პირადად ითვისებდა. ესეც არ აკმარეს და მეფის საწოლის შეურაცხყოფაც დააბრალეს. მალემრწმენმა მეფემ ბასილი გამოუძიებლად და გაუსამართლებლად დასაჯა, “დამოჰკიდეს ძელსა შუა ქალაქსა” (ჟამთააღმწერელი). ბასილი ჭყონდიდელი 1264 წელს გარდაიცვალა.
|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა












ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 



