asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სჭირდებათ თუ არა ცოლ–ქმარს მეგობრები?
სჭირდებათ თუ არა ცოლ–ქმარს მეგობრები?
სჭირდებათ თუ არა ცოლ–ქმარს მეგობრები?

2011-05-12 15:45:36



თქვენ 5 მეგობარი გყავთ, თქვენს საქმროს – 7. რამდენი გეყოლებათ, როდესაც დაქორწინდებით?

ასეთ მარტივ ამოცანას ნებისმიერი პირველკლასელი მიმატების წესით სწრაფად ამოხსნის. უფროსებმა კი ვიცით, რომ მხოლოდ შეკრება არასაკმარისია და მრავალი სხვა მოქმედების შესრულება მოგვიწევს.

"ფრჩხილებგარეთ" გაიტანეთ!

ეს ეხება ყველა მეგობარს – საუკეთესოებსა და ერთგულებს, მათ, ვისაც ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში შეჰფიცეთ, რომ ერთმანეთს არასდროს დაშორდებოდით – ახლა კი უნდა გამოეყოთ. ეს თავისთავად მოხდება მას შემდეგ, რაც ოჯახს შექმნით. სხვაგვარად შინ არ გექნებათ ის ინტიმური გარემო, რაც კარგი ურთიერთობის საფუძველია. მაგრამ თუ თქვენი საუკეთესო მეგობარი ღვიძლი და ან დედა იყო? მით უფრო, ისინიც ფრჩხილების გარეთ უნდა "გაიტანოთ". ურთიერთობას ისე არაფერი ანგრევს, როგორც გვერდზე უფრო თბილი და სულიერი კავშირების არსებობა. მეგობრებთან და, რა თქმა უნდა, დედასთან ურთიერთობის გაწყვეტა არ შეიძლება, მაგრამ ის თვისებრივად სხვაგვარი უნდა გახადოთ. ახლა თქვენთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი თქვენი პარტნიორია. მას უნდა მოუყვეთ თქვენი ოცნებების, გრძნობების შესახებ, ერთად განიხილოთ სამომავლო გეგმები, რჩევა ჰკითხოთ. ხოლო მეგობრებსა და დედას თქვენი ქმედებების შესახებ ამგვარად აცნობეთ: "ორივემ ასე გადავწყვიტეთ".

"შტატები" შეამცირეთ!

თუ ახალი ურთიერთობა მეგობრებსა და თქვენს ოჯახს შორის ჰარმონიულად აეწყო და ამით ყველა კმაყოფილია, არავის შემცირება არ არის საჭირო. თუ პრობლემა აღმოცენდა, მაშინ ასე მოიქეცით. პირველ რიგში, ჩამოიცილეთ მეგობარი, რომელმაც თავისი პირადი ცხოვრება ვერაფრით ააწყო და ახლა თქვენსაში აქტიურად მონაწილეობს. გაფრთხილების გარეშე მოდის და დილამდე არ მიდის, სამზარეულოში თქვენი ნებართვის გარეშე დიასახლისობს. ასევე შეკვეცეთ ახლო ნაცნობები და მეგობრები, რომლებიც თქვენი მეუღლის მიმართ კეთილგანწყობილნი არ არიან, მის მიმართ უპატივცემულობას ან ეჭვიანობას (სხვათა შორის, ასე ხშირად ხდება, ვინაიდან მეგობრობა სიყვარულს ძალიან ჰგავს) ამჟღავნებენ. ურთიერთობის წრიდან გარიცხეთ ადამიანები, რომლებიც ოჯახურ ყოფას სერიოზულად გირთულებენ, ასევე ისინიც, ვისაც თქვენს ცხოვრებაში ცვლილებებთან შეგუება არ სურთ. სასურველია, ურთიერთობის გაწყვეტა მშვიდობიანად წარიმართოს. ჩვეულებრივ, საკმარისია 2–3 თავაზიანი უარი ურთიერთობის გაგრძელებაზე. თუ ადამიანი წინააღმდეგობას გიწევთ, უმადურობაში გადანაშაულებთ, ბრაზობს, მაშინ თქვენი გადაწყვეტილება მტკიცედ და პირდაპირ უთხარით.

გაათანაბრეთ!

თქვენსა და თქვენს მეუღლეს შეიძლება სხვადასხვა რაოდენობის მეგობრები გყავდეთ და მათთან ასევე განსხვავებული ურთიერთობები გქონდეთ,. მაგრამ მაინც, რაც შეეხება ზოგადად მეგობრობას, თქვენ შორის დაცული უნდა იყოს თანაბარი უფლებები, პატივისცემის შესაბამისი ხარისხი. კამათი იმაზე, რომლის მეგობრები უკეთესია, უადგილოა. პირველ რიგში, საწყენია, მეორეც, პარტნიორებს ერთმანეთს აშორებს. შეგიძლიათ მეგობრები გააკრიტიკოთ, მაგრამ შეურაცხმყოფელი გამოთქმები დაუშვებელია. ვისთან გაატაროთ დრო, ამაზე მოილაპარაკეთ. უმჯობესია, ერთ დღეს თქვენი მეგობრები მოიწვიოთ, მეორე დღეს – მეუღლის. როგორც წესი, პირველ ორ წელიწადში წყვილს ურთიერთობის ახალი სტილი უყალიბდება, მეგობრობასა და მის უპირატესობებზე საერთო შეხედულებები უჩნდება.

ხარისხი გააუმჯობესეთ

რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა, რომ მათ ოჯახის მეგობრები უწოდონ? პრაქტიკულად არაფერი. უბრალოდ, ისინი თქვენი კავშირის დამატებად ითვლებიან: მოწყენილობის დროს გაგამხიარულებენ, გაჭირვების დროს დაგეხმარებიან. მეგობრები ფაქტობრივად ფსიქოთერაპიულ როლს ასრულებენ, როგორც ცალკეული ადამიანისათვის, ასევე მთლიანად ოჯახისათვის. ვის მოუყვებით მეუღლესთან საშინელი ჩხუბის შესახებ და იმაზე, რომ ერთობლივი ცხოვრების აზრს ვეღარ ხედავთ? რა თქმა უნდა, მეგობრებს. საპასუხოდ, ისინი თავიანთ ისტორიებს მოგიყვებიან, რომლის შემდეგ თქვენი სკანდალი უაზრობად მოგეჩვენებათ.

მეგობრებმა შეიძლება სექსუალური გრძნობებიც გააღვიძონ. ყველა მეგობრული ამბორი და კომპლიმენტი ფაქტობრივად იგივე მეგობრული ფლირტია, თუმცა ზოგჯერ სერიოზულში გადადის. ამიტომ, გარდა იმისა, რომ ოჯახის მეგობრები ძალიან უნდა მოგწონდეთ, მათ ასევე ისეთივე მტკიცე მორალურ–ზნეობრივი საფუძველი უნდა ჰქონდეთ, როგორიც თქვენ გაგაჩნიათ. მხოლოდ მაშინ შეძლებთ მშვიდად მეგობრობას.

ცვლილება შეიტანეთ!

მეგობრულ ურთიერთობებში, ისევე როგორც ოჯახურ ცხოვრებაში, დაახლოებით შვიდ წელიწადში ერთხელ კრიზისები იწყება. ერთად ყოფნა უკვე იმდენად საინტერესო აღარ არის. განსაკუთრებით ეს ეხებათ ადამიანებს, რომლებიც ერთ–ორ ოჯახთან მრავალი წელი მეგობრობენ. იგივე საუბრები, იგივე პრობლემები. დღესასწაულებიც კი ერთმანეთს ჰგავს. ასეთი სიტუაცია ბევრად არესია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ისევე როგორც სიყვარულში, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მეგობრობაშიც აღმოცენდება. უკვე აღარ იღებთ იმ ემოციებს, რომლებსაც მიეჩვიეთ და ურთიერთინტერესი ისეთი გულწრფელი არ არის, არც საერთო დროის ტარებაა ყოველთვის სასიამოვნო. როგორ მოვიქცეთ? ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეთ, მაგალითად, ერთად იმოგზაურეთ. ახალი შთაბეჭდილებები თქვენს მეგობრობას მეტად წაადგება.

გაამრავლეთ!

მეგობრობის მიმდინარეობა პროგნოზირებას არ ექვემდებარება. შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს ან, სხვადასხვა მიზეზის გამო, უეცრად შეწყდეს. ამიტომ ზოგჯერ ორი ახალი მეგობარი ზედმეტი არ იქნება. რაც შეეხება წყვილს, ახალი ნაცნობობა მათ სასიკეთოდ წაადგებათ. ისინი დაგეხმარებიან, თავს სხვა კუთხით შეხედოთ, პრობლემები გააცნობიეროთ და გადაჭრათ კიდეც. ამიტომ კარგი იქნება, შვებულებაში მეუღლესათნ ერთად წახვიდეთ და იქ ახალი ნაცნობები შეიძინოთ. სტუმრად მოიწვიეთ სასიამოვნო მეზობლები, კოლეგები და მათი მიწვევაც მიიღეთ. აუცილებელი არ არის, უცბათ დამეგობრდეთ. უბრალოდ კაფეში მხიარული ადამიანების გვერდით ჯდომაც კარგი საქმეა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online