
დღეს დიდი რეჟისორის _ მიხეილ ჭიაურელის დაბადების დღეა. მან თავისი შემოქმედებით მთელი ეპოქა შექმნა ქართულ კინოში. დაიბადა 1894 წლის 25 იანვარს თბილისში. 1912 წელს დაამთავრა თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლა. 1915 წლიდან მუშაობდა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის თეატრებში როგორც მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი. 1921 წელს თბილისში დააარსა სატირის თეატრი. 1925-1927 წლებში იყო მუშათა თეატრისა და "წითელი თეატრის" რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. კინემატოგრაფიაში მოსვლამდე ქართულ სცენაზე შეასრულა 60-ზე მეტი როლი და დადგა 30-მდე სპექტაკლი. 1921 წლიდან, როგორც მსახიობმა, მონაწილეობა მიიღო ფილმებში: ,"არსენა ჯორჯიაშვილი" (არსენა, 1921წ.), "სურამის ციხე" (ოსმან-აღა, 1923 წ.), "ნათელა" (ჯონდო, 1926 წ.), "ხანუმა" (სიკო,1927 წ.) და სხვა. მხატვრულად გააფორმა ფილმები ,"სურამის ციხე"(1923 წ.) და "სამანიშვილის დედინაცვალი"(1927 წ.). მისი რეჟისორობით გადაღებულია მხატვრული ფილმები: "პირველი კორნეტი სტრეშნევი" (1928 წ). ე. ძიგანთან ერთად), "საბა" (1929 წ.) "უკანასკნელი საათი" (1928 წ.), "ხაბარდა" (1931წ.), "უკანასკნელი მასკარადი" (1934 წ.); პირველი ქართული ხმოვანი ფილმი "არსენა" (1937 წ. სსრკ სახელმწიფო პრემია 1941წ.) "დიადი განთიადი" (1938 წ; სსრკ სახელმწიფო პრემია 1941წ.), "გიორგი სააკაძე" (1942-1943წწ. სსრკ სახელმწიფო პრემია I სერია, 1943წ., II სერია 1946 წ.) ,"ფიცი" (1946 წ, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1947 წ: საპატიო დიპლომი და ოქროს მედალი ვენეციის VII საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1946 წ), "ბერლინის დაცემა" ( 1949 წ, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1950 წ; დიდი პრიზი კარლოვი-ვარის V საერთაშორისო კინოფესტივალზე 1950 წ), "დაუვიწყარი 1919 წელი" (1951 წ. დიდი პრიზი კარლოვი-ვარის VII საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1952 წ), "ოთარაანთ ქვრივი" (1957 წ.) "გენერალი და ზიზილები" (1964წ.) "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” (1965 წ.) და სხვა. მიხეილ ჭიაურელმა გადაიღო აგრეთვე მულტიპლიკაციური ფილმები: "განთიადის მომღერალი" (1967 წ), "როგორ მარხავდნენ თაგვები კატას" (1969 წ), "ქირურგი მამალი" (1970 წ), "რწყილი და ჭიანჭველა" (1972 წ, გ. სვანიძესთან ერთად) "სახლი" (1974 წ. ო. ანდრონიკაშვილთან ერთად) და სხვა. მიხეილ ჭიაურელმა წარუშლელი კვალი დატოვა კინემატოგრაფიაში. დაჯილდოვებულია სახელმწიფო ჯილდოებით, ჩეხოსლოვაკიის "თეთრი ლომის" II ხარისხის ორდენითა და მედლებით. მიხეილ ჭიაურელი გარდაიცვალა 1974 წლის 31 ოქტომბერს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. დიდი რეჟისორისა და მისი მეუღლის, განუმეორებელი მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძის სიყვარული ნამდვილი ლეგენდაა. ცნობილია, რომ ფიქრის გორაზე სახლი, რომელიც შემდეგ კულტურის კერად იქცა, მიხეილმა ვერიკოს იმიტომ აუშენა, რომ პირველად სწორედ ამ ადგილას აკოცა. ეს სახლი დღესაც გამთბარია იმ სიყვარულით, რომელიც მასში სუფევდა და რომლის წინაშე დროც კი უძლურია.

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა
როგორ გადარჩა ნაპოლეონი











ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
ვინ იყო კონსტანტინე სანაია?
აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ 




















