გოგონაზე ორსული მშვიდია, ვაჟზე ორსული – ლამაზი

როგორც აღმოჩნდა, ბავშვის სქესი გავლენას ახდენს შვილისადმი დედის დამოკიდებულებაზე. ზოგი დედისთვის უფრო იოლია ვაჟის გაზრდა, ზოგისთვის კი გოგონას აღზრდის პროცესი უფრო საინტერესოა. ერთი შეხედვით, ეს თითქოს სახუმარო საკითხია, მაგრამ რეალურად ამ ყველაფრის უკან ბევრი საინტერესო დეტალი იმალება.
როდესაც ქალი ბიჭზეა ორსულად, ჰორმონული განსხვავების გამო, მომავალი დედის ორგანიზმი რთულად ადაპტირდება, ანუ როცა ქალი ბიჭს ელოდება, ორსულობის პერიოდი შედარებით რთულია, განსაკუთრებით – პირველ ტრიმესტრში. სამაგიეროდ, ბიჭის მომლოდინე ქალი გარეგნულად უფრო ლამაზად გამოიყურება, ვიდრე გოგონაზე ფეხმძიმე. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ქალი გოგონას ელოდება, ის უფრო მშვიდი და წყნარია, ვიდრე ვაჟზე ორსულობის პერიოდში.
დაკვირვებებით დადგინდა, რომ ჩვილ ვაჟს დედა 30 წუთით მეტ ხანს აწოვებს ძუძუს, ვიდრე გოგონას. ვაჟების მიმართ დედები უფრო ალერსიანები არიან, ხშირად ეფერებიან, დედობრივ გრძნობებს უფრო თამამად გამოხატავენ... საინტერესოა, რატომ?
ქვეცნობიერად დედიკოებსა და ვაჟებს შორის უფრო მჭიდრო და ძლიერი კონტაქტია. როგორც წესი, დედები ცდილობენ, ქალიშვილები თავიდანვე ქალურ, მძიმე ხვედრს მიაჩვიონ და რატომღაც ვაჟებს უფრო ათამამებენ. 3–6 წლამდე ასაკის გოგონები უფრო მეტ სითბოს მამების მიმართ გამოხატავენ. ხშირად ითხოვენ, რომ მამამ დააძინოთ, ზღაპარი წაუკითხოს. რაც შეეხებათ ბიჭებს, ამ შემთხვევაში საქმე პირიქითაა. ისინი განსაკუთრებულ სითბოს და სიყვარულს დედებისადმი გამოხატავენ.
7 წლის ასაკიდან გოგონები შედარებით დამოუკიდებლები ხდებიან, გამოთქვამენ საკუთარ აზრს, აქვთ კარგად ჩამოყალიბებული პოზიციები, ხასიათი, აქტიურად არიან ჩართული სასკოლო საქმეებში. მათთვის ეს ერთგვარი სასიამოვნო გართობაა, ანუ ქალური კოდი იღვიძებს.
ბიჭებისთვის კი ეს ის ასაკია, როცა უკვე კაცობას იწყებენ, აღარ აძლევენ დედებს უფლებას, სხვების თანდასწრებით მოეფერონ, მათ მიმართ თბილი სიტყვები წარმოთქვან. ამდენად, დედიკოებს ვურჩევთ, ამ ასაკის შვილებთან შედარებით თავშეკავებულები და მომთმენები იყვნენ. ეს ის ეტაპია, როცა ვაჟებთან განსხვავებული ტონით უნდა ისაუბროთ.
გოგონების შემთხვევაში პირიქით მოქცევა გმართებთ. ხშირად შეაქეთ ისინი სხვების თანდასწრებით, აღნიშნეთ, როგორი კარგი პატარა დიასახლისია, როგორ გეხმარებათ საოჯახო საქმეებში, რა კარგად სწავლობს და ა.შ.
დრო ძალიან სწრაფად გარბის, ხშირად უკან მოხედვასაც ვერ ვასწრებთ და... შვილები უკვე ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანები არიან. გოგონები სწრაფად იაზრებენ, რომ საკუთარი ოჯახი უნდა შექმნან, გააჩინონ და გაზარდონ შვილები. ამ პერიოდში ნელ–ნელა ქალიშვილსა და დედას შორის უფრო მჭიდრო, ახლო ურთიერთობა მყარდება. ბიჭების შემთხვევაში სიფრთხილისა და პასუხისმგებლობის გამოჩენა გმართებთ, ისინი დამოუკიდებლობას ცოტა სხვაგვარად აღიქვამენ. მათ არჩევანს პატივი უნდა სცეთ, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ის.
მოამზადა ნათია ტოტიკაშვილმა

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში