asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კოსმეტოლოგი ყვავილები
კოსმეტოლოგი ყვავილები
კოსმეტოლოგი ყვავილები

2011-05-12 15:45:36



ყვავილები ბინას ამყუდროვებენ, ამასთანავე ჩვენთვის ირჯებიან: ჟანგბადს გამოყოფენ, ტოქსიკურ ნივთიერებებს შთანთქავენ. ზოგიერთი მათგანი კი ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაში გვეხმარება.

სურო

კოსმეტიკაში ძირითადად გამოიყენება ფოთლები. სუროსგან მიღებული ექსტრაქტი სისხლძარღვების კედლებს ამაგრებს, ამიტომ კოსმეტიკურ საშუალებებში უმატებენ. გარდა ამისა, მცენარე კანის უჯრედებს იცავს და აღადგენს.

ნაყენი თმის ზრდის გასაუმჯობესებლად

1 სუფრის კოვზ ფოთლებს 1 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით, 2 სთ გააჩერეთ, გაწურეთ. ნაყენში დასველებული ტამპონით სითხე თავის თმიან ნაწილზე, ძილის წინ შეიზილეთ. კურსი 3 კვირა, შემდეგ ერთკვირიანი შესვენება. აუცილებლობის დროს კურსი გაიმეორეთ.

ყოჩივარდა

კოსმეტიკური მიზნით მხოლოდ ბოლქვი გამოიყენება.

ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაცილებლად

ბოლქვი წვრილად გახეხეთ და ზეითუნის ზეთი თანაფარდობით 1:1 შეურიეთ. ნარევი თავის პრობლემურ ნაწილზე დღეში 1–2–ჯერ წაისვით.

კლდისდუმა

კოსმეტოლოგები ამ ოთახის მცენარის მიმართ გულგრილნი არ დარჩნენ და ზოგიერთ კრემსა და ნიღაბში კლდისდუმას ექსტრაქტს უმატებენ.

ლოსიონი თვალების ქვეშ შავი წრეების გასაქრობად

1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კლდისდუმას 2 სუფრის კოვზი ხორბლის ზეთი დაასხით, ერთი კვირა ბნელ ადგილას გააჩერეთ, არ გაწუროთ. მარლის ტამპონი დამდგარ ზეთში დაასველეთ და თვალების ქვეშ კანზე 10–15 წუთით დაიდეთ. პროცედურა დღეგამოშვებით და აუცილებლად საპასუხისმგებლო ღონისძიების წინ გაიკეთეთ.

პასიფლორა (ვნების ყვავილი)

კოსმეტიკაში პრაქტიკულად მცენარის თითქმის ყველა ნაწილი გამოიყენება.

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი ნებისმიერი სახის კანისთვის

პასიფლორას მწიფე ნაყოფის რბილობი ჩანგლით დასრისეთ (თესლები წინასწარ გამოაცალეთ) და თანაბარი რაოდენობით არაჟანი (უმჯობესია 10%–იანი) შეურიეთ. ნარევი სახეზე დაიდეთ, 10–15 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კანს ვიტამინებით კვებავს, ატენიანებს, ნაოჭებს ებრძვის და ახლის გაჩენას აბრკოლებს.

დამამშვიდებები აბაზანა

მცენარის ფოთლების, ყვავილებისა და უმწიფარი ნაყოფის 3 სუფრის კოვზ ნარევს ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი დაასხით, ერთი საათი გააჩერეთ, გაწურეთ. ნაყენი აბაზანაში ჩაუშვით. პროცედურა დღეგამოშვებით, დაძინებამდე ერთი საათით ადრე, 15 წუთით ჩაიტარეთ. პასიფლორას აბაზანა კანს არამხოლოდ კვებავს და ატენიანებს, ასევე ნერვულ სისტემას ამშვიდებს.

ხევარდი

კოსმეტიკაში მისი ყვავილები გამოიყენება.

ლოსიონი გაღიზიანებული და ანთებითი კანისთვის

2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ქორფა ყვავილებს 1 ჭიქა არაყი დაასხით, 5 დღე სიბნელეში გააჩერეთ, გაწურეთ. შემდეგ 2 სუფრის კოვზი გლიცერინი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი დაუმატეთ და კანი გაიწმინდეთ. გამოყენების წინ ანადუღარი წყლით (თანაფარდობით 1:4) გააზავეთ.

ნაყენი თმის ზრდის შესაჩერებლად

1 სუფრის კოვზ ხევარდის ყვავილებსა და 1 შროშანის ყვავილს ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით. 2–3 საათი გააჩერეთ, გაწურეთ. თმის ეპილაციის ან სახიდან მათი პინცეტით მოცილების შემდეგ ამ ნაყენის სველი საფენი გაიკეთეთ.

წიწაკა

ცხარე წიწაკა კოსმეტიკური მიზნით ძირითადად მისი გამაღიზიანებელი თვისების გამო გამოიყენება.

თმის ზრდის გასაუმჯობესებელი და ქერტლის საწინააღმდეგო ნაყენი

1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ გამხმარ ნაყოფს ( ან 2 სუფრის კოვზ ნედლ ნაყოფს) ნახევარი ჭიქა არაყი დაასხით. ბნელ ადგილას ერთი კვირა გააჩერეთ. ერთი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ ნაყენში დასველებული ბამბით ნარევი თავის კანში შეიზილეთ. შემდეგ შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

ნაადრევი ჭაღარის საწინააღმდეგო

1 სუფრის კოვზი ნაყენი (წინა რეცეპტის მიხედვით მოამზადეთ) ნახევარ ჭიქა წყალში გააზავეთ და თავის თმიან ნაწილში შეიზილეთ. შემდეგ თავზე პირსახოცი მოიხვიეთ, ერთი საათი გაიჩერეთ და თმა ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიკეთეთ ყოველ კვირას მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online