asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რა მიზნით წავიდა ბიზანტიაში თეოდორე ჭანი
გამჭრიახი და მარჯვე
რა მიზნით წავიდა ბიზანტიაში თეოდორე ჭანი

2011-08-12 13:16:29



VI ს-ის ბიზანტიაში მოღვაწეობდა გამოჩენილი ქართველი მოღვაწე, ბიზანტიის ჯარების სარდალი, თეოდორე ჭანი. მასზე, როგორც გამოჩენილ სარდალზე, ცნობები შემოგვინახა V ს-ის ბიზანტიელმა ისტორიკოსმა აგათია სქოლასტიკოსმა. ცნობილი არ არის მისი გვარი. ვიცით, რომ ის იყო ჭანი (ლაზი), წარჩინებული დასავლეთ საქართველოდან, რომელიც, არ ვიცით, რამ მოახვედრა და რა მიზნით წავიდა ბიზანტიის იმპერიაში. ბიზანტიელი ისტორიკოსი მის გამჭრიახობასა და სიმარჯვეს აღნიშნავს. აგათია სქოლასტიკოსის თქმით, "თეოდორე ჭანი იყო რაზმის უფროსებს შორის ერთი წარჩინებულთაგანი, ყოველ საქმიანობაში გამჭრიახი და მარჯვე". სწორედ ამ თვისებების გამო თეოდორე ჭანს გამორჩეული ადგილი ეჭირა ბიზანტიელთა სამხედრო მეთაურებს შორის. აგათიას სიტყვებით, თეოდორე ჭანი იყო "ჭანების თვისტომი, რომელსაც სამხედრო მეთაურებს შორის პირველი ადგილი ეჭირა". ბიზანტიელი ისტორიკოსები ასე ადვილად არ აქებენ ვინმეს, მით უმეტეს - არაბიზანტიელს. სამწუხაროდ, სხვა ცნობები თეოდორე ჭანის შესახებ არ მოგვეპოვება. აგათია სქოლასტიკოსი აღნიშნავს, რომ მან "მრავალი დავალება კარგად შეასრულა".

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სარდალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online