asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რატომ "გაუწყრა" აშოტ კურაპალატს არაბი ამირა
ის ერის სულიერ ცხოვრებაზე ზრუნავდა
რატომ "გაუწყრა" აშოტ კურაპალატს არაბი ამირა

2011-07-21 11:23:57



აშოტ I ტაო-კლარჯეთის სამთავროს, იმავე “ქართველთა საკურაპალატოს” ფუძემდებელია. დინასტიურად აშოტი ბაგრატიონთა კლარჯულ შტოს ეკუთვნოდა. უკანასკნელ ხანს სინას მთაზე ახლად მიკვლეულმა ქართული ხელნაწერის მინაწერებმა დოკუმენტურად დაადასტურა აშოტის უშუალო წინაპრების წარმომავლობა კლარჯული შტოდან. სწორედ ამ შტოს წარმომადგენლებმა VI-VIII საუკუნეების განმავლობაში ვახტანგ გორგასლის შთამომავლებთან არაერთგზისი ქორწინებითი კავშირების შედეგად ძველი სამეფო დინასტიის მემკვიდრეობა და, როცა შესაბამისი პოლიტიკური პირობები გაჩნდა, “ქართველთა მეფის” ტიტული მიიღეს. VIII საუკუნის მიწურულს და IX საუკუნის დასაწყისში აშოტი ქართლის ერისმთავარია და არაბი ამირას, ალი შუაბის ძის სამსახურში იმყოფება, მაგრამ არაბთა ხელისუფლებასთან აშოტის თანამშრომლობა არ გამოდგა ხანგრძლივი. ქართლის ერისმთავარი ქართლის ცენტრალურ ნაწილებზე ცდილობს თავისი ხელისუფლების გავრცელებას, რის გამოც არაბი ამირას “წყრომას” იმსახურებს. IX საუკუნის დასაწყისში იგი იძულებული გახდა, ქართლი დაეტოვებინა და დაბრუნებულიყო კლარჯეთში, თავის სამკვიდრო მამულში. აქ იგი “ნებითა ბერძენთა მეფისა” კურაპალატობას იღებს და სამთავროს ტერიტორიის შემომტკიცებას იწყებს. აშოტის აქ ჩასვლის დროისათვის ტაო-კლარჯეთის მხარე მურვან ყრუს შემოსევისაგან გავერანებული იყო, მოსახლეობა შეთხელებული ქალაქებსა და სოფლებში. აშოტმა რეზიდენციად არტანუჯი აიჩია, აქ აღადგინა ციხე და მის “ქუეშეთ” ქალაქი ააშენა. აქვე ააგო კარის ეკლესია და გაიჩინა სამარხი. აშოტისა და მისი მემკვიდრეების დროს არტანუჯი კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში ძლიერ და სახელგანთქმულ ქალაქად იქცა. აქ გადიოდა სავაჭრო გზა საქართველოდან ბიზანტიაში: სამშვილდე-ფარავანი, ბიზანტიის მფარველობით აშოტი “გახელმწიფდა” მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოზე. ამიერიდან ქართული სამეფო-სამთავროების პოლიტიკურ ცხოვრებაში ტაო-კლარჯეთი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა. ტაო-კლარჯეთის პოლიტიკურ გაძლიერებასა და ეკონომიკურ აღმავლობას თან სდევდა საეკლესიო ცხოვრების აღორძინება ბერმონაზვნური მოძრაობის სახით, რომელსაც სათავეში აშოტის უფროსი თანამედროვე, გრიგოლ ხანძთელი ედგა. ამ ორი დიდი მოღვაწის თანამშრომლობით ტაო-კლარჯეთში არაერთი მონასტერი და ეკლესია აშენდა, რომლებიც მთელი საქართველოდან იზიდავდნენ სულიერი ცხოვრების გზაზე შემდგართ და მალე ქართული მწიგნობრობისა და განათლების განთქმულ კერებად გადაიქცნენ. VIII საუკუნიდან მოყოლებული, ვიდრე ბაგრატ III-მდე საქართველოს ტერიტორია ოთხ მფლობელს ეჭირა: თბილისი, მისი მიდამოებითა და ქართლის სამხრეთი ნაწილი, დღევანდელი ქვემო ქართლი, არაბი ამირას კუთვნილება იყო. საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი კახთა მთავარს ეპყრა, დასავლეთი საქართველოს ჩრდილოეთი მხარე აფხაზთა მეფეს ეკუთვნოდა, სამხრეთი კი, IX საუკუნის დასაწყისიდან, აშოტ კურაპალატსა და მის შთამომავლებს. სამთავროთა ურთიერბრძოლის სამიზნე შიდა ქართლი იყო. IX საუკუნის დასაწყისში კახეთის მთავარმა გრიგოლმა ქართლის ერთი ნაწილი, ქსნის ხეობა და მის დასავლეთით მდებარე დანარჩენი შიდა ქართლი დაიპყრო. გრიგოლის საბრძანებლის ასეთი გაფართოება ეწინააღმდეგებოდა აშოტ კურაპალატის და მისი მაშინდელი მოკავშირის, აფხაზთა მეფის თეოდოსის (791-818 წწ.) ინტერესებს. 826 წლის დასაწყისში, როდესაც აშოტი არაბთა წინააღმდეგ ერთ-ერთი ბრძოლისათვის ემზადებოდა, იგი ვერაგულად მოკლეს (“მატიანე ქართლისაის” მიხედვით, გარდაბანს, სუმბატ დავითის ძის მიხედვით, ნიგალის ხევში). მოკლული კურაპალატის მცირეწლოვანი შვილები სარკინოზებმა იმდენად შეავიწროვეს, რომ არათუ ქართლი წაართვეს, შავშეთ-კლარჯეთიც დაისაკუთრეს. საბოლოოდ აშოტის სამივე შვილს იმდენად შეუმცირდა სამფლობელო, რომ მათ “ხოლო არტანუჯით გამოღმართ დაიპყრეს... ნაქონები იგი მამისა მათისა”. როცა აშოტის შვილები წამოიზარდნენ, ბიზანტიის კეისარმა შუათანა ძმას ბაგრატს კურაპალატობა უწყალობა. ხოლო მისმა ძმებმა ძმობისა სიყუარულითა” შემდეგში თანდათანობით დაიბრუნეს მამის სამფლობელო. აშოტ ბაგრატიონმა საკმაოდ ძლიერი და ვრცელი სამთავრო შექმნა. მას დიდად აფასებდნენ მისი მემკვიდრეები და ანგარიშს უწევდნენ მისი თანამედროვე თუ უცხოელი სახელმწიფო მოღვაწეები. აშოტის შთამომავლებს შორის სამთავრო ორ უმთავრეს შტოს შორის განაწილდა: “კლარჯნი ხელმწიფენი” და და “ტაოელნი მეფენი”.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online