asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

2011-05-23 14:42:49



"ნიჭიერის" კიდევ ერთი ფინალისტი სანდრო ცისკაძეა. როდის და რატომ დაიწყო კოქტეილების მომზადება, რატომ მივიდა პროექტში, როგორ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს ფინალში და როგორ აპირებს სხვა მონაწილეებისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევას, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.



– "ნიჭიერამდე" რას საქმიანობდით?

– ზოგადად, დიდი ხანია უკვე ვმუშაობ. იტალიური წყლებისა და ნატურალური წვენის კომპანიის სახე ვარ საქართველოში. ეს არის ჩემი ძირითადი სამსახური და მეხება იმ კოქტეილების სწავლება ქართველი ბარმენებისთვის, რომლებშიც აღნიშნული კომპანიის პროდუქცია გამოიყენება.

– თავად სად ისწავლეთ კოქტეილების მომზადება?

– მე თვითონ ინტერნეტის საშუალებით ვისწავლე მომზადება. საქმის შესწავლის უამრავი საშუალება არსებობს – ბარმენების წიგნები, სპეციალური პროგრამები, სადაც კოქტეილებზე ყველანაირი ინფორმაცია დაწვრილებითაა გადმოცემული, მაგრამ ძირითადად მაინც ინტერნეტით.

– ბარმენობა თქვენთვის ჰობია თუ პროფესია?

– მე ძალიან მიყვარს და მომწონს ჩემი საქმე. ეს ჩემთვის ჰობიც არის, პროფესიაც და შემოსავლის წყაროც, თუმცა, არა ძირითადი წყარო, რადგან საქართველოში ბარმენების საქმე, სამწუხაროდ, სათანადოდ არ ფასდება და ამ სფეროდან საკმარის შემოსავალს ვერ იღებ. 21 წლის ვიყავი, ბარმენობა რომ დავიწყე, სასწავლებელში სწავლის გადასახადისთვის თანხა არ მქონდა და მაგიტომ. პროფესიით გერმანისტი ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ.

– როგორ მოხვდით "ნიჭიერში"?

– მე ყოველთვის ვუდგავარ მხარში საქართველოს ბარმენთა ფედერაციას, მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით, საქართველოში, არანაირი განათლება არ მაქვს მიღებული. სურვილი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში ეს პროფესია განვითარდეს და ქართველმა ხალხმა სასმელისა და კოქტეილების კულტურა ისწავლოს. სწორედ მათი თხოვნით მივიღე "ნიჭიერში" მონაწილეობა, შემდეგ მე თვითონაც დამაინტერესა პროექტმა და საკუთარ თავზე დავიწყე მუშაობა. ჩემი მთავარი მიზანი ფინალში მოხვედრა იყო. აქედან გამომდინარე, რომ ქართველები ყოველთვის უხეშობით გამოირჩევიან ბარმენთან ურთიერთობისას, მინდა საზოგადოებას დავანახო, რომ ბარმენებსაც ისევე უნდა სცენ პატივი, როგორც ნებისმიერ ადამიანს, თავიანთ მეგობარს. ქართულ სარესტორნო, სასტუმრო და კლუბურ სისტემაში, ბარმენებს რომ კულტურა აქვთ და მოქცევა იციან, ისე არც ერთი სტუმარი არ იქცევა და მინდა, რომ ამ მხრივ ჩვენგან სტუმრებმა აიღონ მაგალითი. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უზომოდ დიდი შემოსავალი და ბევრი ფული აქვთ, მაგრამ არ იციან, რომ მაგალითად "რუტტუთთნ ჩწ" არ უნდა დალიონ ყინულით. ესენი კი ყინულით სვამენ. მინდა, რომ ასეთ ხალხს კულტურის მაგალითი მივცე. არ შეიძლება რაღაცის გამო ზემოდან უყურებდე ადამიანს.

– მეორე ტურში გადასვლის იმედი გქონდათ?

– რატომღაც, ვფიქრობდი, რომ გადავიდოდი. რადგან "ნიჭიერში" ჩემამდე ბარმენი არ ყოფილა და ჩემი ნომერი სიახლეს წარმოადგენდა. პირველი გამოსვლისას ხარვეზებიც გვქონდა. ეს იმის ბრალი იყო, რომ დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში არ ვიყავი და ბოთლებთან და შეიკერთან ურთიერთობას გადავეჩვიე, ანუ პირველ ტურში მაინცდამაინც მომზადებული არ ვიყავი. ფაქტობრივად, მაყურებელს ის წარვუდგინე, რისი გაკეთებაც ყოველ პარასკევსა და შაბათს მიწევს ხოლმე. არც აუდიტორიასთან ურთიერთობის პრობლემა მქონდა, რადგან ძალიან ბევრ სატელევიზიო გადაცემასა და პროექტში მიმიღია მონაწილეობა და კამერებთან და ხალხთან ურთიერთობის საკმაო გამოცდილება მაქვს.

– მეორედ წარდგენილი შოუს დადგმაში ვინმე დაგეხმარათ?

– ძალიან ბევრი ვიწვალე და ჩემი მეგობრების დახმარებით, ვიდეოები დავამონტაჟე, ჩავწერე ე.წ. პრომო და ძალიან დიდი ვარჯიშის შედეგად, ავაწყვე ნომერი. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მეორე ტურში წარდგენილი ნომერი ჩემი მოფიქრებული არ ყოფილა. ეს არის ჩემი მეგობარი ვალენტინის დადგმული შოუ. მან რუმინულ "ნიჭიერში" გამოიყენა ეს შოუ და მისი წყალობით ფინალში გადავიდა. ვალენტინი მსოფლიო ჩემპიონია, ერთად ვიყავით იტალიაში ბარმენების მსოფლიო ჩემპიონატზე 2 წლის წინ. მე მას ნებართვა ვთხოვე მისი შოუს გამეორებაზე და ვალენტინის თანხმობის შემდეგ, ის ქართველ მაყურებელს წარვუდგინე. მაყურებელში ამან ცოტა მითქმა–მოთქმა გამოიწვია, მაგრამ მე არც ვმალავ, რომ ვალენტინის შოუს ასლი გავაკეთე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვალენტინისგან თანხმობაც მქონდა მიღებული და, უფრო მეტიც, შესაძლოა ეს ადამიანი ჩამოვიდეს და ფინალში პარტნიორობა გამიწიოს.

– კონკურსებიც ახსენეთ. რა გამოცდილება გაქვთ ამ მხრივ?

– 2009 წელს საქართველოში იყო "იფსფკვშ ქფკეშტშ პკფტვ ზკშჩ" ჩემპიონატი, ნომინაციაში ფლეირინგი პირველი ადგილი ავიღე. შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატზე წავედი, სადაც მეშვიდე ადგილზე გავედი. ამის შემდეგ თბილისის მერიამ გამოაცხადა კონკურსი კოქტეილის "თბილისის გემოს" შექმნაზე, კოქტეილი ქართული ინგრენდიენტებით უნდა დამზადებულიყო. მე და ჩემმა მეგობრებმა ავიღეთ 50 გრამი კონიაკი "სარაჯიშვილი", 30 გრამი მარტინი, 100 გრამი ფორთოხლის ფრეში, 20 გრამი ნუშის ლიქიორი, მოვამზადეთ კოქტეილი და გავიმარჯვეთ კონკურსში. მე, როგორც ვიცი, ეს კოქტეილი შესაბამის ორგანიზაციაშია გაგზავნილი, განიხილება და თუ ორგანიზაცია მოიწონებს, მსოფლიოში არსებული სტანდარტული კოქტეილების სიას 66–ე წევრად შეუერთდება.

– ფინალში მხოლოდ ორი მონაწილე გადადის. შენი ათეულიდან რომელ წარმომადგენელზე გწყდება გული?

– მე ძალიან მომწონდა ჯგუფი "იდფსლ იფდფტსუ", რადგან მათ საკმაოდ რთული ნომერი წარადგინეს. ძალიან ძნელია სინქრონში მოძრაობა. ამ ბიჭებს პროექტამდეც ვიცნობდი – მიმტანად მუშაობენ ერთ–ერთ ბარში და ვიცი, რომ ცოტა დროს გამონახავდნენ თუ არა, სავარჯიშოდ მიდიოდნენ. ძალიან მინდოდა მათაც მიეღწიათ წარმატებისთვის. მათ თავიანთი საქმე გააკეთეს და მაყურებელს კარგი სანახაობა აჩვენეს.

– ვის ეძახით "ნიჭიერს"?

– პირველ რიგში, ისეთ ადამიანს, რომელიც ყველაფერს აკეთებს დასახული მიზნის მისაღწევად.

– ამ სფეროში თვითნასწავლი ხართ. როდესმე კრახი გიგემიათ?

– თავიდან, როცა მუშაობა დავიწყე, აღმოჩნდა, რომ ერთ–ერთი კოქტეილის რეცეპტი არასწორად მქონდა ნასწავლი. პირველად რომ ეს კოქტეილი დავამზადე და სტუმარმა გასინჯა, კინაღამ ცუდად გახდა, ისეთი საშინელი გემო ჰქონდა. ამის გამო საყვედური მივიღე უფროსობისგან, თუმცა, მსგავსი რამ, საბედნიეროდ, აღარ განმეორებულა.

– პირველი კოქტეილი ვის დააგემოვნებინეთ?

– ჩემს მეუღლეს. ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდა, რადგან შესანიშნავი კოქტეილი გამომივიდა – ქაცვის წვენისგან მოვამზადე. ქაცვი ამ მიზნით იშვიათად ან საერთოდ არ გამოიყენება ხოლმე, მაგრამ, ფაქტია, გამომივიდა.

– მომზადებისას ექსპერიმენტები გხიბლავთ?

– დიახ, ძალიან ხშირად. მაქვს საკუთარი კოქტეილიც, რომელსაც სახელი ვერ შევურჩიე და იტალიაში კონკურსზე "ბამბა როომსის" სახელით წარვადგინე. სხვათა შორის, ჩემმა კოქტეილმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

– "ნიჭიერმა" ახალი შემოთავაზებები მოგიტანათ?

– იმ კომპანიებისგან, რომლებიც, წესით, ჩემი საქმიანობის სფეროთი უნდა დაინტერესებულიყვნენ, ჯერ არ მაქვს შემოთავაზებები.

– სანდრო, მოფიქრებული გაქვთ საფინალო ნომერი?

– გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ დაახლოებით ვიცი, რასაც გავაკეთებ. აუცილებლად ვთხოვ რჩევას ჩემს მეგობრებს, რომლებმაც კარგად იციან, როგორი შოუ იქნება სანახაობრივი და მომგებიანი.

– როგორ გგონიათ, საზოგადოებას ექნება ისეთი რეაქცია თქვენს შოუზე, რომ ტიტულის მოპოვება შეძლოთ?

– ვფიქრობ, რომ ამ ტიტულს ვერ ავიღებ, იმიტომ, რომ ბარმენის საქმე სათანადოდ არ ფასდება. მაგრამ ყველაფერი ხდება, თუ ჩემი შოუ გამომივა და შეცდომა არ მექნება, ჩემი შანსები გაიზრდება და ღირსეულ კონკურენციას გავუწევ სხვა ფინალისტებს.

თეონა მჭედლიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ნიჭი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online