რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში
ტაიბეი – ჩინეთის მეზობლად მდებარე კუნძულ ტაივანის დედაქალაქი – მდინარე დანშუიზე მდებარეობს, რომელიც წყნარ ოკეანეს უერთდება. ქალაქში ხშირია მიწისძვრები, მიუხედავად ამისა, ტურისტთა სიმცირეს არასოდეს უჩივის. აზიის ამ ულამაზეს მხარეში ტურისტები სხვადასხვა მიზეზით ჩადიან, ზოგს წყნარი ოკეანის სანაპიროზე გარუჯვა სურს, ზოგს – ღირსშესანიშნაობების ნახვა, ზოგს კი იმ ფეშენებელური მაღაზიების შემოვლა, რომლებიც დედაქალაქში მრავლადაა.
კლიმატი
ტაიბეისთვის, როგორც ოკეანისპირა ქალაქისთვის, ტროპიკული კლიმატია დამახასიათებელი. ზაფხული ცხელი და მშრალია, მინიმალური ტემპერატურა 30 გრადუსს აღწევს. ზამთარში შედარებით გრილა და ტემპერატურა 10 გრადუსზე დაბლა არასოდეს ჩამოდის. დასვენებისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრიდან ნოემბრის ბოლომდეა. ამ დროს ტურისტთა რაოდენობა პიკს აღწევს. ტაიბეიში შემოდგომა – წვიმიანი, ხოლო გაზაფხული საოცრად ლამაზი და სასიამოვნოა.
ფული
ტაიბეის, ისე როგორც მთელი კუნძულის, ეროვნულ ვალუტას ახალი ტაივანური დოლარი წარმოადგენს. 2001 წლამდე ძველი ტაივანური დოლარი იყო. მიმოქცევაშია 100, 200, 500, 1000 და 2000 ნომინალიანი ბანკნოტები.
დედაქალაქში, ეროვნულთან ერთად ამერიკული და ავსტრალიური დოლარის გარდა, სხვა ვალუტით სარგებლობის იმედი ნუ გექნებათ. 1 ავსტრალიური დოლარი 25 ახალი ტაივანური დოლარის ეკვივალენტია, ხოლო ერთი ამერიკული დოლარი – 32,45 ახალი ტაივანური დოლარის.
რაც შეეხება საკრედიტო ბარათებს, გარეუბნების გარდა, ისინი ჩვეულებრივად გამოიყენება. ეროვნული ვალუტის იმპორტსა და ექსპორტზე გარკვეული შეზღუდვებია. 40 ათას ტაივანურ დოლარზე მეტის არც შეტანა შეიძლება და არც გატანა. უცხოურ ვალუტაზე შეზღუდვა არ არის, მაგრამ 10.000 ამერიკულ დოლარზე მეტის შეტანის შემთხვევაში დეკლარაციის შევსება მოგიწევთ.
ენა
ჩინური ტაიბეის ოფიციალური ენაა, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობა ტაივანურ ენაზე საუბრობს. ქალაქის, ისევე როგორც მთელი ქვეყნის, საგანმანათლებლო სისტემა ჩინურზეა დაფუძნებული. უნდა აღინიშნოს, რომ ტაივანური ძალიან ჰგავს ჩინურს.
გადაადგილება
ტაიბეიში ჩასვლა თვითმფრინავით ან გემით შეგიძლიათ. დედაქალაქში ორი აეროპორტია, საერთაშორისო – ქალაქიდან 40 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო სონგშანის სახელობის აეროპორტი პირდაპირ ქალაქის ცენტრშია განთავსებული. საერთაშორისო აეროპორტიდან დედაქალაქამდე ჩასასვლელად სპეციალური ავტობუსებია დანიშნული, რომელთა ღირებულება 120–150 ახალ ტაივანურ დოლარამდეა. თვითმფრინავით ძირითადად ევროპელი და ამერიკელი ტურისტები სარგებლობენ, ხოლო აზიის ქვეყნებიდან უპირატესობა გემს ენიჭება. გაცილებით იაფი და თანაც საინტერესოა გემით მგზავრობა, თუ, რა თქმა უნდა, საკმარისი დრო გაქვთ.
დედაქალაქში გადასაადგილებლად უამრავი ტრანსპორტი ფუნქციონირებს. როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ავტობუსით მგზავრობა სხვა ტრანსპორტთან შედარებით ძვირია. ტაიბეიში მეტროც ფუნქციონირებს, ამიტომ ავტობუსს შედარებით იშვიათად იყენებენ.
მანქანის დაქირავება მთელი დღითაც შეგიძლიათ და ფასიც დაბალია. რაც შეეხება ტაქსის, ისინი იმდენად ბევრია, რომ ძებნა და ცდა არ დაგჭირდებათ, პირიქით, მძღოლები თავად მოგძებნიან, თანაც ძალიან მეგობრულები არიან. გაითვალისწინეთ, ტაქსის მძღოლები აუცილებლად შეეცდებიან თქვენთან პოლიტიკურ თემებზე საუბრის გაბმას და არავითარ შემთხვევაში აჰყვეთ, თორემ შეიძლება თავიდან ვეღარც კი მოიშოროთ. ისინი მთელი დღე რადიოს უსმენენ და პოლიტიკაში კარგად ერკვევიან.
სამზარეულო
ტაივანის სამზარეულო ჩინური და იაპონური სამზარეულოების ნარევს წარმოადგენს. ნაციონალური კერძების უმრავლესობა ხორცითა და ზღვის პროდუქტებით მზადდება. ბრინჯი და სოია კერძების განუყრელ ინგრედიენტებს წარმოადგენს. ტაიბეიში კვება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა არსებობს ადგილები, სადაც იაფად დანაყრდებით – ღამის მარკეტებში, სადაც მაგიდაცაა და სკამებიც, იაფად წახემსებაც შეიძლება. იქ სულ მცირე 20 სახეობის კერძს შემოგთავაზებენ და თითოეული მაგანი რამდენიმე ახალი ტაივანური დოლარი დაგიჯდებათ.
ტრადიციული კერძებიდან აღსანიშნავია კოა–ბაჰი – კარტოფილში ჩაშუშული ხორცი და შეუცვლელი ო–ა–ჩაინი – ხამანწკა კვერცხსა და სოიაში. ტაივანური სოსისის გასინჯვას მაღალი დონის რესტორნებში გირჩევთ, რადგან მას უგემრიელეს სოუსთან ერთად შემოგთავაზებენ.
რაც შეეხებათ ვეგეტარიანელებს, ტაიბეიში ისინი დაჩაგრულები არიან. მათთვის განკუთვნილი რესტორნები არ არსებობს, კერძები კი თითზე ჩამოსათვლელია.
ტაივანელები, ჩინელების მსგავსად, სპეციალური ჩხირებით დიდი თეფშებიდან მიირთმევენ. რაც შეეხება სასმელებს, ჩაი და ყავა თანაბარი პოპულარობით სარგებლობს. ორივე მათგანს რძით აზავებენ და უგემრიელეს ხილის ნამცხვართან ერთად მიირთმევენ. ალკოჰოლიდან პირველ ადგილზე მარცვლეულის ლიქიორი "კაოლიანგია". მას არ ჩამოუვარდება ბრინჯის ღვინო "საოხინგი", რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ღვინოდაა აღიარებული. ადგილობრივები საკმაოდ მსუბუქ ლუდს მიირთმევენ ყინულით.
ღირსშესანიშნაობები
იმის გარდა, რომ ტაიბეიში კარგად გაირუჯებით და ეგზოტიკური დასვენებით დატკბებით, სანახავი და დასათვალიერებელიც ბევრია. დედაქალაქში განთავსებული ყველა შენობა ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული და ორიგინალურია. ამ თვალსაზრისით, პირველ ადგილზეა ეროვნული საკონცერტო დარბაზი, სადაც ყოველ საღამოს გაეცნობით ტაივანურ კულტურას.
ექსკურსიის დასაწყებად საუკეთესო ადგილი ეროვნული მუზეუმია, სადაც წარმოდგენილია 600.000 უძველესი ხელოვნების ნიმუში. ერთობ ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა ჩინეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და პრეზიდენტის, ჩან კაი შის მემორიალური დარბაზი.
მსოფლიოში ათი საუკეთესო სასტუმროდან ერთ–ერთი – "გრანდ ჰოტელი" – სწორედ ტაიბეიში მდებარეობს. სასტუმრო 1952 წელს გაიხსნა, თუმცა მისი რეკონსტრუქცია ყოველწლიურად მიმდინარეობდა, საბოლოო სახე კი 1973 წელს მიიღო. არ შეიძლება ტაიბეის ხსენებაც კი ცათამბჯენ "ტაიბეი 101"–ის გარეშე. 101 სართულიანი შენობა მსოფლიოს ყველაზე მაღალ ნაგებობად ითვლებოდა 2007 წლის 21 ივლისამდე (დუბაიში "ბურჯ დუბაის" გახსნამდე).
ტაიბეი ულამაზესი ბუნებითაც გამორჩეული ქალაქია. ბუნებრივი ეროვნული პარკები დედაქალაქის ნამდვილი საგანძურია. ეგზოტიკური დასვენებისათვის კი საუკეთესო ადგილია ფულონგ ბიჩი. ტურისტთა რაოდენობით მას ნამდვილად არ ჩამოუვარდება ჰოვარდის სანაპირო. ასე რომ, ტაიბეიში მოგზაურობა ერთგვარი თავგადასავალია.
უსაფრთხოების წესები
კრიმინალური თვალსაზრისით, ტაიბეი საკმაოდ დაცული ქალაქია, თუმცა ტურისტთა თავშეყრის ადგილებში მრავლად არიან ჯიბის ქურდები.
რესტორანსა თუ კაფეში შეიძლება უმი საჭმელი მოგართვან, მაგრამ პრეტენზიებისაგან ჯობია თავი შეიკავოთ. უმჯობესია, შეკვეთამდე ითხოვოთ, კარგად შემწვარი და მოხარშული მოგიტანონ. გადადუღების გარეშე ონკანის წყლის დალევას არ გირჩევთ.
ღამის საათებში სტვენა და, მით უმეტეს, ზარის დარეკვა ტაიბეიში აკრძალულია, რადგან, მათი აზრით, ამგვარი ქმედება ეშმაკის გამოძახებას ნიშნავს.
ასაკოვნებისათვის ფეხსაცმლის საჩუქრად მიტანა არ შეიძლება, ეს მათთვის საიქიოში გამგზავრების ტოლფასია. თუ მოხდა და სახლში მიგიპატიჟეს, ფეხსაცმელი აუცილებლად გაიხადეთ, სტუმრებისათვის განკუთვნილი ოთახის ფლოსტები ყველა ოჯახშია. ადგილობრივები იშვიათად სვამენ, თან არასოდეს თვრებიან. ნასვამები სასტიკად არ უყვართ და პირდაპირ იერიშზე გადადიან. ასე რომ, ეს გაითვალისწინეთ და ზომაზე მეტი არასოდეს დალიოთ.
უბის წიგნაკი
ქვეყანა – ტაივანი;
დედაქალაქი – ტაიბეი;
მოსახლეობა – 2.618.772;
ფართობი – 271.799 კვ.კმ;
ოფიციალური ენა – ჩინური;
ვალუტა – ახალი ტაივანური დოლარი.
მოამზადა თათია ბოჭორიძემ

სიახლეები

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს
ყველაზე გრძელი ცხვირი 8,8 სანტიმეტრია

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან