asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

2011-06-09 16:19:19



თავის პატივისცემა ძირითადი, ბაზისი თვისებაა ნებისმიერი ადამიანის. რაც მაღალია თვითშეფასება, მით უფრო ჰარმონიულად ვგრძნობთ თავს. მტკიცე რწმენა იმის, რომ "კარგი ვარ" – გვეხმარება, ნებისმიერ ვითარებაში თავდაჯერებული ვიყოთ. შეიძლება ითქვას, თავის პატივისცემა, ოღონდ არა ამპარტავნება – ეს ჩვენი შინაგანი იმუნიტეტია.

როგორც მაღალი თვითშეფასება შეიძლება იყოს ბუნების საჩუქარი, ასევე დაბალი – თანდაყოლილი "დეფექტია". თავის რწმენის პროცენტი ბევრად დამოკიდებულია გენებზე, პიროვნების ტიპზე და საფუძველი დაბადებისას ეყრება.

თვითშეფასება – ეს ორი რწმენის – ცხოვრებისეული პრობლემების დამოუკიდებლად, საკუთარი ძალით დაძლევისა და ამქვეყნად ბედნიერების უფლების ქონის იმედის ერთობლიობა–ნაზავია. ადამიანი, რომელსაც თავდაჯერებულობა აკლია, შეთავაზებულ თანამდებობაზე დიდხანს უარს ამბობს, დარწმუნებული არ არის, რომ თავს გაართმევს. რთული ამოცანის გადასაწყვეტად გაუთავებლად ემზადება. ამასობაში კი მატარებელი მის გარეშე ჩაივლის. სუსტად გამოხატული თავის პატივისცემის შემთხვევაში შიშით შეპყრობილი პიროვნება იმაზე წუხს, მის ქმედებებზე გარშემომყოფებს როგორი რეაგირება ექნებათ – მოუწონებენ თუ განსჯიან. ამიტომ წინ ვერ მოძრაობს, საკუთარი აზრისა და პირადი ბედნიერების უფლების ფასს ივიწყებს.

საიდან დავიწყოთ მდგომარეობის გამოსწორება?

ფსიქოლოგებმა თვითშეფასების ამაღლების 6 პრინციპი შეიმუშავეს. ესენია: 1) თავი მიიღეთ და შეიყვარეთ; 2) თავზე პასუხისმგებლობა აიღეთ; 3) თავი დაიცავით; 4) საკუთარ ქმედებებსა და სურვილებზე თავს ანგარიში ჩააბარეთ; 5) თავთან მართალი იყავით; 6) მიზანსწრაფულად იცხოვრეთ.

ამ პრინციპების დაცვა ადვილი არ არის. ვის აქვს სურვილი ან გამბედაობა, თავისი არასრულყოფილება აღიაროს, თავისი ემოციები მუდამ აკონტროლოს და რაღაცის ჩადენის შედეგების გამო მთელი პასუხისმგებლობა თავზე აიღოს? მაგრამ თუ ყველა პრინციპს შეასრულებთ, თქვენი "თვითღირებულება" უსათუოდ გაიზრდება. პირველ რიგში, თავის პატივისცემა უნდა ისწავლოთ. თუ მას ნორმაში მოიყვანთ, თვითშეფასება თავისთავად გაიზრდება.

თავის პატივისცემას ვსწავლობთ

თავის პატივისცემას საფუძველი ბავშვობაში ეყრება მშობლების, ახლობლების მეშვეობით და მზა სახით მოზრდილობის ასაკში გვეძლევა. პიროვნება, რომელშიც ის თავიდანვე ჩადებულია, თავს მაღალ შეფასებას აძლევს ძალიან მოკრძალებული სოციალური დამსახურების ფონზეც კი. მაგალითად, მისი განწყობა ასეთია: "მერე რა, რომ მიწისქვეშა გასასვლელში ღვეზელს ვყიდი (ან "საგარდერობოში ვმუშაობ")?! შვილს ვზრდი, კარგი დიასახლისი ვარ, კომუნალურ გადასახადებს პატიოსნად ვიხდი და სრულიად ვიმსახურებ, თავს პატივი ვცე". ასეთი ქალი არ დაუშვებს, რომ უბოდიშოდ შენობით მიმართონ, მცირე ხელფასის გამო უსაყვედურონ, არ იცხოვრებს მამაკაცთან, რომელსაც არ უყვარს და ელემენტარულად იყენებს. ყველაფერი ეს თავის მიმართ პატივისცემის შედეგია.

რაც შეეხება შეძენილ თავის პატივისცემას, ის ძირითადად პირადი წარმატებებსა და გარშემომყოფებისგან შეფასებაზეა დამოკიდებული.

ადამიანები, რომლებსაც დედებმა თავის პატივისცემა ბავშვობიდან ასწავლეს ან მაღალი დონის პირად დამსახურებები აქვთ, არც ისე ბევრნი არიან.

გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც თავის პატივისცემის შესწავლა–ამაღლებაში დაგეხმარებათ:

სხვების კრიტიკულ შენიშვნებს მტკივნეულად განიცდით, გარშემომყოფების მცირედი ეჭვიც კი თქვენს ღირსებებსა და შესაძლებლობებში თქვენს თვითშეფასებას არყევს? მაგრამ საიდან მოიტანეთ, რომ ეს ადამიანები ობიექტურები არიან? უმჯობესია, თქვენს ქვეცნობიერს მოუსმინოთ და სიმართლეს ის გეტყვით: "დიახ, ნაკლოვანებები მაქვს, ყოველთვის სიმაღლეზე არ ვდგავარ, მაგრამ ღირსებებიც გამაჩნია – კარგად ვხატავ, უცხო ენები ვიცი, კარგი მეოჯახე ვარ და ა.შ.). კრიტიკას მიუდექით, როგორც იმპულსს, რომელიც შეცვლაში, გადახალისებაში, სრულყოფაში დაგეხმარებათ. ნუ შეგაშინებთ, მოისმინოთ კოლეგების აზრი თქვენზე, ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე სერიოზული საუბარი. ზომიერი, კეთილმოსურნე კრიტიკა საჭიროა. მისი საერთოდ უგულებელყოფა ნიშნავს, რომ თავის პატივისცემა მედიდურობასა და ქედმაღლობაში გადავიდა. მომატებული თვითშეფასება და თავდაჯერებულობა, იგივე ამპარტავნება, ზიანის მომტანია, ისევე როგორც საკუთარი ნაკლის (რომელიც, სხვათა შორის, ყველას გვაქვს) დანახვის სურვილის არქონა. ამიტომ ზოგჯერ აუცილებელია მოისმინოთ, ადამიანები თქვენზე რას ამბობენ და ფიქრობენ.

აქტიურობა – ეს თანამედროვე საზოგადოების ერთ–ერთი ღირებულებაა. შეცდომების დაშვების ნუ შეგეშინდებათ. შეცდომები გვესაჭიროება პიროვნული ზრდისთვის, რაც თავის პატივისცემას განაპირობებს.

ადამიანი, რომელიც თავს პატივს სცემს, სხვებსაც ზუსტად ასე ეპყრობა. აფასებს აზრს, თავისუფლებას, გარშემომყოფთა ცხოვრების ნორმებს და დადგენილ წესებს იცავს.

თავის პატივისცემა ეყრდნობა თავის მიღებას, სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნას. ადამიანი, რომელიც თავს პატივს სცემს, მიდრეკილია, პოზიტიური თვისებები და მოტივები სხვებსაც გადასცეს. მის ლექსიკონში არ არის გამოთქმები: "მიღალატეს", "ცუდად მომექცნენ"... არამედ იტყვის: "უბრალოდ ასე მოხდა" და ეს არ არის საბაბი ღვარძლისა და შურისძიებისათვის.

ეცადეთ, თანდათან "გამოჯანმრთელდეთ". ყოველი მცირედი მიღწევისთვის თავი შეაქეთ. წარმატება შესანიშნავი იმპულსია იმისათვის, რომ თავისადმი პატივისცემა გაიზარდოს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online