ვინ აცმევდა გოგი ქავთარაძეს "ჩულქებს"
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
ისეთი რთული გზა, როგორიც კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატულ თეატრს ჰქონდა, ალბათ არც ერთ თეატრს გამოუვლია. დასი წლებია სხვადასხვა თეატრის კედლებს არის შეხიზნული. ახლა მათ მარჯანიშვილის თეატრის სხვენი მასპინძლობს.
რეკვიზიტორი იზო ბოკუჩავა 30 წელია სოხუმის თეატრს ემსახურება. იქ ცნობილი რეჟისორისა და მსახიობის, გოგი ქავთარაძის წყალობით მოხვდა. ყოფილა წუთები, როცა ქალბატონ იზოს უნანია, რომ ცხოვრება თეატრს დაუკავშირა. არავისთვისაა საიდუმლო, თუ როგორი რთულია კულისების მიღმა ცხოვრება და მასაც არაერთხელ გასცრუებია იმედი. ჰყავს ოჯახი, რომელსაც თეატრის გამო ყურადღება აკლდა... მაგრამ, როგორც ჩანს, მართალი ყოფილა, რომ ამბობენ, სცენის მტვერი ერთხელ თუ ჩაყლაპე, თეატრის სიყვარულით სამუდამოდ დაავადდებიო. ეს მათაც ეხება, ვინც უშუალოდ სცენაზე კი არა, კულისებში დგანან.
იზო ბოკუჩავას სოხუმში მშობლიური თეატრის კედლები ენატრება. ისეთი ლამაზი შენობა გვქონდა, მსგავსი არსად მინახავსო, გვითხრა.
იზო ბოკუჩავა:
– 1992 წელს სოხუმში ბოლოს უკვე ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ აღარ დაგვედგომებოდა. ჩვენს აფიშებსაც ხევდნენ. მე სხვებთან შედარებით აქტიური ვიყავი, ამიტომ სწორედ მე დამავალეს სოხუმის ქუჩებში აფიშების გაკვრა. დილით ადრე ვდგებოდი, რომ ქართული აფიშების გამოკვრა მომესწრო. თეატრის დიდი სიყვარული რომ არა, ამდენს ვერ გავუძლებდი.
ბავშვობიდან ოთარ კობერიძესთან, ზურა ლაფერაძესთან ერთად ვიზრდებოდი. სოხუმის თეატრს ოქროს ხანა მაშინ ედგა, როცა ჩვენთან გოგი ქავთარაძე მუშაობდა. მის შემდეგ შემდეგ ჩემთვის ყველაზე საყვარელი შემოქმედი დოდო ალექსიძე გახლდათ. მასთან მუშაობა არაჩვეულებრივი იყო, ზღაპარი! მოფერებით დოდო მამას ვეძახდი.
გიზო ჟორდანიამ ჩვენთან სამი სპექტაკლი დადგა: "მარადისობის კანონი", "ყვარყვარე" და "ქალი ყვავილით". გიზოს ძალიან უყვარდა, როცა სცენაზე ბევრი რეკვიზიტი იყო. მახსოვს, ერთხელ რაღაც რეკვიზიტები მთხოვა, რეპეტიციისთვის სჭირდებოდა და მე არ ჩავიტანე სცენაზე. ძალიან დაღლილი ვიყავი, საგრიმიოროში ვიჯექი და ვქაქანებდი. რომელი რეკვიზიტებიც აკლდა, გიზომ ყველა ერთად მოაგროვა და საგრიმიოროს კართან დაალაგა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ უნდა ავმდგარიყავი და ჩამეტანა. როცა "ქალი ყვავილით" იდგმებოდა, გიზოს ვუთხარი, თუ ისევ ბევრ რეკვიზიტს მომთხოვ, თეატრიდან მივდივარ–მეთქი... კვდებოდა სიცილით.
ნამუშევარი მაქვს თემურ ჩხეიძესთანაც. ესაა ადამიანი, რომლისგანაც ყველა მამაკაცმა უნდა ისწავლოს ზრდილობა, ქალის პატივისცემა... როგორი დაღლილი და გაბრაზებულიც უნდა ვყოფილიყავი, ისე მეტყოდა სათქმელს, რომ სიბრაზე მავიწყდებოდა. ყოველთვის იცოდა მადლობის გადახდა და ბოდიშის მოხდა. მისგან კარგის მეტი არაფერი მსმენია. ეს ალბათ იმანაც განაპირობა, რომ მედეა ჩახავას შვილია და მისი შვილი სხვანაირი არც შეიძლება იყოს.
ვმუშაობდი ლევან წულაძესთან და გოჩა კაპანაძესთან. ჭოლაზე ჭკუას ვკარგავ, ისე მიყვარს! მან ორი სპექტაკლი დადგა ჩვენთან. გოჩამ ჩვენთან "ღალატი" დადგა. ჭოლასთან შედარებით გოჩა მკაცრია. ახლახან ნიკა თავაძემ დადგა ჩვენთან "მე, ბებია და ჭინკები". დიმა ხვისტიაშვილმა დადგა "პრემიერა". ბოლოს "კამანის" პრემიერა გვქონდა. ძალიან მძიმე, ტრაგიკული სპექტაკლია.
სულ მაქვს სოხუმში დაბრუნების იმედი. აქ ნათესავის ბინაში ვცხოვრობ. ისე მენატრება იქაურობა, რომ ეზოში პატარა სოხუმი მაქვს მოწყობილი. არ მინდა აქ სიკვდილი, ჩემს მიწაზე მინდა.
– თქვენ რეკვიზიტორი ხართ. მოდით, ჩვენს მკითხველს უფრო ვრცლად გავაცნოთ, რა ევალება ამ პროფესიის ადამიანს თეატრში.
– სპექტაკლის დადგმის დროს რეჟისორი და მხატვარი თანხმდებიან, რა სჭირდებათ სცენაზე. რომელ რეკვიზიტებსაც მოითხოვენ, მე ვალდებული ვარ, ვიზრუნო. მევალება, ვიცოდე, რომელი მსახიობი რომელი მხრიდან შედის სცენაზე, ვის რომელი რეკვიზიტი უნდა ეჭიროს. სოხუმში ცოტა სხვანაირად ვმუშაობდით. დიდი მაგიდა გვქონდა, რომელზეც სპექტაკლის რეკვიზიტები იდო. ყველა მსახიობმა იცოდა, რომელი რეკვიზიტი ვის ეკუთვნოდა. თუ მოხდა და რამე დაიკარგა, პასუხი მე მომეთხოვება. ყოველთვის დაძაბული ვარ, რომ სპექტაკლმა კარგად ჩაიაროს. ამის გამო ხშირად ვბუზღუნებ.
– მსახიობებთან მკაცრი ხართ?
– მსახიობებთან ერთი მოთხოვნა მაქვს: რეკვიზიტი ადგილზე დააბრუნონ! სულ იმას ვჩხუბობ, თუ არ დებთ თავის ადგილას, ის მაინც მითხარით, სად დებთ, რომ არ ვეძებო–მეთქი. ახლახან მოხდა ერთი შემთხვევა: "კამანზე" ერთ–ერთ მსახიობს რეკვიზიტად ხის ჯვარი ჰქონდა. მოვიდა და მეუბნება, ჯვარი ვერსად ვნახეო. არადა მე ჩამოვკიდე ის ჯვარი თავის ადგილას. მოკლედ, ისე წავედი თეატრიდან, ჯვარი ვერ ვიპოვე. სპექტაკლის შემდეგ მსახიობების კოსტიუმები სახლში მიმაქვს ხოლმე გასარეცხად. ამ მსახიობის კოსტიუმი რომ დავფერთხე, ჯვარი ჯიბიდან ამოვარდა. მეორე დღეს ქოქოლა ვაყარე, რას მაძებნინე–მეთქი. მსახიობები ხანდახან ცოტას სვამენ, მაგრამ რა მოხდა, ყველანი ადამიანები ვართ.
– მსახიობების კოსტიუმების მოვლაც თქვენ გევალებათ?
– თეატრში ყველაფერი ისეა აწყობილი, რომ ყველა ერთმანეთს ვეხმარებით. იყო დრო, როცა მათ კოსტიუმებზეც ვმუშაობდი და სპექტაკლის რეკვიზიტებზეც, მაგრამ ახლა მხოლოდ რეკვიზიტები მევალება. ჩემი სურვილით ვეხმარები ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება. მსახიობებს კულისებში ბოთლებით წყალს ვულაგებ ხოლმე, რომ დალიონ. მოკლედ, ბავშვებივით ვუფრთხილდები.
– ამ წლების განმავლობაში ყველაზე კარგად რომელი პერიოდი გახსენდებათ?
– ის 9 წელი, როცა რუსთაველის თეატრმა შეგვიკედლა. იქ ძალიან თბილი ხალხი მუშაობს. ახლაც კი ყველა თბილად მხვდება. ახმეტელის თეატრიც ძალიან კარგად მახსენდება. თუ რამით შეეძლოთ, ყველაფრით დაგვეხმარნენ. როცა თბილისში ჩამოვედით, არაფერი გაგვაჩნდა. ნელ–ნელა შევიძინეთ რაღაცეები. სახლიდანაც კი წამომიღია ნივთები.
– სოხუმის თეატრმა ძალიან რთული გზა გამოიარა. ეს სირთულეები როგორ გადალახეთ, როგორ გაუძელით ამ ყველაფერს?
– მართლაც რთულ გზას გავდივართ. მუდმივად სხვის თეატრებში ვართ შეკედლებული. ახლა მარჯანიშვილის თეატრის სხვენში ჩავსახლდით. მათ განრიგს ვერგებით. თეატრს ისედაც მძიმე ცხოვრება აქვს, მაგრამ ჩვენი თეატრის სიმძიმე ორჯერ მეტია. ტექნიკური პერსონალიც ზუსტად ისე ვნერვიულობთ, როგორც მსახიობები. ჩვენც ძალიან გვინდა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. მსახიობებს ყველანაირად ვუწყობთ ხელს. არ გვინდა, გავანერვიულოთ. ბევრი უძილო ღამე გვქონია. მერე დაქანცულებს სკამებზეც კი დაგვიძინია.
– რა განსხვავებას ხედავთ სოხუმისა და თბილისის მაყურებლებს შორის?
– თითქოს იქ უფრო უყვარდათ თეატრი. ის დღე, როცა სპექტაკლი გვქონდა, სოხუმელებისთვის ზეიმი იყო. ყველა ემზადებოდა თეატრში მოსასვლელად. აქ ამას ვერ ვგრძნობ, ვერ ვხედავ, რომ თეატრი უყვართ. იქ სულ სხვა სიტუაცია იყო. დარბაზში ადგილები რომ აღარ იყო, დერეფნიდან უყურებდნენ სპექტაკლებს. ისე განვიცდი იქიდან წამოსვლას... დღემდე მგონია, რომ გასტროლებზე ვარ, რომ, ცოტაც და, დავბრუნდებით ჩვენს ქალაქში, ჩვენს თეატრში, მაგრამ, საუბედუროდ, უკვე 19 წელია ამაოდ ვიცდი.
– სხვა თეატრების მუშაკებისგან გამიგია, რომ მსახიობებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რეკვიზიტებს. თუ მათ სპექტაკლის მიმდინარეობისას რეკვიზიტი სხვანაირად დადებული დახვდათ, იბნევიან და ამ დროს შეიძლება სცენაც ჩავარდეს.
– როცა ასე ხდება, ძალიან ღიზიანდებიან. სცენიდან გამოსულებმა შეიძლება შეურაცხყოფაც მოგვაყენონ. ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს არ მოხდეს. "მე, ბებია და ჭინკებში" ბავშვს თეფშზე დალაგებული ბოლოკი და პური უნდა გაეტანა სცენაზე. აერია და შეცდომით ზეთისხილი გაიტანა. ამის გამო ძალიან დიდი უსიამოვნება შემხვდა. შევცდი, მისთვის მე უნდა მიმეწოდებინა თეფში. დამნაშავედ ვიგრძენი თავი და ბოდიში მოვიხადე.
– ერთი სპექტაკლის რეკვიზიტებს სხვა სპექტაკლებისთვისაც იყენებთ?
– რა თქმა უნდა. მაგალითად, თოფი შეიძლება სხვადასხვა სპექტაკლში დაგჭირდეს. თუ ერთი თოფი გვაქვს, სხვას რატომ შევიძენთ?! თეატრში ყოველი თეთრი გათვლილია. როცა რეკვიზიტებზე ვიწყებთ მუშაობას, ვსხდებით და ვაანალიზებთ, რა გვაქვს და რისი ყიდვა გვჭირდება.
– ყველაზე რთული, უცნაური რეკვიზიტები რომელ სპექტაკლში გამოგიყენებიათ?
– სოხუმში უფრო რთული რეკვიზიტები გვქონდა. ძალიან რთული იყო "მარადისობის კანონი" და "ყვარყვარე". "ყვარყვარეში" გვჭირდებოდა თოფები, ხანჯლები, პატეფონი, დოლი... სწრაფად ხდებოდა გადასვლები და ძალიან რთული იყო. ამ სპექტაკლში ყვარყვარეს გოგი ქავთარაძე თამაშობდა. ყოველ 5 წუთში უნდა გამოეცვალა ტანსაცმელი. ყველაზე რთული ის იყო, ერთ სცენაში ქალი რომ უნდა ეთამაშა. წამებში უნდა გადაეცვა. ძლივს ვაცმევდი "ჩულქებს"! სანამ სცენაზე გავა, მსახიობი ისე უნდა მოწესრიგდეს, რომ დისკომფორტი არ იგრძნოს. მე და გოგი ყოველთვის შეწყობილად ვმუშაობდით. და–ძმასავით ვიყავით.
ახლაც კარგი მსახიობები გვყავს, ძალიან თბილები არიან, მაგრამ ჩემი თაობის მსახიობები ძალიან მენატრებიან. დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდათ. სპექტაკლის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ჩაცმულები იყვნენ და წინასწარ ამოწმებდნენ თავიანთ რეკვიზიტს, ხომ არაფერი აკლდათ. ერთ–ერთ სპექტაკლში რეკვიზიტად ბუტაფორიული კვახი გვქონდა. დათო კვაჭაძეს უხუმრია და ის კვახი დარაჯისთვის მიუცია. მსახიობი, რომელსაც სპექტაკლში ეს კვახი უნდა გამოეყენებინა, მოვიდა და მითხრა, რომ არ იდო ადგილზე. გამისკდა გული. მახსოვდა, რომ დავდე. ამ დროს დათომ შემოირტყა თავში ხელები და გაიქცა. კიდევ კარგი, ის დარაჯი ახლოს ცხოვრობდა და მალე მოიტანა კვახი, თორემ არ ვიცი, რა გვეშველებოდა.
– არასოდეს გიოცნებიათ, მსახიობებთან ერთად სცენაზე მდგარიყავით?
– ბექა ქავთარაძის ერთ–ერთ სპექტაკლში ვითამაშე ლოთი ქალის როლი და, მგონი, კარგად გავართვი თავი. ფილმშიც მითამაშია და ამისთვის დიდი მადლობა ნანა ჯორჯაძეს. "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტის" გადაღებების დაწყებამდე ქალბატონმა ნანამ შემომთავაზა კინოსტუდიაში მისვლა. მივედი და როლზეც დამამტკიცეს. ასე მოვხვდი პიერ რიშართან ერთად გადასაღებ მოედანზე.
– ამ წლების განმავლობაში ალბათ გქონდათ იმედგაცრუებები. ოდესმე თუ გინანიათ, რომ ცხოვრება თეატრს დაუკავშირეთ?
– ხანდახან, როცა პრობლემა მქონია, მინანია და მითქვამს, რა მინდოდა, სხვა რამე ამერჩია–მეთქი. როცა პრობლემა გვარდება და ყველაფერი ლაგდება, ვხვდები, რომ თეატრი ჩემი ცხოვრებაა და მის გარეშე არ შემიძლია.
ქეთი დინოშვილი

სიახლეები

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს
ყველაზე გრძელი ცხვირი 8,8 სანტიმეტრია

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში