asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს

2011-06-09 16:19:19



ბავშვთა უმეტესობამ არ იცის იმ მასშტაბური ზიანის შესახებ, რაც "კოსმოსურ მონსტრებთან" მრავალსაათიან "ბრძოლებს" მოაქვთ. წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ინტერნეტ–დამოკიდებულება. გარდა იმისა, რომ თვალებისთვის მავნეა, კომპიუტერთან ხანგრძლივად უმოძრაო პოზაში ყოფნის გამო, მოზარდში კისრის, ზურგის, ხელის მტევნების კუნთებში ტკივილი ვლინდება. დიდი ალბათობაა, რომ ბიჭები სუსტები და უძლურები გაიზარდონ, ხოლო გოგონებს ლამაზი ტანდეგობა არ ჰქონდეთ.

ბევრი მშობლის მთავარი შეცდომა ისაა, რომ ისინი კომპიუტერს ომს უცხადებენ. ეს ისევე არაბუნებრივია, როგორც ტელეფონთან, ტელევიზორთან და კაცობრიობის ნებისმიერ სხვა გამოგონებასთან ბრძოლა. მთავარია, იპოვოთ იმის მიზეზი, მოზარდმა ადრე საყვარელი საქმის მიმართ ინტერესი რატომ დაკარგა. რეალობას რატომ დაემალა და კომპიუტერს დაუმეგობრდა. თანატოლებთან ურთიერთობაში ბავშვის პრობლემებს ყურადღება დაუთმეთ. შეურაცხმყოფელი გამოთქმებით ნუ დაამცირებთ, იყავით მშვიდი, კეთილმოსურნე, მაგრამ შეუვალი. მოზარდი რაც მეტ ემოციურ სითბოს მიიღებს მშობლებისგან, მით ნაკლები საბაბი ექნება, ვირტუალური მეგობრები შეიძინოს.

ინტერესები ასაკის მატებასთან ერთად იცვლება. შეიძლება ფეხბურთის მიმართ სიყვარული გაუნელდა და მისი გატაცების ღირსეული შემცვლელი რომ ვერ იპოვა, ინტერნეტს დაუახლოვდა, დაუმეგობრდა. თავისუფალი დროის გატარების სხვადასხვა იდეები შესთავაზეთ, დადებითი მაგალითი თავად უჩვენეთ. ნახავთ, ბავშვი მონიტორს მოწყდება.

კომპიუტერთან ურთიერთობა მკაცრად უნდა იყოს შეზღუდული. მოზარდს შეუძლია დღეში მონიტორის წინ 2 საათი ორი 15 წუთიანი შესვენებით გაატაროს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online