"მოდას ყოველთვის ვუსწრებ!"
გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
სხვებისგან იმდენად მკვეთრად განსხვავებულად აცვია, რომ ზოგში გაკვირვებას იწვევს, ზოგში – სიცილს, ზოგში – გაღიზიანებას. მისი ჩაცმულობის სტილი ალბათ ძალიან ცოტას მოსწონს და მათგან ერთ–ერთი თვითონაა. შეიძლება უკვე მიხვდით, რომ ეს ადამიანი ტელეწამყვანი და ფსიქოლოგი გია ჯაჯანიძეა. ის თავად ქმნის საკუთარ სტილს და არასოდეს ინტერესდება სხვისი აზრით ამ საკითხზე. იცვამს იმას, რასაც ქართველი მამაკაცების უმრავლესობა არასოდეს ჩაიცვამს. გიამ გვითხრა, ჩემი ჩაცმულობის გამო ხანდახან დამცინიან კიდეცო. ამ დროს როგორია მისი რეაქცია, ინტერვიუდან შეიტყობთ.
– მოგწონთ, როცა თქვენი ჩაცმულობით ყურადღებას იქცევთ, თუნდაც ეს ყურადღება არაკეთილგანწყობილი იყოს?
– ბავშვობიდან ვგიჟდები განსხვავებულობაზე და ეს არასოდეს ხდება ყურადღების მიქცევის მიზნით. ჯერ კიდევ ბავშვობაში, 1970 წელს, მქონდა შავ–თეთრი პერანგები. მახსოვს, დედაჩემს ვეხვეწებოდი, შავ პერანგს თეთრი საყელო მიაკერე და თეთრს შავი–მეთქი. მერე ეს მომბეზრდა და თეთრ პერანგს შავი სახელოები გავუკეთე. ყველაფერს თვითონ ვიგონებდი. ძალიან უცნაურ რაღაცას გეტყვით: 1979 წელს დავხიე ჯინსის შარვალი და ამოხეულებში ქვემოდან შავი ნაჭრები ამოვაკარი. ის შარვლები, როგორიც მე წლების წინ მეცვა, ახლა შემოვიდა მოდაში.
– ძალიან გაგისწრიათ მოდისთვის.
– მართლაც ძალიან ვასწრებდი. ჩაცმასთან დაკავშირებით ბევრ უცხო და უცნაურ რაღაცას ვიგონებდი. რაც მთავარია, სტილით ყველასგან გამოვირჩეოდი ჭიათურაში, სადაც ვცხოვრობდი, ხოლო როცა თბილისში ჩამოვედი, მაშინ გავგიჟდი, თუ გავგიჟდი!
ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფერს. შავი ფერი არც ისე მიყვარს, ამ ფერის სამოსი ძალიან იშვიათად მაცვია. უფრო მჭახე ფერები მიყვარს – წითელი, სტაფილოსფერი, ღია მწვანე... სწორედ ამის წყალობით გამოვირჩეოდი ყველასგან. ძველ დროს რომელი მამაკაცი ჩაიცვამდა წითელ პერანგს?! ქურდული მენტალიტეტის კაცები ხომ ცოცხლად შეჭამდნენ იმ ბიჭს, ვინც ღია ფერის პერანგებს ჩაიცვამდა. ამ დროს მე მხოლოდ პერანგი კი არა, შარვალიც წითელი მეცვა. 50 წლის კაცი ვარ, მაგრამ ამ ასაკშიც კი თამამად შემიძლია ჩავიცვა ფერადი შარვლები, თან ისე, რომ არც შემრცხვება. ვიცვამ ისე, როგორც ჩემს გულს უხარია, როგორც ჩემს სულს უნდა. ხალხი ამბობს, გია ასე იმიტომ იცვამს, რომ უნდა, გამორჩეული იყოსო. ასე არ არის! უბრალოდ ასე მომწონს და მორჩა!
– რა შეგიძლიათ უწოდოთ თქვენი ჩაცმის სტილს?
– ჩემს სტილს ჰქვია ჯაჯანიძის სტილი. სტილს მე თვითონ ვქმნი. თამამად ვამბობ, რომ მე ვიცვამ ორიგინალურად. არ მაქვს კონკრეტული სტილი. შემიძლია ჩავიცვა ფრაკიც და გალიფე შარვალიც. გალიფე ჩვენთან, ბოლო 2 წელია, რაც მოდაში შემოვიდა. მე კი 1999 წელს ჯინსის გალიფე მეცვა. შარშან შემოვიდა მოდაში მამაკაცებზე მაღალყელიანი ჩექმა. მე კი ძალიან დიდი ხანია, რაც ასეთი ჩექმით დავდივარ. ანუ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოდას ვწინასწარმეტყველებ.
არ ვარ დიზაინერი, მაგრამ ძალიან კარგად ვფლობ მოდის სპეციფიკას. როცა მოდის ჩვენებებს ვუყურებ, იმ წუთასვე ვხვდები, ჩვენი დიზაინერები თავიანთ ნამუშევრებში სად და როგორ იპარავენ დეტალებს. უკლებლივ ყველა ჩვენი დიზაინერი იპარავს. სხედან, უყურებენ უცხოეთის მოდის კვირეულებს და იქიდან იპარავენ პატარ–პატარა დეტალებს.
უცნაურ რაღაცას გეტყვით: იმ დღეს ერთ–ერთი გადაცემის წამყვანმა დამირეკა და თავის გადაცემაში სტუმრად მიმიწვია. გავთიშე თუ არა ტელეფონი, მაშინვე წარმოვიდგინე, როგორი სამოსით უნდა მივსულიყავი. ყოველთვის წინასწარ ვარჩევ, სად რა უნდა ჩავიცვა. ოღონდ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სამოსი ბრენდია თუ არა.
– წლების წინ სად შოულობდით ჯინსის გალიფე და ფერად–ფერად შარვლებს?
– მკერავთან მივდიოდი ან მე თვითონ ვკერავდი. გეტყვით, როგორ ვაკეთებდი: თეთრ ზეწარს ვღებავდი და ამ შეღებილი ნაჭრით ისეთ შარვალს ვაკერვინებდი, როგორიც მინდოდა. არასოდეს ვყრი პაწაწინა ნაჭრებს. რადგან დაბალი ვარ, ყველა ჯინსის შარვალი გრძელი მაქვს, ამიტომ მათი დამოკლება მიწევს. ყველა მოჭრილ ნაჭერს ვინახავ და სწორედ ამ ნაჭრებითაა გაკეთებული ის პერანგი, რომელშიც ახლა ფოტოც გადავიღე.
– ანუ, შეიძლება ითქვას, რომ, რაც გაცვიათ, ყველაფერი თქვენი ფანტაზიისა და ექსპერიმენტების შედეგია?
– ყველაფერი ჩემი ექსპერიმენტია. კარგია, რომ ეს ამართლებს. ვგიჟდები ასეთ რაღაცეებზე.
– მამაკაცების უმეტესობას საყიდლებზე სიარული არ უყვარს. თქვენ ალბათ გამონაკლისი ხართ.
– მე ძალიან მიყვარს. ერთადერთი, რაც არ მიყვარს, მაღაზიებში ტანსაცმლის მოსინჯვაა. ჩემი ზომები იმდენად კარგად მაქვს ათვისებული, შარვალს ან პერანგს რომ შევხედავ, ზუსტად ვიცი, კარგად მექნება თუ არა. ზომასაც კი არ ვნახულობ. გამყიდველები მთავაზობენ ხოლმე, მოისინჯეთო, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობ. არ მახსოვს, ნაყიდი ტანსაცმელი ოდესმე დამებრუნებინოს ან მეთხოვოს, შემიცვალეთ–მეთქი.
– რატომღაც მგონია, რომ სამოსის შერჩევას დიდ დროს ანდომებთ.
– არა, პირიქით, გადაწყვეტილებას სწრაფად ვიღებ. მაგალითად, შევდივარ მაღაზიაში, ვხედავ პერანგს. ამ დროს გონებაში ზუსტად იმ ადგილს ვხედავ, სადაც იმ პერანგს ჩავიცვამ. შევხედავ თუ არა, მაშინვე ვხვდები, რომ ის რაღაც ჩემია. სამოსის ყიდვის დროს ძირითადად იმაზე ვფიქრობ, ეთერისთვის რამდენად გამომადგება. ეკრანზე ყოველთვის ჩემი სამოსი მაცვია. რაც ეთერში ვზივარ, არც ერთ გადაცემაში ერთი და იგივე ტანსაცმელი არ მცმია. ჩემი გარდერობი ვერ ამოვწურე. იცით, ეს რატომ ხდება? ხშირად ვარ უცხოეთში. იქ შოპინგი კი ძალიან მიყვარს. არც აქაურ ტანსაცმელზე ვამბობ უარს. ოღონდაც მოხერხებულად მეცვას და ბაზრობაზეც შევიძენ რაღაცეებს, რა პრობლემაა!
– სამოსის შერჩევის დროს კიდევ რას აქცევთ ყურადღებას?
– ფერს. თუ ფერი მომეწონა, მაგრამ პატარა უხარისხობა შევნიშნე, მაინც ვყიდულობ და მე თვითონ გადავაკეთებ. მიყვარს გადაკეთება და მსგავსი რაღაცეები. ჩემი აზრით, რაც მაცვია, ყველაფერი ეფექტურია. ის სპორტულებიც კი ეფექტური მაქვს, რომლებსაც სახლში ვხმარობ. ჩემი მიზანია, რაც მაცვია, ყველაფერი თვალშიმოსახვედრი იყოს. ზედმეტად დახვეწილი რაღაცეები არ მიყვარს. მაქვს ასეთი ტანსაცმელი, მაგრამ ვერ ვიცვამ.
– და თქვენს გარდერობში ბევრია ასეთი დახვეწილი ტანსაცმელი?
– კი, მოიპოვება რაღაცეები. ძალიან ხშირად ახლობლებს ვაძლევ ჩემს სამოსს. ახლაც ერთი ჯინსის შარვალი უნდა გავაჩუქო.
– ტანსაცმლის განათხოვრებაც გეყვარებათ.
– ეგ კითხვა არც უნდა დამისვათ! არ არსებობს, ვინმეს რამე ვათხოვო. თუ მაინც ვათხოვებ რამეს, მაშინ ვეუბნები, რომ აღარ მომიტანოს. ყველა ჩემმა მეგობარმა და ახლობელმა იცის, რომ ტანსაცმელი არ უნდა მთხოვოს. ტანსაცმელს ვაჩუქებ, მაგრამ ვერ ვათხოვებ! ეს გამორიცხულია!
– ჩაცმულობის გამო ალბათ ბევრი გაკრიტიკებთ პირს უკან, პირში თუ გაუკრიტიკებიხართ ვინმეს?
– გავუკრიტიკებივარ კი არა, დაუცინიათ კიდეც.
– ამ დროს როგორია თქვენი რეაქცია?
– ამ დროს მათ ვპასუხობ, როგორ შეიძლება ადამიანი ტანსაცმლით გაზომოთ–მეთქი. მოლა ნასრედინი დაპატიჟეს ძალიან დიდ წვეულებაზე. როცა მივიდა, მთლად კარგად არ გამოიყურებოდა და ამის გამო არ შეუშვეს. უთხრეს, არ იქნებით მოწვეულიო და უკან გაისტუმრეს. წავიდა ნასრედინი, ჩაიცვა ძვირფასი სამოსი და, რა თქმა უნდა, უპრობლემოდ შეუშვეს. მან სუფრაზე დალაგებულ საჭმელებში თავისი კაბის კალთები ჩააწყო. რას შვრებიო, ჰკითხეს. თქვენ ხომ ძვირფასი სამოსი მოგიწვევიათ სტუმრად და არა მე, აი, ისიც მოვიდა და ახლა ამ საჭმელებს გეახლებათო.
ტანსაცმლით ადამიანი არ უნდა განსაზღვრო. შეიძლება ვიღაცას დახეული სამოსი ეცვას, მაგრამ ამ ძონძებში ძალიან სუფთა სული იმალებოდეს. მე ჩაცმის მიხედვით არასოდეს ვაფასებ ადამიანს. ყველა ზედატანს კისერთან მარკას ვაჭრი. ვერ ვიტან, ხელს მიშლის. ზოგი სპეციალურად უტოვებს მარკას, რომ ხალხს ანახოს, რომელი ბრენდის სამოსი აცვია.
ერთი არანორმალური თვისება მაქვს – ახლა რაც მაცვია, გამორიცხულია, ხვალაც ჩავიცვა.
– თქვენს ჩაცმულობასთან დაკავშირებით ოჯახის წევრების აზრით თუ ინტერესდებით?
– არავის აზრი არ მაინტერესებს, ამიტომ მარტო მიყვარს საყიდლებზე სიარული. ერთხელ უცხოეთიდან ულამაზესი თეთრი პიჯაკი და შარვალი ჩამოვიტანე. ძალიან სერიოზულ "ტუსოვკაზე" უნდა წავსულიყავი, არადა არაფრით არ მინდოდა წასვლა. აუცილებელი რომ არ ყოფილიყო, არც წავიდოდი. ხასიათის გამოსასწორებლად, იცით, რა ვქენი? ავიღე მაკრატელი და კოსტიუმი და შარვალი ტანზე შემოვიჭერი. შიგნით შავები ჩავიცვი და ვერ წარმოიდგენთ, რა ლამაზი გამოვიდა. მე მგონი, ბოლო დონეზე მაქვს ფანტაზია განვითარებული.
– ყველაზე უცხო, ავანგარდული რა გაგიკეთებიათ?
– საახალწლოდ ორი პერანგი ვიყიდე, ერთი – წითელი და მეორე – თეთრი. გადავჭერი შუაზე და ერთმანეთზე გადავაბი. აი, ეს გამოვიდა, რაც ახლა ფოტოსესიის დროს ჩავიცვი. იმდენი უცნაურობა მაქვს გაკეთებული, აღარც ვიცი, რომელი ერთი მოვყვე.
– სამკაულებიც გიყვართ. ესეც იშვიათია მამაკაცისთვის.
– ძალიან მიყვარს ბეჭდები, მაგრამ ამ ბოლო დროს თითქოს მღლის უკვე მათი სიმრავლე. ყურებიც მაქვს გახვრეტილი, მაგრამ საყურეებს არასოდეს ვიკეთებ. ვთვლი, რომ არ მიხდება. საყურე უნდა ეკეთოთ ვაჟკაცურ, ათლეტურ ტიპებს. განსაკუთრებულად შავკანიანებს უხდებათ. მე ისედაც ნაზი მანერები მაქვს და საყურეც რომ გავიკეთო, მგონი, ზედმეტი იქნება.
ძალიან ბევრი საათი მაქვს. არის დღეები, როცა ყველა აქსესუარი მიყვარს, მაგრამ ხანდახან ყველაფერი მეზიზღება. ხასიათს გააჩნია. საღამოს არასოდეს ვფიქრობ, რას ჩავიცვამ მეორე დღეს. დილით, პირის გაპარსვის დროს, ვფიქრობ ამაზე.
– რის გარეშე არ გადიხართ სახლიდან?
– მე მიყვარს ყველაფერი პრაქტიკული. არ მიყვარს ჯიბეების გამოტენვა გასაღებებით, სიგარეტით, პასპორტით... ამ ყველაფრისთვის არსებობს ჩანთა. ჩანთებს დიდი სიამოვნებით ვხმარობ. უჩანთოდ სახლიდან არასოდეს გავდივარ. თან უამრავი რაღაც დამაქვს და ჩანთის გარეშე ვერ მოვახერხებ მათ ტარებას. მგონია, რომ უჩანთოდ შიშველი ვარ.
– რადგან ასე დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ჩაცმას, ალბათ ისიც კარგად იცით, რა ხდება მოდის კვირეულებზე.
– განსაკუთრებული არაფერი ხდება. მოდის კვირეულებზე თბილისელები ხალისობენ და მეტი არაფერი. რომ გითხრათ, რომელიმე დიზაინერის კოლექციამ შოკში ჩამაგდო–მეთქი, მოგატყუებთ.
ქეთი დინოშვილი

სიახლეები

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს
ყველაზე გრძელი ცხვირი 8,8 სანტიმეტრია

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში