
დარეჯან (დარია) ბატონიშვილი მეფე არჩილ II-ისა და თეიმურაზ I-ის შვილიშვილის, ქეთევან დავითის ასულის შვილი გახლდათ. ისტორიკოსთა ვარაუდით, იგი 1667 წელს უნდა დაბადებულიყო. დიპლომატი მამუკა ბარათაშვილი მას მოიხსენიებს, როგორც უაღრესად სათნო და განათლებულ ადამიანს. 1679 წელს დარეჯანის მამამ, მეფე არჩილ II-მ, დასავლეთ საქართველოს სამეფო ტახტი მეორედ დაკარგა. 12 წლის მეფის ასული თავის ოჯახთან და სამეფო ამალასთან ერთად ლტოლვილად იქცა. არჩილ II-ის ოჯახი იმერეთიდან ქართლში გადავიდა, ბოლოს კი რუსეთს გაემგზავრნენ. საიმპერატორო კარმა ქართველი მეფე მისი ღირსების შესაფერისი პატივით მიიღო და წლიურად ოთხი ათასი მანეთი დაუნიშნა, ასევე უზრუნველყო ბინით. დარეჯან ბატონიშვილს მოსკოვში დასახლების (1685 წ) შემდეგ, წინა პერიოდთან შედარებით, მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა მიეცა. XVII საუკუნის 90-იანი წლებიდან მეფის ასული მამასთან და ძმასთან ერთად რუსეთის სატახტო ქალაქში ჩამოყალიბებული ქართული ახალშენის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. არჩილ II-მ გარდაცვალებამდე (1713 წ) მცირე ხნით ადრე იზრუნა დარეჯანის მომავალზე. მან წერილობითი თხოვნა მიართვა პეტრე I-ს, რათა მისი გარდაცვალების შემდეგ დარეჯან ბატონიშვილისათვის არ ჩამოერთმიათ არჩილის ოჯახისათვის ნაწყალობევი ქონება. პეტრე I-მა იმავე წელს დააკმაყოფილა არჩილ II-ის თხოვნა. მამის გარდაცვალების შემდეგ ქართული ახალშენის მეთაურის მოვალეობა დარეჯან ბატონიშვილმა იტვირთა. მან ღირსეულად გააგრძელა ოჯახისა და მოსკოვის ქართული კოლონიის ხელმძღვანელობა. დარეჯან ბატონიშვილმა გააგრძელა გულთბილი ურთიერთობა თავისი ძმის, ალექსანდრე ბატონიშვილის მეგობარ პეტრე I-თან. მეფის ასულმა ცხოვრების დიდი ნაწილი რუსეთში გაატარა. მიუხედავად ამისა, სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. მას მიმოწერა ჰქონდა ვახტანგ VI-სთან. დარეჯანი კარგად იყო ინფორმირებული საქართველოში იმხანად მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ. 1724 წელს ვახტანგ VI-ის მიერ პეტრე I-სადმი მიწერილ წერილში ვკითხულობთ: „.... ჩვენი გაჭირვება და ჩვენის ქვეყნის ამბავი ამას უწინ ბევრჯელ დიდებულს კარზედ მოგვიხსენებია, მასუკანდელი წიგნის სიგრძისათვის ამ წიგნში ვერ გავბედეთ, წიგნად ჩემის დის ბატონისშვილის დარეჯანისათვის მოგვიწერია“. დარეჯან ბატონიშვილი ვახტანგ VI-ს რუსეთიდან გამოგზავნილ წერილებს ქართულად უთარგმნიდა. რუსულ დიპლომატიაში გარკვეული მეფის ასული, საჭიროების შემთხვევაში, არც რჩევა-დარიგების მიცემას იშურებდა თავისი ბიძაშვილისათვის. დარეჯან ბატონიშვილმა შუამავლის როლი შეასრულა რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შექმნის საქმეში. დარეჯან ბატონიშვილი დიდ მზრუნველობას იჩენდა მოსკოვში ჩასულ თანამემამულეთა მიმართ. გარეშე მტრისაგან შევიწროებული ვახტანგ VI იძულებული გახდა, რუსეთში წასულიყო (1724 წ). ქართლის მეფეს ,, მუნ დახუდა დარეჯან ასული არჩილ მეფისა და შეტკბნენ ფრიად“ (ვახუშტი ბატონიშვილი). დარეჯან ბატონიშვილმა ფულადი დახმარება გაუწია ვახტანგ VI-ს, როცა ეს უკანასკნელი საიმპერატორო კარის თხოვნით სპარსეთს მიავლინეს. არჩილ მეფის ასულმა თავისი წვლილი შეიტანა მოსკოველ ქართველთა მონასტრის მშენებლობის საქმეშიც. მან ვსეხსვიატოვსკოეში ყველა წმინდანის სახელობის ტაძრის რეკონსტრუქცია განიზრახა და საქმე ბოლომდე მიიყვანა. მშენებლობა სამ წელს (1733-1736 წწ) გაგრძელდა. ერთი ეგვტერი აშენდა ყოვლად მწუხარე ღვთისმშობლისა და წმინდა სიმონ მიმრქმელის სახელზე, მეორე კი ანა წინასწარმეტყველის საკურთხეველში, მარცხენა მხარეს. ბატონიშვილის საქველმოქმედო ნამოღვაწარმა ასახვა ჰპოვა დონის მონასტრის „სულთა მატიანეში“. 1729 წელს დარეჯანმა გააფართოვებინა მირქმის საყდარი. მან რამდენჯერმე დიდი თანხა და ძვირფასი ნივთები შესწირა მონასტერს. 1728 წლის ნოემბერში მირქმის საყდრისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფის მიზნით მონასტრის მსახურებს ანდერძით თავისი ოჯახის შემოსავლიდან დაუწესა ყოველწლიური ფულადი და ნატურალური ულუფა. მოსკოვის ქართული ახალშენის მკვიდრნი, დარეჯან ბატონიშვილის თაოსნობითა და მხარდაჭერით, აქტიურ კულტურულ-საგანმათლებლო საქმიანობას ეწეოდნენ. მაგალითად, 1726-27 წლებში მეფის ასულის კარის წინამძღვარ იოსებს გადაუწერია საგალობლების კრებული (ის ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში ინახება). ეს სამუშაო მას ბატონიშვილის დავალებით შეუსრულებია. 1738 წელს დარეჯან ბაგრატიონის ბრძანებით მოლარეთუხუცეს გაბრიელ ჩხეიძეს რუსულიდან ქართულად უთარგმნია კრებული (გალობანი, ლოცვანი დაუჯდომელნი და სხვ.). მასვე რუსულიდან უთარგმნია თეოფანე პროკოპოვიჩის სახელმძღვანელო: „პირველი სასწავლო ყრმათა“. ის იყო ერთ-ერთი პირველი წიგნი, რომელიც დარეჯან ბატონიშვილის მიერ განახლებულ სტამბაში დაიბეჭდა. 1740 წელს დარეჯან ბატონიშვილი გარდაიცვალა. ის მშობლების გვერდით, დონის მონასტრის მიძინების საყდარში დაკრძალეს. როგორც ჩანს, დარეჯან ბატონიშვილის მზრუნველობა და საქველმოქმედო საქმეები იმდენად მნიშვნელოვანი იყო მოსკოვის ქართველებისათვის, რომ მადლიერების ნიშნად დონის მონასტრის კედელზე თამარ მეფისა და წმინდა ნინოსთან ერთად გამოსახეს. დარეჯან ბატონიშვილის გარდაცვალების შემდეგ ქართული ახალშენის მეთაური ვახტანგ VI-ის ვაჟი, ბაქარი, გახდა.

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა











ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 





































































































