
მეფე ფარსმან I-ის უფროსი ვაჟი, რადამისტი, გახლდათ იბერიელი უფლისწული, სომხეთის მეფე 51-54 და 56-59 წლებში. ახალი წელთაღრიცხვის 51 წელს რადამისტმა მამის ბრძანებით ილაშქრა სომხეთში, ჯერ დაამარცხა, შემდეგ ღალატით მოკლა ბიძამისი — სომხეთის მეფე მითრიდატე, ფარსმან I-ის ძმა და სომხეთში თვითონ გამეფდა. 52 წელს ფარსმანმა და რადამისტმა რომაელ სარდალ იულიუს პელიგნუსთან შეთანხმებას მიაღწიეს და სომხეთზე ბატონობა განიმტკიცეს. რადამისტი სასტიკი მმართველი იყო, რის გამოც სომხები მას აუჯანყდნენ. რადამისტს სომხეთიდან გაქცევა მოუხდა.
რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი გადმოგვცემს, რომ რადამისტის ცოლი ზენობია ფეხმძიმედ ყოფილა და ცხენზე ჯდომა უჭირდა. როდესაც საშიშროება შეიქმნა, რომ მდევარნი მათ შეიპყრობდნენ, რადამისტმა ხანჯლით განგმირა ცოლი და მდინარე არაქსში გადააგდო, თვითონ კი ქართლში დაბრუნდა. რადამისტის გაძევების შემდეგ სომხეთში პართიის (სპარსეთის) მეფის ძმა ტირიდატე ანუ თრდატ I (63-80) გამეფდა. ამით სომხეთში დაიწყო ახალი, სპარსულ-არშაკიდული დინასტიის მეფობა, ფორმალურად კი ქვეყანა რომის იმპერიის ვასალად გამოცხადდა. მოვლენების ასეთი განვითარება პართიელთა წარმატებასა და რომის უკანდახევას ნიშნავდა. ეს საქართველოს პოზიციების შესუსტება იყო. პართიელებმა ასევე გადაიბირეს აქამდე იბერიის გავლენის ქვეშ მყოფი ალბანეთის სამეფო. ასეთი სამარცხვინო პოლიტიკური მარცხის გამო ფარსმან I-მა რადამისტი სიკვდილით დასაჯა.
რადამისტს ზენობიასგან ერთი შვილი, მირდატი, დარჩა. რადამისტს პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი „ანალთა” მე-12 წიგნში ახსენებს.

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა











ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 






































































































