
თორნიკე ერისთავი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე, ბერად აღკვეცის შემდეგ იოანე-თორნიკედ წოდებული, X საუკუნის II ნახევარში ცნობილი ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე იყო. ერთხანს იოანე თორნიკე ათონის მთაზე, განთქმულ ათანასე დიდის ლავრაში იყო ბერად შემდგარი. X საუკუნის 60-იან წლებში ათანასეს ლავრაში მოვიდნენ ქართველები _ იოანე (იოანე ათონელი) ბერი, მისი ძე ეფთვიმე (ეფთვიმე ათონელი) და თორნიკე ერისთავი, რომლებიც ერთ წელიწადზე მეტ ხანს დარჩნენ ლავრაში, შემდეგ კი მათ სხვა ქართველებთან ერთად ათონის ივერთა მონასტერი ააშენეს. იოანე თორნიკე საქართველოს ისტორიაში ცნობილია აგრეთვე, როგორც დავით კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, რომლის დახმარებითაც X საუკუნის 70-იან წლებში (976-979 წწ.) ჩააქრეს საიმპერატორო ტახტის წინააღმდეგ ამბოხებული ძლევამოსილი ბიზანტიელი სარდლის, ბარდა სკლიაროსის აჯანყება. დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი ქართველი მეომარი, რომლებმაც სასტიკად დაამარცხეს ბარდა სკლიაროსი და ხელთ იგდეს დიდძალი ნადავლი. ბიზანტიის საიმპერატორო კარმა დაპირებისამებრ აღნიშნული ტერიტორია დავითს გადასცა. სამხედრო ნადავლიდან მიღებული წილი იოანე-თორნიკემ ათანასეს ლავრასა და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, უდიდესი ნაწილი კი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა.980 წელს ბიზანტიის კეისარმა იოანე-თორნიკეს სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა. ბიზანტიის საიმპერატორო კარმა, ფაქტობრივად, ქართველთა ლაშქრის მეშვეობით სძლია ბარდა სკლიაროსს. ქართველი მეომრების წყალობით შეინარჩუნა ტახტი (იმჟამად მცირეწლოვანმა) იმპერატორმა ბასილი II-მ, ბიზანტიის იმპერიაც გადაურჩა მორიგ სამხედრო გადატრიალებას. ამ გამარჯვებით სარგებლობა ნახა დავით დიდმა კურაპალატმაც. მან მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი გავლენა აღმოსავლეთში. თორნიკე ერისთავი კი ამიერიდან უფრო დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ბიზანტიის საეკლესიო და პოლიტიკურ წრეებში. იოანე-თორნიკე, გარდა სამხედრო-დიპლომატიური მოღვაწეობისა, საქართველოს ისტორიაში ცნობილია, როგორც ქართული კულტურის დიდი მოამაგე. უდიდესია მისი ღვაწლი ათონის ივერთა მონასტრის დაარსებისა და იმთავითვე მისი კულტურული პროფილის განსაზღვრის საქმეში. ჯერ კიდევ ათონზე გამგზავრებამდე, თორნიკე ერისთავის შეკვეთით გადაუწერიათ ოშკის ტაძარში ე.წ. ოშკის ბიბლია (978 წ.) და კირილე ალექსანდრიელის თხზულების “განძის” 981 წლის ნუსხა. თორნიკე ერისთავის მოღვაწეობა ქართულ ლიტერატურაშიც აისახა. დიდმა აკაკიმ მას შესანიშნავი პოემა „თორნიკე ერისთავი“ მიუძღვნა.
|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა











ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 




