
ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, პოსეიდონი ზღვის ღმერთია. იგი კრონოსის და რეას ვაჟი, ზევსის, ჰადესის, ჰერას, დემეტრას და ჰესტიას ძმა და ამფიტრიტეს ქმარი გახლდათ. პოსეიდონის შვილებად ითვლება ზღვის რამდენიმე ურჩხული და გმირი: ტრიტონი, ამიკოსი, ანტეოსი, სკირიონი, პოლიფემოსი და სხვა. მითების მიხედვით პოსეიდონი და ამფიტრიტე ზღვის ფსკერზე ცხოვრობდნენ. მათ ემორჩილებოდა ზღვის ყველა არსება. სამკბილას დარტყმით პოსეიდონი ხვრეტდა კლდეებს და წარმოშობდა ქარბუქებს. მითების მიხედვით აპოლონთან ერთად პოსეიდონმა ააშენა ტროას კედლები. ძუნწ ლაომედონტზე გაჯავრებულმა მის სამეფოს ურჩხული მიუგზავნა, რომელიც შემდგომში ჰერაკლემ მოკლა. პოსეიდონი ედავებოდა ათენასატიკის მმართველობაზე. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა პოსეიდონსა და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა, ათენამ კი მიწაში ხმალი ჩაასო და ზეთისხილად აქცია. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთისხილი კი ატიკელებს სიმდიდრესა და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. პოსეიდონი გამუდმებით დევნიდა გმირ ოდისევსს თავისი შვილის – პოლიფემოსის დაბრმავების გამო. პოსეიდონი ითვლებოდა ცხენების მფარველ ღვთაებად. მის პატივსაცემად იმართებოდა ჯირითები. სიტყვა პოსეიდონი "მიწის მეუღლეს" ნიშნავს. პოსეიდონის ეპითეტები ენოსიგეი (მიწის მრყეველი) და გეოხი (მიწის მპყრობელი) გვაფიქრებს, რომ იგი თავდაპირველად იყო მიწის და არა ზღვის ღვთაება. პოსეიდონი განაგებდა მიწის ნაყოფიერებას და თავიდანვე მიწის ნესტის ღვთაებად ითვლებოდა. ოლიმპიური რელიგიის ჩამოყალიბების შემდეგ პოსეიდონს მხოლოდ ზღვებისა და საერთოდ წყლის სტიქიის მბრძანებლობა არგუნეს და ამის შემდეგ მან დაჩრდილა ზღვის სხვა ღვთაებები. მიუხედავად იმისა, რომ ზევსი პოსეიდონზე ძლევამოსილი ღთაებაა, პოსეიდონი მას ხშირ შემთხვევაში მაინც არ ემორჩილება. ერთხელ ჰერასა და ათენასთან ერთად იგი ზევსის წინააღმდეგ აჯანყდა კიდეც. პოსეიდონის კულტი ძირითადად გავრცელებული იყო მცირე აზიის იონურ მოსახლეობაში და კუნძულებზე. იქ იგი იონელთა ტომის საკუთარ ღმერთადაც ითვლებოდა. მატერიკულ საბერძნეთში პოსეიდონის ტაძრებს ძირითადად კონცხებზე აგებდნენ. ცხენის გარდა, პოსეიდონის წმინდა ცხოველებად ითვლებოდნენ დელფინი და ხარი. ხეებიდან მას ნაძვი მიუძღვნეს. რომში პოსეიდონის კულტი ნეპტუნის კულტს შეერწყა.
|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა











ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 



