ლევან ვეფხვაძე შოკოლადის სამოთხეში მოხვდა

პოლიტიკოს ლევან ვეფხვაძისათვის მოგზაურობა ცხოვრების ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. საზღვარგარეთ ყოფნისას თითქმის არ სძინავს. მოგზაურობა 11 წლის ასაკიდან დაიწყო და მაშინდელი ბულგარეთი ახლაც კარგად ახსოვს. მას შემდეგ მის ცხოვრებაში უამრავი საინტერესო ვოიაჟი იყო თავისი კურიოზებით. სამუშაო ვიზიტის გამო, დეპუტატმა ბევრი ქვეყნის სათანადოდ დათვალიერება ვერ მოასწრო, ბევრმა კი სერიოზულად ჩააგდო შოკში. ამ და კიდევ ბევრ სახალისო ისტორიას ინტერვიუში წაიკითხავთ.
– ბატონო ლევან, რა განცდა გეუფლებათ, როცა იგებთ, რომ საზღვარგარეთ უნდა წახვიდეთ?
– ჩემთვის მოგზაურობა არასოდესაა დასვენება. მართალია, ფსიქოლოგიური დასვენებაა, მაგრამ, ამასთანავე, ფსიქიკური დატვირთვაცაა. მოგზაურობა არავითარ შემთხვევაში ნიშნავს სადმე წასვლას და წამოწოლას. ეს ნიშნავს, უცხო ქვეყანაში წახვიდე, იარო, ათვალიერო. სიარული კი თავისთავად დამღლელია, რადგან მთელი დღე ფეხზე ხარ. გარდა ამისა, არის ბევრი გადაფრენა, გადაჯდომა ერთი თვითმფრინავიდან მეორეში. არის ბევრი უძილო ღამეც. მაგალითად, ბოლოს პანამაში ვიყავი გაერო–ს საპარლამენტო ასამბლეაზე. იქამდე მიღწევას ორი გადაჯდომა დასჭირდა და, საბოლოო ჯამში, ჰაერში 20 საათი გავატარე.
– ჰაერში ყოფნა გიჭირთ?
– ფრენის არ მეშინია. შედარებით სუსტი ვესტიბულარული აპარატი მაქვს და ვერ ვიტან აქტიურ ვიბრაციებსა და ტურბულენტურ ზონებს.
– ფრენის დროს თავს რითი ირთობთ?
– თვითმფრინავში გართობისათვის ბევრი საშუალებაა, მაგალითად, წაიღე წიგნი და იკითხე. ამ ხერხს ხშირად მივმართავ. მეორე ვარიანტია ძილი. კითხვის შემდეგ კარგია დაძინება. ძილში ყველაზე ადვილია ფრენა.
– რასთან ასოცირდება თქვენთვის სიტყვა "მოგზაურობა"?
– სიახლესთან, განსხვავებულ გარემოსთან, საინტერესო შემთხვევებთან.
– ყოველთვის საქმიანი ვიზიტით მიდიხართ საზღვარგარეთ თუ უცხო ქალაქების დასათვალიერებლადაც წასულხართ?
– მოგზაურის სტატუსით საზღვარგარეთ იშვიათად ვყოფილვარ, ძირითადად საქმიანი ვიზიტებით დავდივარ.
– გული გწყდებათ, როცა საქმე უნდა აკეთოთ იმის მაგივრად, რომ უცხო ქვეყანა დაათვალიეროთ?
– ძალიან რთულია, როცა სადმე დღენახევრით მიემგზავრები და იცი, რომ ეს დღენახევარი იმ კონკრეტული შენობიდან ვერ გახვალ, სადაც უნდა იმუშაო. ეს საშინელებაა.
– ყველაზე მეტად რომელ ქვეყანაზე დაგწყდათ გული, რომლის ნახვაც გინდოდათ და სამუშაო გრაფიკის გამო ვერ მოახერხეთ?
– ძალიან ლამაზი ქალაქია ბადენ–ბადენი. იქ ერთი ღამით ვიყავი ჩასული და იმ ერთ ღამეში შევძელი ქალაქის დათვალიერება. უბრალოდ ქუჩებში დავდიოდი და ვათვალიერებდი. ამ ქალაქში ძალიან საინტერესოა მინერალური წყლები და სხვა მნიშვნელოვანი სანახაობები, რომელთა ნახვაც ვერ მოვასწარი.
– საზღვარგარეთ დაძინებას თუ ასწრებთ?
– საზღვარგარეთ ყოფნა ბევრ მოძრაობას და ნაკლებ ძილს გულისხმობს. ბავშვობაში ე.წ. "პაეზდკები" სრულ უძილობას ნიშნავდა. ოთხი დღით თუ წახვიდოდი, ე.ი. ოთხი დღე არ გეძინა, მით უმეტეს, ჯგუფთან ერთად როცა ხარ. საღამოობით უამრავი გასართობია, მერე თითო ჭიქა ღვინოს დალევ, ცოტას იქეიფებ... თუმცა ეს ყველაფერი შედარებით ადრე იყო. ბოლო წლებში ამგვარი გართობა ნაკლებად ხერხდება.
– სტუდენტობის დროს საზღვარგარეთ ხშირად დადიოდით?
– სტუდენტური თვითმმართველობის წევრი ვიყავი. შესაბამისად, გასვლა გვიწევდა ხან ბანაკში, ხან სამეცნიერო კონფერენციაზე და სხვა.
– პირველად რა ასაკში იყავით საზღვარგარეთ?
– 11 წლის ვიყავი, როცა ბულგარეთში წავედი მშობლებთან ერთად. 1986 წელი იყო, ჩერნობილის წელი. მამაჩემმა წაგვიყვანა ტურისტულ მოგზაურობაში. ძალიან კარგად მახსოვს იქაურობა. ჩავსხედით ავტობუსში და მთელი ათდღიანი ტური ბულგარეთის დათვალიერებაში გავატარეთ. ეს არ არის პატარა ქვეყანა, იქ არის ძველი ისტორიული ტაძრები, რუსეთ–ოსმალეთის ბრძოლების ადგილები, ქედები, სადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, ამიტომ ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ვნახე დიმიტროვის მავზოლეუმი.
– პირველმა მოგზაურობამ რითი გაგაკვირვათ?
– ბულგარეთში გამიკვირდა ის, რომ ძალიან ჰგავდა საბჭოთა კავშირს. მეგონა, სადღაც საოცარ ადგილას მივდიოდით, არადა ბულგარეთი საბჭოთა კავშირის მე–16 რესპუბლიკა იყო. მახსოვს რამდენიმე სოფელი, სადაც ადამიანები აბსოლუტურად გაურკვეველ ენაზე საუბრობდნენ. მამაჩემი მივიდა და ქართულად დაელაპარაკა, იქნებ გაიგონო, მაგრამ მისი ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. გარდა ამისა, დამამახსოვრდა და შოკში ჩამაგდო ერთმა სანახაობამ. ეს იყო ნაკვერჩხლებზე ცეკვა. ძირითადად ქალები ცეკვავენ. არ ვიცი, ფეხი ეწვოდათ თუ არა, როგორ უძლებდნენ, რა ხერხს მიმართავდნენ.
– ამბობენ, ქართველებს ყველა ქვეყანაში წააწყდებიო, მართალია?
– კი, ასეა. პანამაშიც კი ვნახე ქართველები. იქ ამერიკის გავლით ჩავფრინდით და თვითმფრინავშიც ვნახეთ ქართველები, ბათუმელი მეზღვაურები აღმოჩნდნენ. პანამა სატრანზიტო გადაზიდვების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რადგან ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს აკავშირებს. სხვათა შორის, ქართველებთან დაკავშირებით საინტერესო კურიოზიც შემემთხვა. შარშან ბანგ კოკში ვიყავით საპარლამენტო ასამბლეაზე. იქიდან რომ მოვდიოდით, ეკონომ–კლასის თვითმფრინავით მოვფრინავდით. უცნაური თვითმფრინავი იყო. წინა და უკანა სავარძლები ერთმანეთთან ძალიან ახლო–ახლოს იდგა. დავსხედით. დავინახე, რომ ჩემ წინ ორი ადგილი ცარიელი იყო. გამიხარდა, დავისვენებ–მეთქი, რადგან, წინ მჯდომი ხანგრძლივი მგზავრობის დროს სავარძელს გადმოწევს ხოლმე და იძინებს, შესაბამისად უკან მჯდომი ვიწროვდება. მე კი ამის საფრთხე არ მემუქრებოდა, რადგან ჩემ წინ არავინ იჯდა. მაგრამ არ გამიმართლა. ვხედავ, მოდის ორი ქალბატონი. დავიწყე ხმამაღლა ყვირილი, ჩვენი დელეგაციის გასაგონად, ამათი ჯიში რა ვთქვი, მაინცდამაინც მე დამისხდებიან წინ–მეთქი. ერთ–ერთი ქალბატონი ჩემოდნის ზედა თაროზე შედებას შეეცადა. ამის შემყურემ ისევ გავძახე დელეგაციის ერთ–ერთ წარმომადგენელს, ჩანთა ჩამოვარდება და ვიღაცას თავში მოხვდება–მეთქი. მომიბრუნდა ეს ქალი და ქართულად მიპასუხა, ნუ გეშინიათ, არ ჩამოვარდებაო. ადგილზე გავშრი! ყველაფერი გაუგია.
– რომელმა ქვეყანამ მოახდინა თქვენზე შოკისმომგვრელი შთაბეჭდილება?
– შოკისმომგვრელი იყო კურორტი პატაია. ის ბანგ კოკთან ახლოსაა. ერთი დღით ჩავედით, რათა ზღვისპირეთი დაგვეთვალიერებინა. საღამოს რომ გავიარეთ ქალაქში, შოკში ჩავვარდი – მთლიანად ტრანსსექსუალების ქალაქია. შეხედავ ადამიანს, გოგოა და აღმოჩნდება, რომ კაცი ყოფილა. მოდიან და გეკითხებიან, რით გასიამოვნოთ, ბიჭი გინდათ თუ გოგოო. ეს არის შოკისმომგვრელი.
– თქვენ რა უპასუხეთ?
– არაფერი. რა უნდა გამეკეთებინა?! თან მეუღლესთან ერთად ვიყავი და ორივეს ამას გვეკითხებოდნენ.
– თქვენთვის ევროპა უფრო საინტერესოა თუ აზია?
– ტრადიციული, ევროპული არქიტექტურა ძალიან ლამაზი სანახავია, თუმცა აზია უზომოდ საინტერესოა. მაგალითად, პანამა ძალიან ღარიბი ქვეყანაა. ზღვიდან რომ გახედოთ, ულამაზესია, ცათამბჯენების ქვეყანაა, მანჰეტენზე გეგონებათ თავი. რეალურად კი ამ ცათამბჯენების მიღმა უდიდესი სიღარიბე იმალება. თუმცა მათი ბიუჯეტი ჩვენსაზე ოთხჯერ მეტია და ქვეყანაში სამ მილიონამდე მოსახლეა. რაც ძალიან არ მომეწონა და რა პრობლემაც ჩვენც გვაქვს, ეს არის ნაგვის დაყრა. მიუხედავად ყველაფრისა, პანამაში ერთ–ერთ სოფელში მივხვდი, რა შეიძლება იყოს სამოთხე. ამ ქვეყანაში 25 გრადუსზე დაბლა ტემპერატურა არ ჩამოდის და 32–ზე მაღლა არ ადის. ეს არის ქვეყანა, სადაც საჭმლის პრობლემა არ აქვთ. ხელს ასწევ მაღლა და ქოქოსი, ბანანი, პაპაია, სხვადასხვა ეგზოტიკური ხილი ჩამოგაქვს. იკვებებიან თევზით, ზღვის პროდუქტებით.
საინტერესო ამ სოფელში რა იყო, იცით? ადრე ეს იყო რეზერვაცია, სადაც ინდიელები ჰყავდათ შეყრილი. მერე კი, როცა ლიბერალური დამოკიდებულება გაჩნდა, მიხვდნენ, რომ ეს არის სოფელი, რომელიც შეიძლება ტურისტულ ცენტრად გამოიყენონ და ფული გააკეთოს ქვეყანამ. თუმცა იმასაც მიხვდნენ, რომ ეს ინდიელები წინ წავიდოდნენ და განვითარდებოდნენ. ამის გამო იქ აღარავინ ჩავიდოდა და ამიტომ საწყლებს შიდა მეურნეობის თანამედროვე საშუალებებით წარმოება აუკრძალეს. მაგალითად, მათ არ ჰყავთ ძროხა, ღორი, ქათამი და ა.შ. ამ ტომებს ამბერა ჰქვიათ, მდინარის პირას ცხოვრობენ და მდინარეზე ვიწრო, გრძელი ნავებით გადაადგილდებიან. ტანსაცმელი არ აცვიათ, რადგან არ სჭირდებათ. მათი შვილები, ფორმებში ჩაცმულები, სკოლაში ნავებით დადიან, მშობლები კი ტიტვლები დარბიან. საოცარი კონტრასტებია. ამ სოფელში ბანანს ზეთში წვავენ, პურივით იყენებენ და ზღვის პროდუქტებს ატანენ. მათთის ეს იგივეა, საქართველოში რომ გემრიელ ყველსა და მჭადს შეჭამ. ქოხებში ცხოვრობენ, რომლებსაც სახურავად ქოქოსის ფოთლები აქვთ.
– აზიურ ქვეყნებში ბევრჯერ ყოფილხართ?
– აზიური ქვეყნებიდან ტაილანდში და თურქმენეთში ვარ ნამყოფი. სხვათა შორის, თურქმენეთში ჯერ კიდევ მაშინ ვიყავი, როცა ნიაზოვი ცოცხალი იყო. მის დაბადების დღეზე, 17 თებერვალს ვიყავი. ეს დღე მათთვის დროშის დღე ყოფილა. იქაურმა მასპინძლებმა უზარმაზარ კონცერტზე წაგვიყვანეს, სადაც თავად ნიაზოვი –Öერის მამაც იყო. თურქმენეთში უსაშინლესი სიღარიბეა. ძალიან დაბალი სოციალური პირობებია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაზის ფულს და სხვა კომუნალურ გადასახადებს არ იხდიან. მაინც ძალიან ღატაკები არიან.
– ტაილანდზე მოგვიყევით.
– ტაილანდშიც საპარლამენტო ასამბლეაზე ვიყავი. იქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ მათი ისტორიული ტაძრები. ბუდას ქანდაკება არის ყველა პოზაში – წამოწოლილი, დამჯდარი, ფეხზე მდგარი... ვნახეთ ეგზოტიკური პარკი. იქაურმა დელეგაციამ ღირსშესანიშნაობები დაგვათვალიერებინა. წავედით პარკში, სადაც შეგვეძლო ცხოველებს ჩავხუტებოდით. მაგალითად, შეგიძლია ნიანგზე წამოჯდე და სურათი გადაიღო. სხვათა შორის, ტაილანდიდან ერთი თვის ჩამოსული ვიყავი, "დისკავერიზე" ზუსტად ის პარკი აჩვენეს და გამოაცხადეს, ნიანგმა მომვლელს ხელი მოაჭამაო.
– ნიანგზე თქვენც დაჯექით?
– კი, ვიჯექი და სურათიც გადავიღე. ქართული დელეგაციიდან პირველი მე შევედი და წამოვჯექი.
– კიდევ რას ჩაეხუტეთ?
– დათვს, ვეფხვს... ვეფხვი ისეა დაბმული, კისერს ვერ აბრუნებს, ამიტომ არ არის საშიშროება, რომ შეგჭამოს.
– სუვენირებს თუ აგროვებთ, მოგზაურობებიდან რამე ნივთები თუ მოგაქვთ?
– როცა ტელეგადაცემა "დროებაში" პროდიუსერი ვიყავი, ყველა ჟურნალისტს ჩამოჰქონდა ჩემთვის სუვენირი საზღვარგარეთიდან და მათ დღესაც ვინახავ. მეც ვაგროვებ სუვენირებს. იმ ქვეყნისათვის დამახასიათებელი ნივთები მომაქვს ხოლმე.
– ამერიკის რომელ შტატში იყავით?
– ვაშინგტონში, ნიუ ჯერსისა და ნიუ იორკში. ვაშინგტონსა და ნიუ იორკს შორის დიდი განსხვავებაა. ვაშინგტონი ნიუ იორკთან შედარებით დიდი სოფელი გამოდის. ნიუ იორკი არის კლასიკური, კოსმოპოლიტური ქალაქი, სადაც ცხოვრება დუღს. თაიმ სკვერზე უნდა გაიარო ღამე და მიხვდები. იქ არასოდეს ჩერდება ცხოვრება, სულ რაღაც ხდება. კოსმოპოლიტურ ცენტრებს მოწყვეტილი, პატარ–პატარა ამერიკული დასახლებებია ძალიან საინტერესო. მეოცე საუკუნის დასაწყისის პერიოდს გაგონებს. რაც მთავარია, შეიძლება ორი თვე იაროს მანქანამ და მტვერი არ დაედოს. ჰაერი საოცრად სუფთაა.
– საქართველოს გარდა, თუ არსებობს ქვეყანა, სადაც იცხოვრებდით?
– ძალიან მომწონს ავსტრია, განსაკუთრებით იქაური სოფლები. ლამაზია, დავარცხნილია იქაურობა, მოწესრიგებული. ტყეში დაგდებულ ფოთოლს ვერ ნახავ. მათი თითოეული სოფელი ტურისტული ცენტრია. ყველაზე მიყრუებული სოფელი რომ გგონია და ფიქრობ, აქ ცხოვრება არ არსებობსო, ბრენდ–მაღაზიათა ქსელი ან შოპინგ ცენტრი დაგხვდება.
ავსტრიაში, ერთ–ერთ სოფელში, აღმოვაჩინეთ, რომ ერთ–ერთი ყველაზე მაგარი ტურისტული ცენტრია, რადგან ვიღაცას თავში აზრად მოუვიდა, შოკოლადის ქარხანა გაეკეთებინა, სადაც შესვლამდე იხდი რაღაც თანხას და შესული აგემოვნებ 120 სახეობის შოკოლადს. გარეთ რომ გამოდიხარ, ცუდად ხარ! თითოეული შოკოლადიდან პატარაც რომ მოკვნიტო, მაინც ძალიან ბევრი გამოდის.
– საზღვარგარეთ შოპინგი თუ გიყვართ?
– მიყვარს, მაგრამ ბავშვებისთვის უფრო მიყვარს ყიდვა, ჩემთვის – ნაკლებად. ბევრ რამეს ვიძენ ნათლულებისთვის, ძმისშვილებისთვის, ჩემი ცოლის ძმისა და დისშვილებისთვის და, საბოლოო ჯამში, ბავშვის ძალიან ბევრი ტანსაცმელი მომაქვს ხოლმე.
– გურმანი ხართ?
– ყველა ქვეყანას თავისი საინტერესო კერძი აქვს. თუ ზღვის პროდუქტები გიყვარს, იტალიაში კარგად აკეთებენ მათ კერძებს. მექსიკური მჭადი და ლობიო განსაკუთრებულია. ძალიან მიყვარს ხორცი, მაგრამ ჩემი ყველა გასვლა მარხვას ემთხვევა. ლოკოკინა ძალიან გემრიელია. თავიდან რომ ვსინჯავდი, ცხვირზე ხელი მოვიჭირე და თვალები დავხუჭე, მაგრამ მერე მომეწონა. ლოკოკინა ნიორში უზომოდ გემრიელია!
ანა ნოდია

კავშირი ტეგთან: ლევან ვეფხვაძე

კავშირი ტეგთან: შოკოლადი

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

გია ჯაჯანიძის ჩაცმულობას დასცინიან
დევნილი თეატრის რეკვიზიტორის 19 წლიანი ოცნება
სკოლა ბოსელში გახსნეს
"ნიჭიერის" ფინალში ბარმენი დიდ შოუს მოაწყობს

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში
როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს
თავის პატივისცემა – თუ არ გასწავლეს, თქვენ ისწავლეთ!

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის
იცით, რისი ტალანტი აქვს თქვენს შვილს?
როგორ დავიმორჩილოთ ემოციები
ემირატების არქიტექტურული საოცრება
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
თბილისის გზებზე ფეხით მოსიარულე ნაღმები დადიან
ნორვეგიაში საუკეთესო წვერ–ულვაშთა ჩემპიონატი ჩატარდა
რას გვაძლევს ცეკვა
რა სიურპრიზები გელით ტაიბეიში