შარჯა – არაბეთის სამკაული
ემირატების არქიტექტურული საოცრება
კურორტი შარჯა არაბეთის ნახევარკუნძულზე, სპარსეთის ყურეში მდებარე გაერთიანებული ემირატების 7 საემიროდან ერთ–ერთი და სიდიდით მესამეა. შარჯას ემირატი სპარსეთის ყურის სანაპიროს გასწვრივ, დუბაიდან სულ რაღაც 13 კილომეტრში მდებარეობს. მის ტერიტორიაზე მდებარეობს მმართველის ოფისი, სახელმწიფო დაწესებულებები, კომპანიები, ბანკები და სასტუმროები. შარჯა თავისი მწვანე ოაზისებით, ბორცვებით, მზიანი სანაპიროებით, ულამაზესი პარკებითა და ბაღებით ნამდვილი სამოთხეა ტურისტებისთვის.
კლიმატი
შარჯას კლიმატი მშრალი და სუბტროპიკულია. ზამთარში ჰაერის ტემპერატურა 13–23 გრადუსამდე მერყეობს, ხოლო ზაფხული გაუსაძლისად ცხელი და მშრალია. ამ დროს ტემპერატურა 43 გრადუსს აჭარბებს. წვიმები თებერვლის დასაწყისში იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება. გაითვალისწინეთ – შარჯას ემირატში წვიმიან ამინდებშიც კი ტემპერატურა 30 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის.
ფული
შარჯას ეროვნული ვალუტა ემირატების დიჰრემია. 1 ამერიკული დოლარი – 3,63 ემირატების დიჰრემის, ხოლო 1 ევრო 6,8 დიჰრემის ტოლფასია. მიმოქცევაშია 5, 10, 20, 50, 100, 200, 500, 1000 ნომინალიანი ბანკნოტები. ეროვნული ვალუტის გარდა თანამედროვე შარჯაში მიმოქცევაშია დოლარი და ევრო. განსაკუთრებით საკურორტო სეზონზე ყველა სახის მომსახურება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. რესტორნებსა და სასტუმროებში საფასურის გადახდა ძირითადად საკრედიტო ბარათებით ხდება. ხელის ქირას თუ დაუტოვებთ, მომსახურე პერსონალი მადლობელი დაგრჩებათ.
ენა
შარჯას ოფიციალური ენა არაბულია. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უმრავლესობა არაბულ ენაზე არ ლაპარაკობს. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ტერიტორიაზე ძირითადად ინდუსები და დასავლეთ ნახევარსფეროდან ემიგრირებული მოქალაქეები ცხოვრობენ, ხოლო არაბები პრაქტიკულად არ გვხვდებიან. ყოველგვარი ოფიციალური სტატუსის გარეშე, ინგლისური ენა შარჯას მოსახლეობისთვის ძირითადია. სწავლა–განათლებაც სწორედ ინგლისურზეა. ტურისტულ ადგილებში ინგლისურის გარდა თავს ინდური და თურქული ენებითაც გაიტანთ.
გადაადგილება
შარჯას მდიდარი ტურისტები სტუმრობენ, ამიტომ ყველაზე მეტი დატვირთვა თვითმფრინავზე მოდის. ქალაქის აეროპორტი უმაღლეს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. კურორტს ერთი აეროპორტი ემსახურება, რომელიც ქალაქიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ცენტრამდე 111 ნომერი ავტობუსით 30 წუთში მიხვალთ და მისი ღირებულება 5 დიჰრემია.
თუ კურორტზე ჩასვლა ავტობუსით, მანქანით ან მატარებლით გადაწყვიტეთ, ჯერ დუბაიში მოგიწევთ ჩასვლა.
ერთობ კომფორტული და სასიამოვნოა შარჯაში გემით ჩასვლა. ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტია არ ფუნქციონირებს, ამიტომ მრავლადაა ტაქსები, რომელთა გაჩერებას ერთი ხელის დაქნევით შეძლებთ. ტაქსით სარგებლობის საფასური გავლილი კილომეტრებით განისაზღვრება. 1 კმ–ის ღირებულება 1,60 დიჰრემია.
კურორტზე მანქანის დასაქირავებელი სააგენტოები ყოველ ნაბიჯზეა. საერთაშორისო მართვის მოწმობის ქონა აუცილებლობას არ წარმოადგენს. პიკის საათებში მანქანით გადაადგილებას არ გირჩევთ საცობების გამო.
სამზარეულო
შარჯაში უგემრიელეს არაბულ კერძებს დააგემოვნებთ. ტრადიციული საჭმელები ბრინჯით, ხორცითა და თევზეულით მზადდება. ადგილობრივები უპირატესობას ცხვრის ხორცს ანიჭებენ. რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, ღორის ხორცს არც კი ეკარებიან. ღორის ხორცის შეძენას დიდ სუპერმარკეტებში, განცალკევებულ სექციაში თუ შეძლებთ, ხოლო ალკოჰოლს უმაღლესი დონის სასტუმროებში შეიძენთ.
ნაციონალური კერძებიდან აღსანიშნავია ცხვრის ხორცით, ბრინჯითა და ბოსტნეულით მომზადებული კაბსა, აგრეთვე ცნობილი შაურმა და დოლმა.
სასმელებიდან ყავა და ჩაი ერთნაირად პოპულარულია. მათ აუცილებლად თაფლითა და ნიგვზით მომზადებულ ნამცხვარ ბაქლავასთან ერთად მოგართმევენ.
გემრიელი რძის გამო აქლემი დიდად დაფასებული ცხოველია. დღესასწაულებზე ადგილობრივები აქლემის ხორცსაც მიირთმევენ. რამადანის დროს ალკოჰოლის გაყიდვა არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში სასტიკად იკრძალება.
ღირსშესანიშნაობები
შარჯას ემირატების არქიტექტურულ დედაქალაქს უწოდებენ. იქ უამრავ კულტურულ ძეგლს ნახავთ. ხალიდის სანაპიროზე ემირატების ყველაზე ძველი რაიონი – მერეჯა მდებარეობს, რომელიც არაბეთის გაერთიანებული ემირატების სამუზეუმო სამკაულს წარმოადგენს. ზღვის აბაზანებისა და გარუჯვის გარდა, ხალიდის ლაგუნაში რიგიანადაც გაერთობით თუ გასართობ პარკს ეწვევით.
კურორტის მთავარი ღირსშესანიშნაობაა მეფე ფეისალას მეჩეთი. ეს გახლავთ ყველაზე დიდი მეჩეთი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, რომელიც 3000 მლოცველს იტევს. მის გვერდით არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ ოქროს მეჩეთი. უძველეს არქეოლოგიურ ნივთებს არქეოლოგიის მუზეუმში დაათვალიერებთ. მსოფლიოში სიმაღლით მესამე შადრევანი სწორედ შარჯაში მდებარეობს. წყალქვეშა ცურვისთვის იდეალური ადგილია კორფაკანი.
კურორტზე ყველაფერი შთამბეჭდავია. მრავალფეროვანი სასტუმროების ფართო არჩევანია და ყველა პირობაა შექმნილი სპორტის სხვადასხვა სახეობისათვის – ავია და საიალქნო სპორტი, ალპინიზმი, ზღვის თხილამურები, სერფინგი და ა.შ.
შარჯას საკურორტო ზონას ძირითადად კორფაკანი წარმოადგენს ულამაზესი პლაჟებითა და გართობის საშუალებებით. შარჯა საკმაოდ ცნობილია თავისი ბაზრებით.
რაც შეეხება ღამის კლუბებს, რესტორნებს, სპორტულ დაწესებულებებს, მაღაზიებს, ამ მხრივ შარჯა დუბაის არაფრით ჩამოუვარდება. რა თქმა უნდა, ეს ქალაქი ძალიან კარგია ბიზნესტურებისათვისაც.
უსაფრთხოების წესები
არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში შარჯა ყველაზე "მშრალი" შტატია. იქ არამხოლოდ აკრძალულია ალკოჰოლის დალევა, არამედ მისი ჩანთით ტარება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
პაპანაქება სიცხეში აუცილებელია თავსაბურავის ტარება, თვალები სპეციალური სათვალით უნდა დაიცვათ, მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის კი რეკომენდებულია ლინზების გამოყენება.
ადგილობრივები სტუმართმოყვარე ხალხია. თუ ტურისტების მხრიდან სითბო და პატივისცემა იგრძნეს, ოჯახის წევრივით მიგიღებენ და მოგემსახურებიან. ადგილობრივი მამაკაცები თეთრი მანტიითა და თავსახვევით დადიან, ხოლო ქალბატონები ნებისმიერ ადგილას შავ მანტიასა და თავსაბურავში გამოწყობილები მიდიან. გაითვალისწინეთ, რომ ქვეყანაში გეებს ან ლესბოსელებს სიკვდილით სჯიან!
კრიმინალური თვალსაზრისით, შარჯა უსაფრთხო ქალაქია. არაბები ძალიან რელიგიურები არიან, ამიტომ მათ რელიგიურ წეს–ჩვეულებებს პატივისცემით უნდა მოეპყროთ.
უბის წიგნაკი
ქვეყანა – არაბეთის გაერთიანებული ემირატები;
ქალაქი – შარჯა;
ვალუტა – ემირატების დიჰრემი;
ოფიციალური ენა – არაბული;
ფართობი – 2.590 კვ.კმ;
მოსახლეობა – 890.669.
მოამზადა თათია ბოჭორიძემ

კავშირი ტეგთან: საოცრება

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს
ყველაზე გრძელი ცხვირი 8,8 სანტიმეტრია

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში
გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან