asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რით განარისხა წათემ ირანის შაჰი
ეგრისის მეფის გაქრისტიანების ამბავი
რით განარისხა წათემ ირანის შაჰი

2011-07-18 12:06:34



523 წელს ქართლში გურგენ მეფის ხელმძღვანელობით ირანელთა წინააღმდეგ აჯანყებამ იფეთქა. აჯანყების ჩასაქრობად ქართლში ირანელთა იმდენად დიდი ჯარი შემოვიდა, რომ გურგენი ოჯახითა და თავისი მომხრე დიდებულებით ეგრისში გადავიდა. ისტორიკოსთა ვარაუდით, სწორედ ქართლის ამ მოვლენებთან არის დაკავშირებული ეგრისის მეფის, წათეს საქციელი: 523 წელს წათე “გადაუდგა სპარსელთა სამეფოს, როდესაც იქ მეფობდა კავადი, რომელსაც წათე იმდენად უყვარდა, რომ ის ლაზთა მეფედ დააყენა. წათე მივიდა ბიზანტიაში იუსტინესთან და სთხოვა მეფეს, რათა მას გაექრისტიანებინა ის და მასვე ეკურთხებინა ის ლაზთა მეფედ. მეფემ სიხარულით მიიღო ის, მონათლა და შვილად გამოაცხადა. წათემ შეირთო რომაელი ქალი, პატრიკიოს და აპოკუროპალატ ნომოსის შვილიშვილი, სახელად ვალერიანე, რომელიც წაიყვანა საკუთარ ქვეყანაში, როდესაც იუსტინეს მიერ ლაზთა მეფედ იქნა ნაკურთხი (თეოფანე ჟამთააღმწერელი, პასქალური ქრონიკა). ამ ცნობათა საფუძველზე წათე პირველ ქრისტიან ლაზ მეფედ მიაჩნია ზოგიერთ მკვლევარს. მაგრამ ასეთ დასკვნას აბათილებს VI საუკუნის ავტორი, იოანე მალალა. წათეს გაქრისტიანების ამბავს შემდეგნაირად გადმოსცემს: “...ლაზთა ეს მეფე გადავიდა წარმართთა (ელინთა) სარწმუნოებაზე, რადგან ეშინოდა, ვაითუ სპარსელთა მეფემ კოადმა მეფედ არ დამნიშნოსო, მსხვერპლსაც სწირავდა და ყოველგვარ სპარსულ წესს ასრულებდა, ხოლო როდესაც გარდაიცვალა მისი მამა დამნაზე, მაშინვე მივიდა იუსტინე მეფესთან ბიზანტიონში, გამოაცხადა თავი მის მორჩილად და სთხოვა, ლაზთა მეფედ მაკურთხეო. მეფემ მიიღო ის და აკურთხა...” როგორც ჩანს, წათე თავადპირველად ქრისტიანი ყოფილა და, ირანელთაგან ტახტი რომ მიეღო, წარმართულ და არა ირანულ სარწმუნოებაზე გადასულა შემდეგ, როდესაც წათეს ისევ ბიზანტიელთა ქვეშევრდომობა აურჩევია, ისევ ქრისტიანობას დაბრუნებია (ნ. ლომოური). წათეს გაქრისტიანებას ირანის შაჰის რისხვა გამოუწვევია. 528 წელს სპარსელთა დამსჯელი ჯარი ეგრისში შეიჭრა. წათეს ამჯერად ბიზანტიელებმა რეალური დახმარება გაუწიეს - ეგრისელებმა ბერძნების სამხედრო ძალის დახმარებით ირანელები ქვეყნიდან განდევნეს. 532 წელს ირანსა და ბიზანტიას შორის დაიდო ე.წ. უვადო ზავი, რომლის შედეგად მხარეებმა დაპყრობილი ტერიტორიები ერთმანეთს დაუბრუნეს. ეგრისისათვის ამ ზავმა ის ნაყოფი გამოიღო, რომ სკანდისა და შორაპნის ციხეებში ბიზანტიელებმა თავიანთი რაზმები ჩააყენეს, გაამაგრეს ეგრისის დედაქალაქი ციხე-გოჯი და ზღვის სანაპიროზე ააშენეს ციხესიმაგრე პეტრა (ციხისძირი), რომელიც ბიზანტიელთა ჯარების სარდლის (სტრატეგოსის) რეზიდენციად იქცა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: შაჰი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online