"კანონი უნდა გამკაცრდეს!"
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ამბობენ, რომ თბილისის საგზაო მოძრაობაში ჯუნგლების კანონი მოქმედებს. და ეს მაშინ, როცა დაიდგა ახალი შუქნიშნები, გაკეთდა ე.წ. კუნძულები, გზებზე გადასასვლელი ხიდები... მიწისქვეშა გადასასვლელებს ხომ საერთოდ არავინ აღიარებს. მძღოლები და ფეხით მოსიარულეები გამუდმებით ერთმანეთს უყენებენ ბრალდებებს, ქალაქში შექმნილ საცობებსა და საგზაო შემთხვევებს ერთმანეთს აბრალებენ და ასე გრძელდება უსასრულოდ. ავტოავარიებში დაღუპულ–დაშავებულთა რიცხვი კატასტროფულია. ვინ უფრო მეტად დამნაშავეა – მძღოლი თუ ქვეითი?
ამ თემაზე "სარკემ" პატარა გამოკითხვა ჩაატარა.
კობა, 41 წლის, მძღოლი:
– მოძრაობის წესებს ვიცავ, მაგრამ საქართველოში ამას მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება შენ ყველა წესი დაიცვა, მაგრამ სხვა მაინც არღვევს და ქალაქში ამიტომაც მოძრაობენ ქაოსურად. ფეხით მოსიარულეები შუქნიშანთან არ ჩერდებიან. ვინ სად გადაგირბენს, არ იცი. ბევრი მძღოლი, წითელი რომ ინთება, გზას მაინც ჭრის და ამით საცობს ქმნის.
სანდრო, 27 წლის, მძღოლი:
– მოძრაობის წესებს იშვიათად ვარღვევ. მაქსიმუმი, შეიძლება წითელზე გავიარო, ისიც მაშინ, თუ ძალიან მეჩქარება. მძღოლების უმეტესობას საცობში დგომა ესირცხვილება, ცდილობენ, როგორმე გაძვრნენ და ასე კიდევ მეტად ართულებენ მდგომარეობას. აქ თვლიან, ღერძულა ხაზი თუ არ გადაკვეთე, ისე როგორ უნდა იარო და ა.შ. ბევრი რამის მიმართ ავადმყოფური დამოკიდებულება არსებობს, რაც მაღიზიანებს.
ნიკა, 30 წლის, მძღოლი:
– ფეხით მოსიარულეებს ნაღმებს ვეძახი, არასოდეს იცი, როდის "აგიფეთქდებიან" ბორბლებთან.
ლალი, 43 წლის, მძღოლი:
– კანონმორჩილი მძღოლი ვარ. სხვა მძღოლების მოქმედებები მაღიზიანებს. ზოგჯერ ერთი რიგი გადატვირთულია, მარჯვენა ზოლი კი ცარიელია იმის გამო, რომ ვიღაც "ჭკვიანს" იმ ზოლში მანქანა ჰყავს ცუდად გაჩერებული. ელემენტარული წესები არ ესმით და მერე ისევ სხვას უშლიან ხელს მოძრაობაში.
გიორგი, 45 წლის, ფეხით მოსიარულე:
– მოძრაობის წესებს ვიცავ და ვცდილობ, მძღოლებს ხელი არ შევუშალო. გარდა იმისა, რომ ამით საკუთარ სიცოცხლეს ვუფრთხილდები, სხვასაც არ ვაგდებ საფრთხეში. ჩემი ნება რომ იყოს, სამარშრუტო ტაქსებს და ავტობუსებს მარცხენა ზოლში მოძრაობას ავუკრძალავდი. ყველაზე ხშირად სწორედ ისინი არღვევენ მოძრაობის წესებს.
ნიკა, 28 წლის, მძღოლი:
– შეძლებისდაგვარად ყველა წესს ვიცავ. ვცდილობ, მნიშვნელოვანი დარღვევები არ მქონდეს, თუმცა, როგორც ყველა მძღოლს, პატარ–პატარა დარღვევები მეც მაქვს. განსაკუთრებით მაღიზიანებენ ქალი მძღოლები. ვფიქრობ, მათთვის სპეციალურად უნდა დაიდგას ქალაქში კამერები და დააფიქსირონ დარღვევები! ციმციმას გარეშე შეუხვევენ? დააჯარიმონ! მესამე ზოლიდან პირველში გადმოჭრიან? დააჯარიმონ! შუქნიშანზე იქ არ გაჩერდებიან, სადაც საჭიროა? დააჯარიმონ!
კოსტა, 35 წლის, მძღოლი:
– ფეხით მოსიარულეები ბატებივით დადიან, გეგონება, სოფლის შარაგზაზე იყვნენ და არა – ცენტრალურ ტრასაზე. წაშლილი სახეები აქვთ. ასე მგონია, ამ დროს არაფერზე ფიქრობენ. ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ რაღაც რომ მოხდეს, მერე ყველაფერში მძღოლს ადანაშაულებენ, რაც არასწორია.
ნუგზარი, 42 წლის, მძღოლი:
– ფეხით მოსიარულეებისთვის კანონი უნდა გამკაცრდეს! ისინი პირდაპირ ბორბლებში გვივარდებიან. ამას ვინმემ უნდა მიხედოს!
ნანა, 36 წლის, მძღოლი:
– კანონმორჩილი ვარ. მოძრაობის წესებს იშვიათად ვარღვევ. ყველაზე მეტად მაღიზიანებენ დიდი, შავი "ჯიპების" მძღოლები. მცირე დაკვირვება ჩავატარე ქალაქის ქუჩებში და აღმოვაჩინე, რომ ასეთ მანქანებზე უმეტესად დიდღიპიანი კაცები სხედან, ისეთები, ვითომ რომ ბიზნესმენობენ. წესრიგს სწორედ ისინი არღვევენ.
ლევანი, 52 წლის, მძღოლი:
– მოძრაობის წესების დაცვა არ მიჭირს. დიდი ხანია მანქანას ვატარებ, მაგრამ ბოლო ხანებში თბილისში მანქანით მგზავრობა უფრო სახიფათოა, ვიდრეÖფეხით. უამრავი უცოდინარი ზის საჭესთან და თან ყველა სწრაფად ატარებს. ძალიან მაღიზიანებს, სანაპიროზე სიჩქარის აღმნიშვნელი ტრაფარეტი რომ გააკეთეს. სისულელეა, რომ ტრასის იმ მონაკვეთზე მხოლოდ 60 კილომეტრი სიჩქარით იარო საათში. ამ სიჩქარით რომ მივდივარ, მგონია, ერთ ადგილას ვდგავარ.
ლილიკო, 30 წლის, ფეხით მოსიარულე:
– ამას წინათ მოსახვევში მოვინდომე გზაზე გადასვლა და კინაღამ მანქანა დამეტაკა. რამე რომ მომხდარიყო, ნამდვილად ჩემი ბრალი იქნებოდა და არა – მძღოლის. ამის შემდეგ თავს პირობა მივეცი, რომ ასე აღარასოდეს მოვიქცე.
ზურა, 59 წლის, მძღოლი:
– ალბათ ყველა ადამიანი, ვისაც საჭესთან ჯდომა უწევს, ფეხით მოსიარულეებით შეწუხებულია. ქალაქში საშინელი სიტუაციაა. ყველა იქ გადადის და გადმოდის, სადაც მოესურვება. თან ზოგი ისეთი დაბნეულია, რომ სიგნალიც არ ესმის. ზოგი თან რაღაცას უსმენს და ისე გადადის გზაზე. მხოლოდ მძღოლის ბრალი არ არის, საგზაო შემთხვევები რომ ხდება. ბევრი რამ ფეხით მოსიარულებზეცაა დამოკიდებული.
ლელა, 68 წლის, ფეხით მოსიარულე:
– კარგია, რომ მიწისქვეშა გადასასვლელებს აკეთებენ და შუქნიშნები დაამატეს. ქალაქში მდგომარეობა აშკარად გამოსწორდა, ხალხმა შუქნიშნებზე გადასვლა ნელ–ნელა ისწავლა. ჩემს შვილიშვილებს ვასწავლი, რომ მანქანას წინ არ გადაურბინონ, მაგრამ მაინც არ ესმით. გმირობა ჰგონიათ, თუ მანქანებს შორის გაძვრებიან.
მარიამი, 25 წლის, ფეხით მოსიარულე:
– მოძრაობის წესებს ვერ ვიცავ. ქუჩაში პირდაპირ გადავდივარ, მაგრამ ყურადღებით ვარ. გმირთა მოედანზე რომ მიწისქვეშა გადასასვლელია, იქ ჩასვლას მართლა მირჩევნია, ვიღაცამ დამარტყას.
ნინო, 38 წლის, მძღოლი:
– სანამ საჭეს მივუჯდებოდი, ყოველთვის მაღიზიანებდნენ მძღოლები, რომლებიც ფეხით მოსიარულეებს წვიმიან ამინდში ისე ჩაუვლიდნენ, ტალახიანი წყლით წუწავდნენ. ვფიქრობდი, რატომ არ უთმობენ გზას და არ ცდილობენ, ადამიანი არ დასვარონ–მეთქი. როცა საჭეს მივუჯექი, მაშინ მივხვდი, რომ თურმე ყველაფერი ფეხით მოსიარულის ბრალია. რატომ უნდა ჩაუხტე ბორბლებში მანქანას, მით უმეტეს, წვიმიან ამინდში?! დააცადე, გაიაროს და მერე გადადი გზაზე ან ტროტუარზე იარე. მოკლედ, სანამ მძღოლი არ გავხდი, ვერ მივხვდი, რა პრობლემას წარმოადგენენ ფეხით მოსიარულეები.
მანჩო, 22 წლის, ფეხით მოსიარულე:
– ყოველთვის მიწისქვეშა გადასასვლელით ვსარგებლობ და შუქნიშნებზე გადავდივარ. ჩემთვის გაუგებარია, თუნდაც ტელევიზიასთან, სადაც ორმხრივი და შეუჩერებელი მოძრაობაა, რატომ უნდა გადავურბინო მანქანებს. მით უმეტეს, გაუგებარია იმ დედების საქციელი, რომლებიც ამ ადგილას ბავშვიანი ეტლით გადადიან და ძალიან ბევრის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ!
ცირა, 62 წლის, ფეხით მოსიარულე:
– სანამ არ გავიგე, რომ გზაზე შუქნიშნის გარეშე გადასვლა ჯარიმდებოდა, იქამდე პირდაპირ გადავდიოდი. კი, ბატონო, ეს სახიფათოა, მაგრამ შუქნიშნები და მიწისქვეშა გადასასვლელები ყველგან არ არის ან ძალიან შორსაა და იქამდე მისვლას მერჩივნა, პირდაპირ გადავსულიყავი. ახლა კანონს ვემორჩილები, რადგან არ მინდა, დამაჯარიმონ.
ლაშა, 37 წლის, მძღოლი:
– ფეხით მოსიარულეები მძღოლებს ავალდებულებენ, რომ ყველა შემთხვევაში დაუთმონ გზა. შეიძლება გაშლილ ტრასაზე 180–ით მიქროდე და ამ დროს წინ ვიღაცამ გადაგირბინოს. ხანდახან ვფიქრობ, მანქანებს მიწისქვეშა გადასასვლელებში გასვლის უფლება რომ მისცენ, ფეხით მოსიარულეები იქაც ჩამოგვყვებიან.
მანანა ნოდია

სიახლეები

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს
ყველაზე გრძელი ცხვირი 8,8 სანტიმეტრია

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში
გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან