asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები

2011-06-07 13:29:42



ემოცია – ეს თავისებური ნიშანია, რომელიც ამა თუ იმ სიტუაციის და მის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას ავლენს. როგორი სასარგებლოც უნდა იყოს ისინი, მათზე ბრმად დამორჩილება არ შეიძლება.

თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა ადვილია? გაბრაზებული ყვირილზე გადადიხართ თუ ტირილს იწყებთ? როგორ შეინარჩუნოთ თავშეკავებულობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ოჯახში, სამსახურში? ისწავლეთ ემოციების მართვა და ცხოვრება ბევრად უფრო გაგიადვილდებათ.

როგორ დავაღწიოთ თავი ენერგოვამპირის შემოტევას

არსებობენ ადამიანები, რომლებიც კინკლაობის პროვოცირებას პროფესიულად ახდენენ, შეუძლიათ, ადამიანი წონასწორობიდან ოსტატურად გამოიყვანონ და ამისთვის ხალხმრავალ ადგილებს (სავსე ტრანსპორტი, მაღაზია, როდესაც იქ ბევრი ხალხია) ირჩევენ. ისინი ენერგოვამპირები არიან. მათი მსხვერპლი რომ არ გახდეთ, მათთან კონტაქტს თავი აარიდეთ, კამათში არ აჰყვეთ, თვალებში არ შეხედოთ. ადამიანთა შეჯგუფების ადგილზე არ დაუშვათ, რომ უცხო ადამიანი უკნიდან ძლიერ ახლოს 10–15 სმ–ში დაგიდგეთ. ხერხემლიდან ადამიანის ყველაზე მეტად მოწყვლადი (სუსტი) ენერგეტიკული ღერძი გამოდის. გამოიყენეთ როზმარინის, ევკალიპტის ან მიხაკის ეთერზეთები – მათი არომატი დაცვას აძლიერებს.

მაშინაც კი, თუ აღელვებული ხართ, ფამილარულ და უხეშ გამოთქმებს მოერიდეთ. საკუთარ მეტყველებას თვალყური რომ ადევნოთ, ჩვეულებრივზე უფრო ნელა ილაპარაკეთ. ამგვარად, კონფლიქტის გაღვივებას არ დაუშვებთ და თქვენს სიტყვებს მეტი ფასი ექნება.

ოპონენტის პოზიცია გაითავისეთ

წარმოიდგინეთ, როგორ გამოიყურება სიტუაცია სხვა ადამიანის პოზიციიდან. დაფიქრდით, ზედმეტად ეგოისტურად ხომ არ იქცევით? თუ იგვიანებთ, ამ დროს კი თქვენ წინ გზაზე ვიღაც დინჯად მიაბიჯებს, რატომ ხდით ვალდებულს, ფეხს აუჩქაროს? ნუ დაივიწყებთ, რომ გარშემომყოფებს უფლება აქვთ, თქვენი თხოვნა არ შეასრულონ. თუ ვინმეს შენიშვნას აძლევთ, მასში კეთილმოსურნეობა უნდა ჩანდეს. შეიძლება, ადამიანი, რომელმაც გაგაღიზიანათ, ვერ ხვდება, რომ სხვაგვარად მოქცევა შესაძლებელია. მაგალითად, ადამიანს, ქალბატონების თანდასწრებით უხამს ანეკდოტს რომ ყვება, ბოროტი განზრახვა არ აქვს, უბრალოდ აღზრდა აკლია. თქვენმა შენიშვნამ გარშემომყოფები არ უნდა შეურაცხყოს.

როგორ შევინარჩუნოთ თავშეკავებულობა სამუშაოზე

ბევრი ადამიანი სამსახურში ემოციებს მარტივი გზით უმკლავდება – მათ ახშობს, მაგრამ გულისწყრომის ან დაღონების დათრგუნვა არ ღირს. საქმე ისაა, რომ ჩახშობილი გრძნობები არ ქრება, არამედ თანდათან გროვდება და ცხოვრებას წამლავს: შფოთვას ამაღლებს, დეპრესიას ან ფსიქოსომატურ დაავადებებს იწვევს.

საბედნიეროდ, საკუთარი ემოციების გაკონტროლების უფრო ეფექტური საშუალებებიც არსებობს. როგორ მოიქცეთ, თუ შიგნით ყველაფერი დუღს, მაგრამ საჭიროა სამუშაოზე ყურადღების მოკრება, კოლეგებთან ურთიერთობა? ეცადეთ, თქვენი გრძნობა არ ჩაახშოთ, არამედ სხვაზე, მოცემული სიტუაციისათვის უფრო შესაფერისზე გადართოთ. რა თქმა უნდა, კოლეგაზე განაწყენებულს გაგიჭირდებათ, მის მიმართ კეთილმოსურნეობა გამოამჟღავნოთ. ამიტომ, პირველ რიგში, უარყოფითი გრძნობები ნეიტრალურით, მაგალითად, გაკვირვებით შეცვალეთ. ემოციები მიმიკებით გამოხატეთ: წარბები აზიდეთ, თვალები ფართოდ გაახილეთ, თანამოსაუბრეს ყურადღებით შეხედეთ და თქვით: "ნუთუ?" ან "ასე რატომ ფიქრობთ?". ასეთი გადართვა თქვენს უარყოფით ემოციას დროებით მიაყუჩებს. შემდეგ მასზე უნდა იმუშაოთ, სიტუაცია გააანალიზოთ, სახელდობრ, რომელმა სიტყვამ ან მოქმედებამ გამოგიყვანათ წონასწორობიდან. დაბოლოს, შეურაცხმყოფელის მიმართ პრეტენზიები კორექტულად ჩამოაყალიბეთ.

თუ ემოციებს ვერ უმკლავდებით, მობილური გამოიყენეთ. დერეფანში გადით და უსიამოვნო საუბარი ტელეფონით გაითამაშეთ. ვერავინ მიხვდება, რომ მკაცრი რეპლიკები სინამდვილეში კოლეგის მიმართ არის გამოთქმული.

კოლექტივში ასეთი წესი შემოიღეთ: თუ რომელიმე თქვენგანი ცუდ ხასიათზეა, თავის მაგიდაზე პატარა ალამი უნდა გამოფინოს სახუმარო წარწერით: "არ მიუახლოვდეთ – მოგკლავთ!". ასეთი გაფრთხილება არაფრისმომცემ კონფლიქტებს თავიდან აგაცილებთ.

ემოციები მშვიდად ამოაფრქვიეთ

სიკეთე ადამიანს ბუმერანგივით უკან უბრუნდება. თავში ძალა იპოვეთ და გაუღიმეთ პიროვნებას, რომელიც არ მოგწონთ. პირველმა ბოდიში მოუხადეთ ან რაიმე ზრდილობიანი უთხარით. დაინახავთ, შუბლშეკრულ მოლარეს სახე როგორ გაებადრება ან უზრდელი მოზარდი უხერხულობისგან შეცბუნებულ პატარა ბიჭად როგორ გარდაიქმნება.

თავი დაიმშვიდეთ, რომ თქვენს შეურაცხმყოფელს პირველად და უკანასკნელად ხედავთ და რაიმეს დამტკიცებას აზრი არ აქვს.

შემჩნეულია, წარმოსახვა – დიდი ძალაა. ეცადეთ, წარმოიდგინოთ, რომ თქვენი შეურაცხმყოფელი კარგი პიროვნებაა. ეს ადვილი არ არის, მაგრამ დადებითი თვისებები ყოველ ადამიანშია. იპოვეთ ისინი. გამორიცხული არ არის, თქვენი ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვალოს.

როდესაც იმ ადამიანს ელაპარაკებით, რომელიც გაღიზიანებთ, ეცადეთ, მისი საუბარი გვერდიდან მოისმინოთ. ეს დაგეხმარებათ, სიტუაცია აკონტროლოთ.

თავის ხელში აყვანა გიჭირთ, მზად ხართ, პრეტენზიები წაუყენოთ მეუღლეს, მშობლებს, შვილებს, მოკლედ, ყველას, ვინც თქვენთან ცხოვრობს? ნაცვლად იმისა, რომ ორთქლი ახლობლების მიმართ გამოუშვათ, ენერგია სახლში წესრიგის დამყარებისკენ მიმართეთ – ფიზიკური დატვირთვა ბრაზსა და რისხვას კარგად შთანთქავს.

მეორე ვარიანტი – გაისეირნეთ. სასწრაფოდ ქუჩაში გადით, მაგრამ კარი დემონსტრაციულად არ გაიჯახუნოთ, არამედ რაიმე საბაბი მოიმიზეზეთ. ჯერ მაქსიმალურად სწრაფი ტემპით იარეთ, შემდეგ ნაბიჯები შეანელეთ.

გახსოვდეთ: რაც უფრო შორს მიდის კონფლიქტი, მით უფრო ღრმა კვალს ტოვებს სულში და მისი გამოძახილი ოჯახზე აისახება.

დაბოლოს, ირლანდიელებს მიბაძეთ. ირლანდიაში ასეთი ჩვევა აქვთ – პატარა ქვას ჯიბით ატარებენ. გულისწყრომისა და მოუთმენლობის სიტუაციაში ადამიანს ქვა ერთი ჯიბიდან მეორეში გადააქვს.

მოამზადა აზა გაგოშიძემ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online