
ბაგრატ III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ვაჟი, 12 წლის გიორგი. ახალგაზრდა მეფეს მაშინვე განუდგა ჰერეთ-კახეთი _ განდევნეს მეფის ერისთავები და კვლავ აღიდგინეს ძველი უფლებები. XI საუკუნის დასაწყისიდან ბიზანტიის დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისადმი არსებითად შეიცვალა. თუ არაბთა ბატონობის ხანაში ბიზანტიისათვის საქართველოსა და სომხეთის გაძლიერება სასურველიც კი იყო და მათ მფარველობას უწევდა, არაბთა დასუსტების შემდეგ ბიზანტია ყოველნაირად ხელს უშლის მათ გაერთიანებას. მას აღარ აკმაყოფილებს ქართველ მეფეთა ფორმალური მორჩილება და ცდილობს, ფაქტობრივად განიმტკიცოს პოზიციები. ამ მიზნით ხელს უწყობს ადგილობრივ ფეოდალთა სეპარატიზმს. XI საუკუნის დასაწყისში, დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ, ბასილი II-მ დაიკავა იმიერ (სამხრეთი) ტაო, ის მიწა-წყალი, რომელიც დავით კურაპალატისათვის პირობით ჰქონდა ნაბოძები და იქ იბერიის თემი შექმნა, რომელსაც განაგებდა ბიზანტიის მოხელე კატაბანი. ამ ტერიტორიას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსა და სომხეთის უსაფრთხოებისათვის. მისი გადასვლა მტრულად განწყობილი ბიზანტიის ხელში საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ჭიშკარს ურღვევდა. 1014-1018 წლებში ბასილი კეისარი ბულგარეთის დაპყრობით იყო დაკავებული. სწორედ ამ პერიოდში საქართველოს მეფე გიორგი I ლაშქრობს იმიერ ტაოში და იკავებს ბიზანტიელთაგან დაჭერილ ციხე-სიმაგრეებს. იაჰია ანტიოქელის ცნობით, საქართველო საგულდაგულოდ ემზადებოდა ბიზანტიასთან მოსალოდნელი ომისათვის. მას მოლაპარაკებები დაუწყია ეგვიპტის ხალიფა ალ-ჰაქიმთან. მათი ერთობლივი გეგმის თანახმად, მოკავშირეებს ერთდროულად უნდა შეეტიათ ბიზანტიისათვის ორი სხვადასხვა მხრიდან. დაასრულა თუ არა ბასილი კეისარმა ბულგარეთის ომი, საქართველოსთვის მოიცალა. მან გიორგის ტაოს ციხე-სიმაგრეების დაცლა მოსთხოვა, რაზედაც გიორგის უარი განუცხადებია. ბიზანტიელებს საქართველო-ეგვიპტის ფარული კავშირიც შეუტყვიათ და მათი გეგმის ჩაშლა განუზრახავთ _ ბასილი II ვითომ ანტიოქიაში საომრად გაემზადა, სინამდვილეში კი საქართველოსკენ გამოემართა. ეს მომხდარა გიორგის მეფობიდან მეშვიდე წელს (1021 წელს). თვით კეისარი ბასილი უძღოდა ბიზანტიელთა ლაშქარს. საქართველო ამ ომისათვის არ იყო სათანადოდ მომზადებული. “მატიანე ქართლისას” ცნობით, ბასიანთან დაბანაკებული მოწინააღმდეგენი რამდენიმე დღე ზვერავდნენ ერთმანეთს. ბიზანტიელთა ჯარის მრავალრიცხოვნებამ გიორგი აიძულა, უკან დაეხია. იგი გაბრუნდა და მტრისათვის ხელის შეშლის მიზნით დაწვა ოლთისი, შემდეგ ჩავიდა კოლას. ბიზანტიელები უკან მიჰყვნენ. სოფელ შირიმნთან მოწინააღმდეგეები შეებნენ ერთმანეთს. ქართველებმა აქ, პირისპირ ბრძოლაში, გაიმარჯვება მოიპოვეს, მაგრამ გაუფრთხილებლობით უკან დაბრუნდნენ იმ დროს, როცა ბიზანტიელთა დამარცხებული ჯარი სამცხის სიღრმეში შევიდა, გზადაგზა კოლა-არტაანი და ჯავახეთი ააოხრეს. ამასობაში გიორგი მეფეს ჰერ-კახნი მიეშველნენ („მატიანე ქართლისაი“), მაგრამ ამჯერად ბასილი კეისარი ბრძოლას მოერიდა, გაცლა ამჯობინა და ნგრევა-რბევით გაბრუნდა და ქალდეაში (ტრაპიზონის მახლობლად) დაიბანაკა. ბასილიმ საზავო მოლაპარაკება დაიწყო, მაგრამ გიორგი მოლაპარაკებას აჭიანურებდა, რადგან ბრძოლის განახლება ჰქონდა გუმანში. ამ დროს ბასილის აუჯანყდნენ სარდლები _ ქსიფე და ფოკა. ბიზანტიელი ისტორიკოსის მოწმობით (გიორგი კედრენე), ამ შეთქმულებაში ფარულად გიორგი მეფეც მონაწილეობდა. იმპერატორმა საქართველოს საქმეებს თავი ანება და აჯანყების ჩახშობას შეუდგა. ამასობაში გიორგი ისევ შეუდგა საომარ სამზადისს, მაგრამ იმპერატორმა სძლია აჯანყებულებს და ფოკას მოკვეთილი თავი გიორგის გამოუგზავნა, რითაც მიანიშნა, რომ იცოდა მისი განზრახვის შესახებ. ამჯერად ბასილი კეისარმა უფრო ძლიერ შემოუტია საქართველოს. ბასიანთან ბრძოლაში ქართველები სასტიკად დამარცხდნენ. მხარეებს შორის ზავი 1023 წელს დაიდო. ამჯერად გიორგი იძულებული იყო, დაეთმო არათუ სადავო მიწები, არამედ ბიზანტიელთაგან ახლად დაპყრობილი ციხეები ბასიანში, კოლა-არტაანსა და ჯავახეთში. გარდა ამისა, ბასილიმ გიორგის მძევლად მოსთხოვა 3 წლის ბაგრატი (მომავალი ბაგრატ IV), რომელიც დათქმული პირობით, 2 წლის შემდეგ უკან უნდა გამოეშვათ. 1025 წელს ბასილი II გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი ძმა კონსტანტინე (1025-1028). კონსტანტინეს ტახტზე ასვლისთანავე ერთ-ერთი სომხური ოლქის ბიზანტიელ მმართველს, ნიკიფორე კომნენოსს, მოუწყვია შეთქმულება, რომელშიც ჩაბმული ყოფილა გიორგი მეფეც (არისტაკეს ლასტივერტეცი). ამ შეთქმულების გამჟღავნების გამო კონსტანტინემ გაამკაცრა საქართველოს მიმართ პოლიტიკა. ბაგრატ უფლისწულის საქართველოში დაბრუნებისთანავე მან ჯარი გამოაგზავნა, რომელმაც ხელახლა ააოხრა ტაო.
|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა











ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 



