
გონიოს ციხე აფსაროსი ისტორიული ციხესიმაგრეა, რომელიც მდებარეობს აჭარაში, სოფელ გონიოში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხის შესართავთან. უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს (ახ. წ. I ს.). ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილია აფსარუნტის სახელით. გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომ დროინდელი სახელწოდებაა. II საუკუნეში აქ რომაელთა ხუთი კოჰორტა იდგა. ამ პერიოდში იგი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი (იპოდრომი და სხვა ნაგებობანი) ციხე-ქალაქი ყოფილა. საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები (გენუა და სხვა) დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი. 1547 წელს გონიოს ციხე ოსმალებმა დაიკავეს და მათ მფლობელობაში იყო 1878 წლამდე, როცა სან-სტეფანოს ზავით აჭარასთან ერთად რუსეთის იმპერიას გადაეცა. ციხე გეგმით დიდი ზომის სწორკუთხედია (195 × 245 მ). ყოველ მხარეს თითო ჭიშკარი აქვს, გალავანი 18 კოშკითაა გამაგრებული. კუთხის კოშკები უფრო დიდია. გონიოს ციხე ქვითაა ნაგები. შეინიშნება რამდენიმე სამშენებლო ფენა. პირველი ფენა (III-V სს.) გამოირჩევა კარგი დამუშავებითა და წყობით, მეორე ფენის კოშკებიანი კედლები (VI-VII სს.) შედარებით ნაკლები ხარისხისაა, მესამე ფენა კი იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც ციხე ოსმალებს ეჭირათ (XVI ს.).

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა











ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 






































































































