მხიარული პანამა – წყნარი ოკეანის თეთრი ნაპირი

შესანიშნავი პლაჟები, სასიამოვნო კლიმატი, სასტუმროების ფართო არჩევანი, საინტერესო საექსკურსიო ზონა და, რაც მთავარია, არაჩვეულებრივი პირობები დასვენებისათვის – ეს პანამაა, პანამის რესპუბლიკის დედაქალაქი. ის პანამის არხის სათავესთან, წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქი ქვეყნის პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრია.
ქალაქი პედრო არიას დე ავილამ 1519 წლის 15 აგვისტოს დააარსა. 1997 წელს კი იუნესკო–ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდა. პანამა საყვარელი ადგილია როგორც მშვიდი, ისე ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის. იქ ქვიშის განიერი, გრძელი და ძალიან სუფთა პლაჟებია. ღამის ცხოვრება წყნარი ოკეანის სანაპიროებზე მხიარული და განუმეორებელია.
კლიმატი
პანამისათვის თბილი, ტროპიკული კლიმატია დამახასიათებელი. მასზე ძირითადად წყნარი ოკეანის ჰავა ვრცელდება. დედაქალაქში ორი სეზონია – მშრალი და წვიმიანი. მშრალი იანვრიდან აპრილის ბოლომდე გრძელდება, ხოლო წვიმები მაისიდან დეკემბრამდეა, ასე რომ, ამ პერიოდში პანამის დედაქალაქს საწვიმარებითა და ქოლგებით შეიარაღებული უნდა ესტუმროთ. წლიური ტემპერატურა 15–27 გრადუსამდე მერყეობს.
ფული
პანამის ეროვნულ ვალუტას ბალბოა წარმოადგენს. მიმოქცევაშია 1, 5, 10, 20, 100 ნომინალიანი ბანკნოტები. დედაქალაქში უცხოურ ვალუტაზე გარკვეული შეზღუდვებია. გამონაკლისს მხოლოდ ამერიკული დოლარი წარმოადგენს. მაღალი დონის სასტუმროებსა და რესტორნებში საფასურის გადახდა სწორედ ამერიკულ დოლარებში ხდება. რაც შეეხება საკრედიტო ბარათებს, პანამაში მათ უპრობლემოდ მოიხმართ.
ენა
პანამის ეროვნული ენა ესპანურია. სახელმწიფო ენის შემდეგ პირველ ადგილზეა ინგლისური. მასზე მოსახლეობის 40% საუბრობს. ქალაქის საგანმანათლებლო სისტემა ესპანურ ენაზეა დაფუძნებული. ინგლისური, როგორც მეორადი ენა, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ისწავლება.
გადაადგილება
პანამაში მოხვედრა თვითმფრინავით ან გემითაა შესაძლებელი (გამონაკლისს მეზობელი ქვეყნები წარმოადგენენ). ცენტრალური აეროპორტი დედაქალაქიდან 20 მილის მოშორებით მდებარეობს. ქალაქის ცენტრამდე ჩაღწევა ავტობუსით ან სულაც ტაქსით შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ პანამამდე თვითმფრინავით ჩასვლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. აჯობებს, ჯერ კოსტა–რიკაში ან კოლუმბიაში ჩახვიდეთ და იქიდან ავტობუსით გადახვიდეთ ან დაქირავებული მანქანით ისარგებლოთ.
დედაქალაქში ნავსადგურები მრავლადაა. გაცილებით იაფად ჩასვლა გემითაც შეგიძლიათ, თუმცა ბილეთის ფასი სეზონურად მაინც იცვლება. რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილებას, ამისათვის უამრავი საშუალება არსებობს. ყველაზე კარგი გამოსავალი ტაქსია, მისი ღირებულება კილომეტრობით არ ისაზღვრება და მთელი დღით დაქირავება 20–40 ამერიკული დოლარი დაგიჯდებათ.
მანქანის დაქირავებას არ გირჩევთ, რადგან დღის ნებისმიერ მონაკვეთში პანამაში საშინელი საცობებია. თუ არსად გეჩქარებათ და არც ფული გაქვთ საკმარისი, მაშინ ავტობუსი გამოიყენეთ.
სამზარეულო
პანამას საკმაოდ მრავალფეროვანი სამზარეულო აქვს. ნაციონალური კერძები ბოსტნეულითა და ხორცით მზადდება. ეროვნული კერძების სიუხვით განთქმულია "ბარანდოს" რესტორნების ქსელი, სადაც 15 ამერიკულ დოლარად კარგად დანაყრდებით.
ეროვნული საჭმელებიდან აღსანიშნავია პროც კონ პოლი და მონდოგნო. პირველი მათგანი ბრინჯითა და საქონლის ხორცით მზადდება, მეორე – ქათმისა და ადგილობრივი მცენარის, კულუნტროს ნაზავია.
ხორცისა და ბოსტნეულის შემდეგ ყველაზე პოპულარულია ზღვის პროდუქტები. თაობიდან თაობამდე წყნარი ოკეანის სანაპიროზე მცხოვრებნი არომატულ სამზარეულოს ქმნიდნენ, სადაც მთავარ როლს თევზი თამაშობს.
სწრაფი წახემსებისათვის საუკეთესო საჭმელს კარტოფილის ფრი წარმოადგენს, რომლის შეძენაც პირდაპირ ქუჩაშიც შეგიძლიათ. რაც შეხება სასმელს, ყავას არაფერი შეედრება, ალკოჰოლიდან კი ადგილობრივი ლუდი "პანამა" ლიდერობს.
ღირსშესანიშნაობები
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული უამრავი ტურისტი ტკბება ამ სტუმართმოყვარე ქალაქში არსებული ატმოსფეროთი, მდიდარი კულტურითა და ისტორიით. პანამაში უამრავი ადამიანი ჩადის არამარტო ცნობილ არხზე გასასეირნებლად, არამედ, პირველ რიგში, მრავალი ტრადიციული თუ უჩვეულო მუზეუმის მოსანახულებლად, რომელთა მსგავსიც მსოფლიოში შეიძლება არც არის. ამ მხრივ ყველაზე საყურადღებოა სახელმწიფო მუზეუმი, პრეზიდენტის სასახლე და რელიგიური ხელოვნების მუზეუმი.
რაც შეეხება პანამის არხს, ის დღემდე არამარტო დედაქალაქის, მთელი ქვეყნის მთავარ ღირსშესანიშნაობად რჩება. არხი მნიშვნელოვანი სანაოსნო გზაა, რომელიც ჭრის პანამის ყელს ცენტრალურ ამერიკაში და ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს აკავშირებს. არხის მშენებლობა ერთ–ერთი ურთულესი საინჟინრო პროექტია, რომელიც კი ადამიანს დღემდე განუხორციელებია. მიუხედავად იმისა, რომ პანამის არხის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ მე–16 საუკუნეში ჩაისახა, მისი განხორციელების პირველი, მაგრამ წარუმატებელი მცდელობა მხოლოდ 1880 წელს იყო. პროექტის დასრულება ამერიკამ ითავა და არხი 1914 წელს გაიხსნა. 77 კილომეტრი სიგრძის არხის მშენებლობას ბევრი სირთულე სდევდა, მათ შორის, მასობრივი ავადმყოფობები და მეწყერი. არხის მშენებლობაზე დაახლოებით 25.700 მუშა დაიღუპა.
პანამის მთავარ ტურისტულ ცენტრს ქალაქიდან 50 კილომეტრის მოშორებით მდებარე კურორტი ელ პალმარი წარმოადგენს. მას თეთრ ნაპირსაც ეძახიან. გარდა საზაფხულო დასვენებისა, იქ განვითარებულია სპორტული ტურიზმი.
პანამაში მდებარეობს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი შენობა "სასახლე ყურეში". 93 სართულიან ცათამბჯენში საოფისე და საცხოვრებელი ფართი, ასევე რესტორანი, კაზინო და სასტუმროა განთავსებული. შენობის სახურავზე რამდენიმე თვითმფრინავის დასაფრენი სპეციალური მოედანია. 350 მეტრიანი "სასახლე ყურეში" მსოფლიოს გიგანტ ცათამბჯენთა სიაში რიგით მეშვიდე ადგილზეა.
უსაფრთხოების წესები
პანამა უსაფრთხო ქალაქია, თუმცა საყურადღებოა, რომ არც ერთი სასტუმრო არ აგებს პასუხს ბარგის უსაფრთხოებაზე. წყლის დალევა ონკანიდან არ ღირს, მინერალური წყალი შეიძინეთ. ადგილობრივები ძალიან მოწესრიგებულები და სუფთად ჩაცმულები დადიან, ბინძურად ჩაცმულს ყურადღების ღირსადაც არ ხდიან.
ხელის ქირის დატოვება, ტაქსის გარდა, ყველგან მიღებულია. ნუ იბანავებთ მოუწყობელ პლაჟზე, რადგან იქ მრავლადაა შხამიანი მედუზები და ზღვის ზღარბები. პანამაში ყველაზე დიდ საშიშროებას შუადღის მზე წარმოადგენს.
უბის წიგნაკი
ქვეყანა – პანამის რესპუბლიკა;
დედაქალაქი – პანამა;
მოსახლეობა – 813,097;
ფართობი – 275 კვ.კმ;
ოფიციალური ენა – ესპანური;
ვალუტა – ბალბოა.
მოამზადა თათია ბოჭორიძემ

კავშირი ტეგთან: პანამა
|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში