asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ჰოროსი, რომელმაც მამის სისხლი აიღო
ის დედამიწას ციდან მფარველობდა
ჰოროსი, რომელმაც მამის სისხლი აიღო

2011-07-14 14:33:12



ჰოროსი ეგვიპტურ მითოლოგიაში მზის ღმერთია. ის ოსირისისა და ისიდას შვილია. მისი მეუღლე იყო ჰატჰორი. შევარდნის გარეგნობის ეგვიპტური ღვთაება, დასაბამიდან ცისა და მზის ღმერთი, უძველეს დროს ღმერთკაცი, მეფე-ღმერთი, რომელმაც მამის სისხლი აიღო და მძიმე ბრძოლების შემდეგ მოკლა ოსირისის მკვლელი ბიძა სეთი (ბოროტებისა და განადგურების ღვთაება). ბერძნებმა არტემიდეს ძმა უწოდეს და აპოლონს შეუერთეს, მზის ღმერთის თავისებურ სახედ აქციეს. ჰოროსი ნათელი ციდან მფარველობდა დედამიწას, თვალებად ესხა მზე და მთვარე, იცავდა ქალღმერთი სელკეტი, რომელსაც დიდი მორიელის სახე ჰქონდა, ხშირად გაიგივებული ჰყავდათ სხვა ღმერთებთან: მინ-ჰოროსთან, ბეს-ჰოროსთან, ხონს-ჰოროსთან. ძვ.წ.აღ. მეოთხე ათასწლეულიდან მეფის ძალაუფლების სიმბოლოცაა, უპირისპირდება თავის ბიძას სეთს, რომელიც ერთი ვერსიით ოსირისის ძმაა, სხვა ვერსიით ოსირისის (მკვდარ მეფე-ღმერთის) შვილი და მაშინ ჰოროსის ძმა. ტახტისთვის ბრძოლა მთავრდება ჰოროსის გამარჯვებით სეთზე. ეს მოგვაგონებს ზევსის და ტიფონის ბრძოლას.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სისხლი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online