asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვინ აღმართა აინინა და დანანა
ბედნიერი მეფე
ვინ აღმართა აინინა და დანანა

2011-08-05 14:04:54



„მოქცევაჲ ქართლისაჲს“ თანახმად, საურმაგი ქართლის (იბერიის) მესამე მეფე გახლდათ, „მეფეთა ცხოვრების" თანახმად – მეორე; იგი ფარნავაზიანთა დინასტიის დამფუძნებლის, ფარნავაზ I-ის ვაჟი და ტახტის მემკვიდრე იყო და მეფობდა დაახ. ძვ. წ. 240 წლიდან. საურმაგის შესახებ „მოქცევაჲ ქართლისაჲ" მოგვითხრობს, რომ მან აღმართა გზის პირას აინინას კერპი და დაიწყო არმაზის შენება. საურმაგის შესახებ შედარებით ვრცელ ცნობებს გვაწვდის „მეფეთა ცხოვრება" , რომელშიც ვკითხულობთ, რომ მის წინააღმდეგ ქართლის ერისთავებს შეთქმულება მოუწყვიათ და საურმაგის მოკვლა გადაუწყვეტიათ. თუმცა საურმაგს შეუტყვია შეთქმულების შესახებ და დედულეთში, დურძუკეთს გადახვეწილა (თანამედროვე ვაინახთა მხარე). დურძუკთა და ოსთა დახმარებით საურმაგმა შეძლო შეთქმულების ჩახშობა და დიდგვაროვანთა ახალი კლასი ჩამოაყალიბა, რომლებიც პირდაპირ მეფეს ექვემდებარებოდნენ. ამავე წყაროს თანახმად, საურმაგს მცხეთის გზაზე აღუმართავს ორი კერპი – აინინა და დანანა. მას მიეწერება ჩრდილო კავკასიიდან კავკასიელ ტომთა გადმოსახლება საქართველოს მთიანეთში. მის დროს ქართლის სამეფო სელევკიდების ვასალი იყო. საურმაგს ცოლად მოუყვანია სპარსი ქალი, ბარდაველი ერისთავის ასული, რომელთანაც ჰყოლია ორი ქალიშვილი. ამის გამო სპარსეთიდან უშვილებია თავისი ცოლის ნათესავი (დედის დისწული), სახელად მირვანი, ნებროთიანი. მისთვის მიუთხოვებია ერთი ასული, აგრეთვე მიუცია ქალაქი გაჩიანი და სამშვილდის საერისთავო. მეორე ასული მიუთხოვებია ეგრისის ერისთავ ქუჯის ძის, თავისი მამის დისწულისთვის. მემატიანის თქმით, საურმაგს მრავალი წელი ბედნიერად უმეფია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online