
ქარელის რაიონში, მდინარე ფრონეს მარჯვენა ნაპირას, დგას მცირე ზომის ციხე-დარბაზი. მის სამხრეთის კედელზე მოთავსებული იყო მარმარილოს ქვაზე ამოკვეთილი მხედრული წარწერა, რომელიც ლექსად ყოფილა დაწერილი. წარწერიდან ვიგებთ, რომ კომპლექსი აუგია ვინმე ზაალ მახვილაძეს, რომელსაც გადაურეკია ოსები და მათ მიერ გაპარტახებული სოფლები მოუშენებია. წარწერიდან ისიც ირკვევა, რომ ამ ნაგებობის წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზი სოფლელთათვის თავშესაფრის აგებაც უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ზაალის მემკვიდრეებს ეს არ შეუსრულებიათ. შემორჩენილია ერეკლე მეფის ერთი ბრძანება სოფელ აბისის მფლობელ გლახა მახვილაძის მიმართ, რომელსაც მტრის შემოსევის დროს საკუთარ ციხე-დარბაზში არ შეუშვია სოფლელები. დაზარალებულებს მეფესთან უჩივლიათ. მახვილაძის ასეთი მოქმედებით განრისხებული ერეკლე ბრძანებს: „ჩვენი ბრძანება არის, მახვილაძევ გლახავ, მერე ეს აბისელები ვინცავინ დღეს მანდ სახლობენ, როდესაც მაგ შენს ციხეში დასახიზნავად მოვიდნენ და არ შეუშვი, ფიცითა გწერთ, რომ მაგ ციხეს ძირიდამ გადმოგიბრუნებთ, ასე იცოდე, თუ რომ არ შეუშვი“. ცნობილი არაა, როდის გამოვიდა მწყობრიდან ეს სიმაგრე. ეტყობა, იგი თავისი ფუნქციის დაკარგვის შემდეგ, XIX საუკუნეში უნდა იყოს დაზიანებული. ციხე-დარბაზი სამი ნაწილისაგან შედგება. ცენტრი უკავია კოშკურ ნაგებობას, რომელსაც საცხოვრებელი დანიშნულებაც ჰქონია და საბრძოლოც. ეტყობა, აგებისთანავე ცხადი გამხდარა, რომ საჭირო იყო კიდევ დამატებითი ნაგებობანი. ამიტომაც დაუმატებიათ მოზრდილი ნაგებობა, სამხრეთის მხარეს კი ეკლესია აუშენებიათ. ცენტრალური კოშკური შენობა არა ნაკლებ სამი სართულისა ყოფილა. გეგმით იგი კვადრატს უახლოვდება. კუთხეებში მცირე ზომის ცილინდრული კოშკებია, რომელთაც მხოლოდ დაცვისათვის იყენებდნენ. პირველი სართული დამხმარე იქნებოდა. მეორე სართულს ყველა ელემენტი აქვს საცხოვრებლად და თავდასაცავად. ჩრდილოეთით დამატებით მიშენებული ნაგებობაც სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. პირველი და მეორე სართულის კედლებში სარკმელები და ბუხრებია განლაგებული. მესამე სართულის კედლებიდან მცირე ფრაგმენტებიღაა დარჩენილი. ეკლესია მცირე ზომისაა. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. იქვე, მარცხნივ, კედელში მოწყობილია კიბე, რომელიც კოშკის მეორე სართულზე ადის. ჩრდილოეთის გარდა, ეკლესიას ყოველ მხარეს თითო ფანჯარა აქვს. ორივე ეს შენობა ნაგებია რიყის ქვით, წესიერი წყობით.
|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა











ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 




